კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1 359:
 
=== საშინელი სამსჯავრო ===
[[ფაილი:Stefan Lochner - Last Judgement - circa 1435.jpg|მინი|381x381პქ301x301px|სტეფან ლოხნერის მიერ შესრულებული „საშინელი სამსჯავრო“, 1435 წელი.]]
კათოლიკური სწავლებით სიკვდილის შემდეგ ადამიანის მარადიული სული გამოეყოფა მის გარდაცვლილ სხეულს და წარსდგება საშინელ სამსჯავროზე ღმერთის წინაშე, სადაც მიიღებს კონკრეტულ და სამართლიან განაჩენს მისი ცოდვებისა და განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე. თუმცა, საბოლოო და ყველაზე დიდი სამსჯავრო იქნება მეორედ მოსვლის შემდეგ, როდესაც ქრისტე დაჯდება მთელი კაცობრიობის საყოველთაო სამსჯავროზე. ეს იქნება საბოლოო განაჩენი და საშინელი სამსჯავრო, რითაც, კათოლიკური მოძღვრებით, დასრულდება კაცობრიობის ისტორია და დაიწყება ახალი და უკეთესი ცისა და მიწის ერთიანი ცხოვრება, რომელსაც თავად ღმერთი მართავს სამართლიანად.
 
ხაზი 1 406:
 
=== ქალწული მარიამი ===
{{მთავარი|მარიამ ღვთისმშობელი}}
[[ფაილი:Angelico, madonna col bambino, pinacoteca sabauda.jpg|მინი|341x341პქ|მარიამ ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ხატი შესრულებულია 1430 წელს, ფრა ანჯელიკოს მიერ.]]
კათოლიციზმში არსებობს მარიოლოგიის სახელით ცნობილი განხრა, რომელიც მთლიანად მარიამ ღთისმშობლის შესახებ არსებულ სწავლებებსა და მოძღვრებებს ეხება, ისევე, როგორც მორწმუნეთა მხრიდან მის მიმართ თაყვანისცემის წესებს. მარიამს სრულიად ქრისტიანულ სამყაროში უკავია დიდი ადგილი და მას ღვთისმშობელს ({{Lang-el|Θεοτόκος}}, პირდაპირი თარგმანია „ღვთის მატარებელი“) უწოდებენ. აგრეთვე, კათოლიკურ მრწამსში დოგმატურად ითვლება წმინდა მარიამი მარადქალწულად. შემდეგ საუკუნეებში მასთან დაკავშირებული სწავლებები უფრო გაღრმავდა და დაემატა მისი უბიწოდ ჩასახვის დოგმაც. აღსანიშნავია, რომ მარიოლოგიური დოგმატების დამატების შემდეგ პაპმა ეპისკოპოსებს კონსულტაციაც გაუწია, რათა მსოფლიოში სწორად ექადაგათ კათოლიკური მრწამსი. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის კათოლიკეები მარიამის ხორციელად ამაღლებას აღიარებენ, აღმოსავლეთის კათოლიკეები დღემდე აღნიშნავენ მისი მიძინების დღეს. ლათინური წესის კათოლიკეები, რომლებიც მარიამის ხორციელად ამაღლებას აღიარებენ თავიანთ მრწამსს წმინდა იოანე დამასკელის წერილს აყრდნობენ, რომელიც წერდა:
{{ციტატა|წმინდა იუვენალმა, იერუსალიმის ეპისკოპოსმა, ქალკედონის კრებაზე (451 წ.) იმპერატორ მარკიანესა და დედოფალ პულხერიას, რომელთაც წმინდა მარიამის ცხედრის დაპატრონება სურდათ, აცნობა, რომ მარიამი მოციქულთა გარემოცვაში გარდაიცვალა, მაგრამ როდესაც წმინდა თომას თხოვნით მისი საფლავი გახსნეს, ცარიელი დახვდათ, რითაც მოციქულებმა დაასკვნეს, რომ ღვთისმშობლის ცხედარი ზეცად ამაღლდა}}
ქალწულ მარიამისადმი თაყვანისცემა და ერთგულება კათოლიკური ღვთისმოსაობის ნაწილად მიიჩნევა, მაგრამ, ცხადია, განსხვავდება ღმერთის თაყვანისცემისაგან. პრაქტიკაში შედის არა მისდამი მიძღვნილი სავარდის და სავედრებელი ლოცვები, არამედ ასევე მარიანული ხელოვნება, მუსიკა და არქიტექტურა. საეკლესიო წლის განმავლობაში აღინიშნება რამდენიმე მარიანული დღესასწაული და ღვთისმშობელს პატივს მრავალი აღმატებული წოდებით მიაგებენ პატივს, მაგალითად ხშირად უწოდებენ ზეცის დედოფალს. რომის პაპმა პავლე VI-მ მას ეკლესიის დედაც უწოდა, რადგან ქრისტეს შობით იგი თითოეულ ქრისტიანს სულიერ დედად მოევლინა. იესოს ცხოვრებაში არსებული მარიამის უდიდესი როლის გამო, არაერთი ლოცვა და საღვთისმსახურო რიტუალი ეძღვნება მას, რაც ჩვეულებრივი კათოლიკური პრაქტიკაა. განსაკუთრებით პოპულარულია იგი ისეთ პროვინციებში, სადაც ადგილობრივ ქრისტიანებს მარიამ ღვთისმშობელი თავად გამოეცხადა. ასეთ ადგილებს წარმოადგენს ლორდი საფრანგეთში, [[ფატიმა (ქალაქი)|ფატიმა]] პორტუგალიაში და [[გვადალუპეს ღვთისმშობლის ტაძარი|გვადალუპე]] მექსიკაში. აღსანიშნავია, რომ ხშირად მას მოიხსენიებენ სწორედ ამ სახელების საშუალებითაც, როგორიცაა „გვადალუპეს ღვთისმშობელი“ (ეს განსაკუთრებით პოპულარულია ლათინურ ამერიკაში), ასევე „ფატიმას ღვთისმშობელი“ და ა.შ. დღეისათვის იმ ადგილებში, სადაც გამოცხადება მოხდა, ქალწულ მარიამის დიდი ტაძრები და სამკურნალო ცენტრებია გაშენებული, რომელთაც ყოველწლიურად მილიონობით ქრისტიანი სტუმრობს.
 
== ოთხი დოგმატი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიციზმი“-დან