მარია ტერეზა ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 92:
== გარდაცვალება და მას შემდეგ (1683) ==
[[ფაილი:Grave of Marie Thérèse of Austria at the Royal Basilica of Saint Denis.jpg|მინი|დედოფალ მარია ტერეზას საფლავი სენ დენის სამეფო საძვალეთშიე]]
[[1683]] წლის 20 ივლისს დედოფალი ვიშში მოგზაურობიდან დაბრუნდა, სადაც გამოჯანმრთელთა, თუმცა მალევე საშინლად დაავადდა. მას მარჯვენა მკლავზე [[აბსცესი]] განუვითარდა. სამეფო კარის საუკეთესო ექიმებმაც კი ვერ შესძლეს მისი მორჩენა. პირიქით დედოფალს მკურნალობამ მთელი ძალა გამოაცალა, რადგან მკურნალობაში იგულისხმებოდა გაუთავებელი სისხლის აღება, რის შემდეგაც ექიმთა აზრით ახალი სისხლი წარმოიშვებოდა და დედოფალიც გამოკეთდებოდა. სისხლგამოცლილ მარია ტერეზას ტკივილი კიდევ უფრო გაუმძაფრდა. ლუი მიხვდა, რომ იგი ხელიდან ეცლებოდა და მხოლოდ მაშინღა მიხვდა, რა ძვირფასი იყო ის მისთვის. ლუიმ მის სასიკვდილო სარეცელზე იტირა კიდეც. ლუიმ მასზე განაცხადა: "მთელი ჩვენი ქორწინების მანძილზე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მან მე განსაცდელი მომიტანა. 1683 წლის 30 ივლისს, 44 წლის მარია ტერეზა ესპანელი გარდაიცვალა. იგი საოცრად ბრწყინვალედ დაკრძალეს. ცნობილმა კათოლიკე მოქადაგემ უმძიმესი სიტყვა წარმოთქვა, რასაც ყველა თვალცრემლიანი უსმენდა. მის დაკრძალვას უამრავი სასულიერო პირი დაესწრო.
 
გარდაცვლილი დედოფალი სენ დენის სამეფო საძვალეთში დაკრძალეს. მისი უცებადი და მოულოდნელი სიკვდილის გამო აგორდა ჭორები, რომ იგი მოწამლეს, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ლუი XIV, როგორც ჩანს გულწრფელად გლოვობდა ცოლს. თუმცა მეფის გლოვა დიდხანს არ გაგრძელებულა და სულ რაღაც ორ თვეში მან ფარულად იქორწინა მადამ დე მონტენონზე.
 
როდესაც მარია ტერეზას ძმა, მეფე [[კარლ II (ესპანეთი)|კარლ II]] [[1700]] წელს უშვილოდ მოკვდა, დაიწყო [[ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის]], სადაც ტახტზე ერთმანეთს ლუი XIV და [[ლეოპოლდ I (სრი)|ლეოპოლდ I]] ეჯიბრებოდნენ. საბოლოოდ ლუიმ გაიმარჯვა და ესპანეთის ტახტზე თავისი შვილიშვილი, [[ფილიპე V (ესპანეთი)|ფილიპე V]] დასვა, სამაგიეროდ ლეოპოლდმა ესპანეთის ყველა ევროპული კოლონია მიიღო. ლუიმ კიდევ მრავალი წელი იცოცხლა და 1715 წელს გარდაიცვალა. ტახტზე მისი და მარია ტერეზას შვილთაშვილი [[ლუი XV]] ავიდა.
 
[[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთის რევოლუციის]] დროს 1793 წელს ისევე როგორც ყველა სხვა მონარქის საფლავი, მარია ტერეზას საფლავიც გახსნეს, გაძარცვეს და მისი ნეშტი ეკლესიის გარეთ დამარხეს. 1815 წელს ბურბონთა რესტავრაციის შემდეგ მარია ტერეზას ნეშტი კვლავ სენ დენში გადაასვენეს და სრული რელიგიური წესების დაცვით მეორედ დაკრძალეს.
 
== შვილები ==