მარია ტერეზა ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 73:
მარია ტერეზასა და ლუის ქორწინების შემდეგ ანა მთლიანად თავისი მეორე ვაჟის, ორლეანის ჰერცოგ [[ფილიპ I (ორლეანი)|ფილიპ I]]-ის ქორწინებაზე გადაერთო, რომელსაც 1661 წელს ცოლად შერთო მისი მამიდაშვილი, ინგლისის მეფე-დედოფალ [[ჩარლზ I]]-ისა და [[ანრიეტა მარია დე ბურბონი|ანრიეტა მარია ფრანგის]] ნაბოლარა ასული — [[ჰენრიეტა ინგლისელი|ჰენრიეტა ანა ინგლისელი]]. როგორც აღმოჩნდა ფილიპი ბისექსუალი იყო და რომანი ჰქონდა შევალიერ დე გიზთან, ჰენრიეტამ კი სხვა კაცის მკლავებში დაიწყო ნუგეშის ძიება. ეს კაცი კი ლუი XIV აღმოჩნდა. როდესაც მარია ტერეზამ ამ ამაზრზენი ღალატის შესახებ გაიგო საშინლად განრისხდა, თუმცა არ სურდა ეჭვიანი და სკანდალისტი დედოფალი ყოფილიყო, ამიტომაც არაფერი არ გაუკეთებია. თუმცა ლუის ჰენრიეტა მალე მობეზრდა და ახალი საყვარელი გაიჩინა. წლების მანძილზე ლუის სხვადასხვა საყვარელთან უამრავი შვილი შეეძინა, რომელთაგან რამდენიმე კანონიერად სცნო და მაღალი წოდებაც უბოძა. 1661 წლის 1 ნოემბერს მარია ტერეზამ ვაჟი გააჩინა. ამით მან მემკვიდრე გააჩინა, რითაც ვალი მოიხადა და დაამტკიცა თავისი ნაყოფიერება. ამის აღსანიშნავად ლუიმ დედოფალს ესპანელი მოცეკვავეები და მუსიკოსები ჩამოუყვანა, რაც მას ძალიან გაუხარდა.
 
[[1661]] წლიდან ლუიმ მამამისის სანადირო ლოჟის ადგილას საოცარი სასახლის მშენებლობა წამოიწყო, რომლის მშენებლობასაც 2 000 მუშა დაიღუპა და საბოლოოდ [[1664]] წელს დასრულდა. მას ვერსალი უწოდა და თავის რეზიდენციად გამოაცხადა. ამიერიდან სამეფო კარი ვერსალში გადავიდა. მისი გახსნის საზეიმო ცერემონიალი ერთი კვირა მიმდინარეობდა. ლუიმ განაცხადა, რომ სასახლე ცოლისა და დედის გემოვნებით იყო მოწყობილი, თუმცა რეალურად [[ვერსალის სასახლე|ვერსალი]] თავისი იმ დროინდელი საყვარლის, ლუიზა დე ლა ვალიერის გემოვნებით მოეწყო.
 
[[1666]] წლის 20 იანვარს დედა-დედოფალი ანა ავსტრიელი გარდაიცვალა, რაც მარია ტერეზასათვის უმძიმესი დარტყმა იყო. მან სამეფო კარზე ერთადერთი და უძლიერესი მოკავშირე დაკარგა. დედოფლისთვის განსაკუთრებით მძიმე ის იყო, რომ ლუიმ ლუიზა დე ლა ვალიერი ანას დაკრძალვაზე თავის გვერდით დაისვა. თუმცა სულ რამდენიმე თვეში ლუიმ ახალი საყვარელი გაიჩინა მადამ დე მონტესპანის სახით. მიუხედავად ამისა მომდევნო შვიდი წლის მანძილზე ლუიზა მის მეორე საყვარლად რჩებოდა.
 
1665 წელს ვერსალში მოვიდა ცნობა, რომ მარია ტერეზას მამა, მეფე [[ფილიპე IV]] გარდაიცვალა და მეფე მისი და მარიანას ავადმყოფი, ოთხი წლის [[კარლ II (ესპანეთი)|კარლ II]] ავიდა, რეგენტად კი [[მარიანა ავსტრიელი]] დაინიშნა. ლუი XIV-მ მშვენივრად იცოდა, რომ კარლს არ შეეძლო მემკვიდრის დატოვება, რის გამოც საქორწინო ხელშეკრულებაში არსებული პირობა უარყო და ტახტზე პრეტენზია გამოთქვა, ეს კი იმით გაამართლა, რომ ესპანელებმა თავის დროზე დაპირებული თანხა არ გადაუხადეს. საბოლოოდ 1667 წელს ესპანეთის ნიდერლანდებში შეჭრით მან ესპანეთის ტახტსა და მის რიგ კოლონიებზე გამოთქვა პრეტენზია. მისი პრეტენზია დამყარებული იყო ბრაბანტის მემკვიდრეობის კანონზე, რომლის მიხედვითაც ტახტზე პირველ ქორწინებაში გაჩენილი შვილები უნდა ასულიყვნენ (როგორიც მხოლოდ მარია ტერეზა იყო). ვინაიდან ფილიპე IV-ს პირველი ქორწინებიდან მხოლოდ მარია ტერეზა დარჩა, საფრანგეთის მეფემ მთელს ესპანურ ნიდერლანდებზე განაცხადა პრეტენზია და შეიჭრა კიდეც. ლუიმ ბრძოლაში მარია ტერეზა და თავისი ორი საყვარელიც წაიყვანა. ხალხი ამ პერიოდს „სამ დედოფლიან ხანას“ უწოდებდა, რადგან მისი საყვარლები ნამდვილად დედოფლებივით იქცეოდნენ. ლუიმ კი განაცხადა, რომ მისი საყვარელი ქალები აქ უკეთ გრძნობდნენ თავს ვიდრე საფრანგეთში.
 
== უკანასკნელი წლები (1672-1683) ==