ოლიმპიური თამაშები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 193.176.214.29 ცვლილებების გაუქმება (№4208605)
იარლიყი: გაუქმება
გრამატიკა
ხაზი 2:
'''ოლიმპიური თამაშები''' — უძველესი და ყველაზე პოპულარული [[სპორტი|სპორტული]] შეჯიბრი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა [[ძველი საბერძნეთი|ძველ საბერძნეთში]]. პირველი ოლიმპიური თამაშები მოეწყო [[ძვ. წ. 776]] წელს ქალაქ [[ოლიმპია]]ში. თამაშებს შორის ინტერვალი შეადგენდა 1417 დღეს. ოლიმპიური თამაშები ითვლება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კომპლექსურ სპორტულ შეჯიბრებად, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს.
 
[[1894]] წელს [[პარიზი|პარიზში]] საერთაშორისო კონგრესზე იქნა მიღებული და დამტკიცებული ოლიმპიური თამაშების ძირითადი წესები და დებულებები (ოლიმპიური ქარტია). ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთიანი ხელმძღვანელი ორგანოს შექმნის თაობაზე, რომელსაც ეწოდა [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი|,,საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი<nowiki>''</nowiki> (სოკ)]].
 
თანამედროვე ოლიმპიური თამაშები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და ყოველ თამაშებს ენიჭება ნუმერაცია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თამაშები არ ჩატარდა რაიმე მიზეზის გამო (მაგალითად ომის გამო, [[1916]] წლის VI თამაშები; [[1940]] წლის XII თამაშები; [[1944]] წლის XIII თამაშები).