ტორტოსა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ტორტოსა'''  — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ [[ესპანეთი|ესპანეთში]], [[კატალონია|კატალონიის ავტონომიური გაერთიანების]] [[ტარაგონის პროვინცია|ტარაგონის პროვინციაში]]. მდებარეობს მდინარე [[ებრო|ებროზე]], ქალაქ [[ტარაგონა|ტარაგონიდან]] სამხრეთ-დასავლეთით. 33&nbsp; 439 მცხოვრები (2020) წარმოიშვა როგორც '''დერტოსა''', შემდგომში მისი გეგმა შეიცვალა რომაელი მხედართმთავრის [[სციპიონ აფრიკელი (უფროსი)|სციპიონ აფრიკელის]] მიერ, [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისარმა]] ''მუნიციპიუმად'' (ქალაქად) გადააქცია, ხოლო იმპერატორმა [[ოქტავიანე ავგუსტუსი|ავგუსტუსმა]] კოლონიური პროვოლეგიები მისცა. [[მავრები|მავრების]] მმართველობის დროს [[კორდოვის სახალიფო|კორდოვის სახალიფოს]] მნიშვნელოვანი სასაზღვრო ქალაქი და მცირე ხნით მავრთა პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქიც კი იყო. 1148 წელს ტორტოსა დაიპყრო [[ბარსელონის საგრაფო|ბარსეონის გრაფმა]] [[რამონ ბერენგერ I (ბარსელონის გრაფი)|რამონ ბერენგერ IV]]-მა და მას მაღალი პრივილეგიის ქარტია უბოძა. 1149 წელს მავრების მცდელობა, დაებრუნებინათ ქალაქი, უშედეგო აღმოჩნდა, ძირითადად ქალების მამაცური ბრძოლის გამო. [[ესპანეთის სამოქალაქო ომი|ესპანეთის სამოქალაქო ომის]] ბოლო პერიოდში (1939) ქალაქს დიდი ზიანი მიადგა, თუმცა უმეტესი ნაწილი შემდეგ აღდგა. მთავარი ღირსშესანიშნაობებია: გოტიკური ტაძარი (1347), [[ბაროკო|ბაროკოს]] სტილში შესრულებული ფასადით (1705); აღორძინების ხანის სასახლე; შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები. ქალაქში არის ტექნიკური სკოლა და [[ობსერვატორია]].<ref name="Britannica">{{cite web |title=Tortosa |url=https://www.britannica.com/place/Tortosa |publisher=''Encyclopedia Britannica online'' |access-date=15 დეკემბერი, 2021 |date=30 სექტემბერი, 2010}}</ref>
 
ტორტოსა გადაჰყურებს ვრცელ ვაკეს, სადაც [[ბრინჯი|ბრინჯის]] პლანტაციები, [[ხეხილი|ხეხილის]] ბაღები, [[ზეთისხილი|ზეთისხილისა]] და [[ნუში|ნუშის]] ხეებია გაშენებული. [[ზეითუნის ზეთი]] წარმოების ძირითადი პროდუქტია. აწარმოებენ [[სასუქი|სასუქებს]], [[საპონი|საპონს]], [[ცემენტი|ცემენტს]], ფარმაცევტულ პრეპარატებს, თავსაბურავებს, ტრიკოტაჟს; ასევე განვითარებულია ბრინჯის ლეწვა, ხორბლის დაფქვა, ხის ხერხვა.<ref name="Britannica" />
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:ესპანეთის ქალაქები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტორტოსა“-დან