მარია ტერეზა ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 80:
 
== უკანასკნელი წლები (1672-1683) ==
განსხვავებით ლუიზა დე ლა ვალიერისაგან, რომელიც დედოფალს ყოველთვის დიდი მოწიწებითა და რიდით ეპყრობოდა, მადამ დე მონტესპანი ძალიან ამაყი და ამპარტავანი იყო დედოფალ მარია ტერეზას მიმართ. მადამ დე მონტესპანი საშინლად უხეშად და დამცინავად ექცეოდა მარია ტერეზას, რამაც დედოფალი პირველად წყობიდან გამოიყვანა და მან მონტესპანს მთელი სამეფო კარის თანდასწრებით „სამეფო ბოზი“ უწოდა. ამაზე ლუის არანაირი რეაქცია არ ჰქონია, რადგან ქალებსა და მათ პრობლემებს არაფრად აგდებდა. [[1672]] წლამდე დედოფალმა მარია ტერეზამ ლუის ექვსი შვილი გაუჩინა, რომელთაგან სამი დაბადებისას დაიღუპა, ოთხი კი მცირეწლოვანი. [[1664]] წელს მან გააჩინა პრინცესა მარი ანა დე ბურბონი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იყო და ხალხში არ აჩენდნენ. დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ იგი გარდაიცვალა. მარია ტერეზაზე არის შეთხზული უსაფუძვლო ლეგენდა, ვითომდა მან მულატი ბავშვი გააჩინა, რომელიც მას მსახური შავკანიანისაგან შეეძინა, თუმცა ამას ვერავინ ამტკიცებს. დედოფალს მართლა, რომ ჩაედინა ასეთი რამ მას აუცილებლად დასჯიდნენ სიკვდილით. ამრიგად დედოფლის უამრავი შვილიდან, მხოლოდ მისმა პირველმა შვილმა, დოფინმა ლუიმ იცოცხლა დიდხანს და დატოვა მემკვიდრეები.
[[ფაილი:Anonymous - Marie Thérèse of Austria, Queen of France - Carnavalet P 2142.jpg|მინი|285x285პქ|დედოფალი მარია ტერეზა დაახლოებით 1670-80 წლებში]]
[[1674]] წელს ლუიზა დე ლა ვალიერმა თავისივე ნებით დატოვა სამეფო კარი და მონაზვნად აღიკვეცა. მან გულწრფელი ბოდიში მოიხადა საზოგადოებისა და დედოფლის წინაშე მეფესთან რომანის გაბმისთვის, გულისხმიერმა მარია ტერეზამ კი მას მიუგო, რომ დიდი ხნის წინ აპატია.