მარია ტერეზა ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
 
ხაზი 84:
[[1674]] წელს ლუიზა დე ლა ვალიერმა თავისივე ნებით დატოვა სამეფო კარი და მონაზვნად აღიკვეცა. მან გულწრფელი ბოდიში მოიხადა საზოგადოებისა და დედოფლის წინაშე მეფესთან რომანის გაბმისთვის, გულისხმიერმა მარია ტერეზამ კი მას მიუგო, რომ დიდი ხნის წინ აპატია.
 
საბოლოოდ დედოფალი აღარც კი ეჭვიანობდა მეფეზე. იგი შეეგუა, რომ ლუი მხოლოდ მისი არასდროს იქნებოდა, ამიტომაც მან მისი სულისათვის დაიწყო ლოცვა. ცხადია იგი ძალიან ღვთისმოსავი და ძლიერი ქალი იყო. მაგრამ მანამდე არ მოისვენა, სანამ მადამ დე მონტესპანი არ გააძევა სამეფო კარიდან. მონტესპანი მხოლოდ დედოფალს კი არა მთელს სამეფო ოჯახს სძულდა. [[1671]] წელს კი ჰენრიეტა ინგლისელის გარდაცვალების შემდეგ [[ფილიპ I (ორლეანი)|ფილიპ I]]-ს მეორე ცოლი შერთეს — [[ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი]], შემოკლებით ლიზელოტა პფალცელი. ლიზელოტა მარია ტერეზას ერთადერთი თანამოაზრე და გულითადი მეგობარი გახდა, რომელთან ერთადაც ხშირად თამაშობდა კარტს და დაუსრულებლად ესაუბრებოდა ხოლმე. მარია ტერეზამ ერთხელ მას სახალხოდ უთხრა: „ოჰ, ლიზელოტა, შენ ხარ ისე ერთადერთი რამ, რაც ჩემს აქ ყოფნას ოდნავ ასატანს ჰხდის!“. დედოფალი ისევე როგორც მეფე, დიდ ხუთშაბათს 12 გლახაკს ფეხებს ბანდა ხოლმე. ეს უძველესი ფრანგული ტრადიცია იყო, რომელსაც არცერთი ფრანგი მონარქი არ არღვევდა. მარია ტერეზა ასევე მედდადაც კი მუშაობდა სენ-ჟერმენის საავადმყოფოში. მაშინ, როდესაც ნიდერლანდებში ომიდან უამრავი დაჭრილი მოჰყავდათ და საკმარისი მედდები არ ჰყავდათ. ამით დედოფალმა ხალხის უდიდესი სიყვარული დაიმსახურა. [[1672]] წელს როდესაც ლუი ნიდერლანდებში იბრძოდა, ივლისიდან აგვისტომდე ქვეყანას როგორც რეგენტი, მარია ტერეზა მართავდა. იგი გულმოდგინედ ცდილობდა ფრანგი არისტოკრატების ღვთის გზაზე დაყენებას, თუმცა ამაოდ. მან აკრძალა ღვინის სმა, ორგიები, ბანკეტები და სალონებში სიარული, სამაგიეროდ სავალდებულო გახადა ყოველდღიურად წირვაზე დასწრება, მაგრამ როგორც კი ლუი დაბრუნდა ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგა.
 
მიუხედავად იგნორისა და გაუთავებელი ღალატისა, როგორც ჩანს მარია ტერეზას ქმარი უყვარდა. იგი ყოველთვის პატიობდა ღალატს და გულმოდგინედ ცდილობდა მისთვის თავის მოწონებას.