მარია ტერეზა ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 67:
დედოფალმა დიდი გულისტკივილით სთხოვა ლუის, რომ მას თავისი საყვარლები ოფიციალურ შეხვედრებსა და ბანკეტებზე არ გამოეჩინა, რაზეც დასთანხმდა. მიუხედავად ამისა, მარია ტერეზა მაინც კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა ქმრის ახალ-ახალ „გატაცებებთან“. ასევე მარია ტერეზამ ლუის დაადებინა პირობა, რომ სიკვდილამდე ყოველ ღამით, ნახევარი საათით მაინც დაწოლილიყო მის სარეცელზე, რაზეც ლუი ასევე დასთანხმდა. მეფე აფასებდა მის ერთგულებას და უარს თითქმის არასდროს არ ეუბნებოდა. როდესაც ისინი თავიანთ ცოლ-ქმრულ მოვალეობას შეასრულებდნენ, დედოფალი მეორე დღეს ყოველთვის საოცარ ხასიათზე იყო, ამიტომაც როგორც მისი რძალი, ლიზელოტა პფალცელი ამბობდა ადვილი გამოსაცნობი იყო, როდის იყვნენ ერთად.
 
[[1661]] წლის 9 მარტს კარდინალი მაზარინი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ლუი XIV-მ მართვის მთელი სადავეები საკუთარ ხელში აიღო და აბსოლუტური მმართველობა დაიწყო. იგი ფრანგული [[აბსოლუტური მონარქია|აბსოლუტიზმისა]] და ევროპული თვითმპყრობელობის საუკეთესო ნიმუშად იქცა. ამის შემდეგ, თუკი ვინმეს სურდა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარეულიყო, ლუიზე უნდა მოეხდინა გავლენა. დედოფალს მეფესა და პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით მეფის ფავორიტებზე. სამაგიეროდ მარია ტერეზა დედოფლის ყოველთვიური პენსიის გარდა, ლუის კიდევ უამრავ ფულს ართმევდა და საოცარ ფუფუნებაში ცხოვრობდა. იგი დიდ ფულს ახარჯავდა სამეფო კარის ძაღლებს, სამეფო კარზე ეკლესიის გავლენის გაძლიერებას, კარტის თამაშსა და გემრიელად ჭამას. დედოფალი ძალიან დიდ დროს უთმობდა კარტის თამაშს და მისი ვალების გასტუმრება ლუისთვის ჩვეულებად იქცა, ეს ხომ ერთადერთი იყო რასაც მისთვის აკეთებდა. მარია ტერეზამ პირად გარემოცვაში სულ ესპანელები შემოიკრიბა, რომლებსაც მშობლიურ ენაზე ესაუბრებოდათ ხოლმე. დრო და დრო ეს ლუის აღიზიანებდა, რადგან თავად ესპანური არ იცოდა და მიიჩნევდა, რომ მარია ტერეზა მას რაღაცებს ამ გზით უმალავდა.
[[ფაილი:Queen Marie Thérèse and her son the Dauphin of France, dated circa 1663 by Charles Beaubrun.jpg|მარცხნივ|მინი|309x309პქ|მარია ტერეზა და მისი ვაჟი, საფრანგეთის დოფინი ლუი 1663 წელს]]
დედა-დედოფალი ანა ავსტრიელი, რომელიც მარია ტერეზას მამიდა იყო, ყველანაირად ცდილობდა მის დაცვას ფრანგების ინტრიგებისაგან. ანასა და მარია ტერეზას შორის ჩამოყალიბდა ურთიერთდახმარების მჭიდრო კავშირი, რომელიც მეგობრობაში გადაიზარდა. დედოფლები ხშირად საათობით საუბრობდნენ ხოლმე ცხელი შოკოლადის ფონზე. ისინი საკმაოდ რელიგიური და თავდაჭერილები იყვნენ, მათი გაერთიანება კი ფრანგებს აშინებდა. ანაც მარია ტერეზას მსგავსად ესპანეთის მიწის შვილი და ასევე იგივე მკაცრი ნორმებით აღზრდილი ქალი იყო. ისინი ხშირად ლოცულობდნენ ერთად, ახორციელებდნენ ქველმოქმედებას, ღარიბებს ლოცავდნენ და მონასტრების მოსანახულებლად დადიოდნენ.