კლასიკური ხელოვნება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
 
== გვიანი კლასიკა ==
გვიანი კლასიკის პერიოდში არქიტექტურა ტაძრებთან ერთად, რომლებშიც ძლიერდება ინტერიერის სივრცის როლი ([[ათენა ალეას ტაძარი|ათენას ტაძარი]] [[ტეგეა|ტეგეაში]], არქ. [[სკოპასი]]), წარმოდგენილია მემორიალური ნაგებობებით ([[ჰალიკარნასის მავზოლეუმი]]); ორდერებიდან ყველაზე დიდი მნიშვნელობა მოიპოვა იონურმაიონიურმა. ძვ. წ. IV საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა ადრეული კლასიკის ტრადიციებთან და წესთან დაბრუნება ([[კეფისოდოტე უფროსი]]), შემდეგ წინა პლანზე გამოვიდა უფრო პათეტიკური, მძაფრი დინამიკით აღსავსე ([[სკოპასი]]), ასევე გრძნობად-განმჭვრეტი და უშფოთველი გამოსახულებები ([[პრაქსიტელე]]). [[ლეოქარე|ლეოქარეს]] შემოქმედებაში შეიმჩნევა მაღალი კლასიკის თავისებური რესტავრაცია, მაშინ როდესაც [[ლისიპე]] ცდილობს გამოსახულებისათვის უფრო მეტი დინამიკისა და რეალისტური უტყუარობის შემატებას. [[ჰორელიეფი|ჰორელიეფთა]] პლასტიკაში თანდათან იწყება აქამდე გავრცელებული გაბრტყელებული რელიეფის გამოდევნა [ჰალიკარნასის მავზოლეუმის ფრიზები (მოქანდ. სკოპასი, [[ბრიაქსისი]] და სხვ.)]. დიდ აყვავებას მიაღწია [[კოროპლასტიკა|კოროპლასტიკამ]] (ცენტრი — [[ტანაგრა]]). ფერწერაში გამოიყოფა 2 მიმართულება: კლასიციზირებელი, რომელიც წარმოდგენილი იყო [[სიკიონი|სიკიონის]] სკოლით, და ექსპრესიულ-პათეტიკური ([[თებე (საბერძნეთი)|თებეს]] სკოლა). [[აპელესი|აპელესის]] შემოქმედება თავის თავში აკავშირებდა ორივე მიმართულების ტრადიციებს. ვითარდებოდა [[ბატალური ჟანრი]] ([[ფილოქსენე]]). პორტრეტები იქმნება როგორც ფერწერული ([[აპელესი]]) და სკულპტურული ([[ლისისტრატე (მოქანდაკე)|ლისისტრატე]], [[სილანიონი]]), ისე [[გლიპტიკა|გლიპტიკის]] ტექნიკით ([[პირგოტელე]]). საპარადო პორტრეტს აღენიშნება ტენდენციები იდეალიზაციისა და პათოსისკენ. იქმნება აგრეთვე პორტრეტები [[ნატურალიზმი|ნატურალიზმის]] ელემენტებით. კლასიკური პერიოდის სხვადასხვა მიმართულებამა და ტენდენციამ შემდგომი განვითარება პოვა [[ელინიზმი|ელინიზმის]] ხელოვნებაში.