საქართველო XVI საუკუნეში: განსხვავება გადახედვებს შორის

 
იმერეთის მეფე [[ალექსანდრე II (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე II]] ცდილობდა ქართლის დაუფლებასაც. 1509 წელს მან ქართლში ილაშქრა და [[გორი]] და [[სურამი]] აიღო. იმერეთში [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] შეჭრის გამო ალექსანდრე II იძულებული გახდა ქართლიდან გასულიყო. 1510 წელს ოსმალებმა გადაწვეს [[ქუთაისი]] და [[გეგუთი]]. ეს იყო ოსმალების პირველი შემოსევა იმერეთში. ალექსანდრე II იმავე წელს გარდაიცვალა. ტახტი დაიკავა [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III]]-მ.
 
1533 წელს ბაგრატის ინიციატივით მოეწყო ლაშქრობა [[ჯიქეთი|ჯიქეთში]]. მასში მონაწილეობდნენ ოდიშის ერისთავი [[მამია III დადიანი]] და გურიის მთავარი [[მამია I გურიელი]], რომლებიც ჯერ კიდევ ცნობდნენ იმერეთის მეფის უზენაესობას. ლაშქრობა წარუმატებელი გამოდგა. მამია III დადიანი ლაშქრობის დროს დაიღუპა, ხოლო მამია I გურიელი ტყვედ ჩავარდა. გაილაშქრა საქართველსო ჩრდილო დასავლეთით მცხოვრებ ჯიქებზე, რომლებიც უკვე ოსმალებს ჰყავდა დაპყრობილი. ჯიქეთზე გაილაშქრე გურიის და სამეგრელოს მთავრებმაც. დასავლეთ საქართველო დამარცხდა [[მამია III დადიანი|დადიანი]] მოკლეს, [[მამია I გურიელი|გურიელი]] კი ტყვედ ჩავარდა. ბაგრატ III-მ წარმატებას მიაღწია სამხრეთის ფრონტზე. 1535 წელს [[მურჯახეთის ბრძოლა]]ში მან დაამარცხა სამცხის ათაბაგი [[ყვარყვარე III]] და შემოერთა სამცხე-საათაბაგო. ბაგრატმა გურიელს დაუბრუნა [[აჭარა]] და [[ჭანეთი]], რომლებსაც გურიელები XV საუკუნის ბოლოს ფლობდნენ, მაგრამ ამით გაინაწყენა ოდიშის ერისთავი. 1543 წელს ბაგრატ III-მ გურიის მთავრის დახმარებით გაიმარჯვა [[ქარაღაქის ბრძოლა]]ში ოსმალეთისა და სამცხის ათაბაგის წინააღმდეგ. 1545 წელს [[სოხოისტის ბრძოლა]]ში ბაგრატ III-ის, გურიელის და ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის გაერთიანებული ლაშქარი დამარცხდა ოსმალეთის ლაშქართან და სამცხე კვლავ ოსმალეთმა დაიკავა.
 
ბაგრატ III-ის დროს აღდგა [[ნიკორწმინდის ეპარქია]], შეიქმნა ხონისა და გელათის ეპარქიები. [[აფხაზეთის საკათალიკოსო]]ს რეზიდენციამ ბიჭვინთიდან გელათში გადაინაცვლა. ბაგრატ III-ის ინიციატივით მოწვეულმა საეკლესიო კრებამ აკრძალა [[ტყვის სყიდვა]]. ამასიის ზავის შემდეგ ბაგრატ III იძულებული იყო ოსმალეთისთვის ხარჯი გადაეხადა.