თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კორექტურა
ხაზი 98:
[[1612]] წლის ირან-ოსმალეთის ზავის შემდეგ ქართველთა ცხოვრება გაუმჯობესდა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა. შაჰ-აბასი ვერ ეგუებოდა ზავის პირობებს, ამის გარდა, მას არ აკმაყოფილებდა ქართლ-კახეთის სამეფოების ვასალური დამოკიდებულება, აშფოთებდა ქართველების ერთმორწმუნე რუსეთთან კავშირიც და გადაწყვიტა ქართლ-კახეთის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყვიტა ირანის სასარგებლოდ. არაქელ დავრიჟეცის აზრით, შაჰის ძირითადი მიზანი საქართველოში ქართველ მეფე-მთავართა შორის შუღლის ჩამოგდება, მათი დასუსტება და ქვეყნის საბოლოო დამორჩილება იყო.
 
საქართველოს ისტორიის ნარკვევების მეოთხე ტომში ნათქვამია: „[[1612]] წლის ზაფხულში შაჰმა თეიმურაზი და ლუარსაბი ნადირობის საბაბით მაზანდარანს დაიბარა“<ref>საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, თბ., 1973, გვ. 262</ref>. რეალურად შაჰის მიერ მეფეების დაბარება უნდა მომხდარიყო [[1613]] წლის ზამთარში. მეფეები შეყოყმანდნენ, არ ენდნენ შაჰს და მაზანდარანს არ ჩავიდნენ. ისკანდერ მუნშის ცნობით, „ამირ-ყული ჯილავდარი, რომელმაც მოუტანა მათ ეს სასიხარულო ამბავი, სხვადასხვა მიზეზის მოგონებით გააჩერეს ერთხანს; თითოეული მათგანი თავის წასვლას მეორის გამგზავრებას უკავშირებდა და სდებდა სხვა დროისათვის. იმდენი იძვრინეს თავი, რომ მაზანდარანში უკვე დათბა, გაზაფხული და ნადირობის დრო გავიდა და მისი უდიდებულესობა შაჰიც ამ ველაეთიდან წამოვიდა. ხსენებული ჯილავდარი ხელცარიელი გამოაბრუნეს საქართველოდან და შაჰის კარზე არ მივიდნენ“. ისკანდერ მუნში აგრძელებს და ამბობს, რომ მალე შაჰ აბასმა ამისთვის დასაჯა მეფეები და [[1613]] წლის 16 ოქტომბერს „საღვთო ომისათვის საქართველოსკენ დაიძრა“. ასევე სხვა წყაროებიც ადასტურებენ, რომ შაჰ აბასის საქართველოში პირველი ლაშქრობა [[1613]] წლის შემოდგომაზე მოხდა.
 
შაჰ-აბასი დიდი ლაშქრით განჯაში მოვიდა და თეიმურაზისაგან ერთგულებისა და მორჩილების ნიშნად მძევლები მოითხოვა, თან ხმას ავრცელებდა, ოსმალეთზე საბრძოლველად მივდივარო. თეიმურაზი შეყოყმანდა. ხედავდა „არა იყო ბრძოლა ოსმალთა“ და იცოდა შაჰ-აბასის სიბოროტე, არ ემეტებოდა მემკვიდრე. კახელებმა დაუჟინეს, რათა გაეგზავნა შვილი. მაშინ გაგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და თან დედა - ქეთევანი გააყოლა „უფრო მეტ პატივს დამდებს და არას აწყენს შვილსა ჩემსაო“. ქეთევანი პატივით მიიღო შაჰმა, მაგრამ გაჯავრდა უმცროსი ვაჟი რად მინდოდა, ძიძა ხომ არა ვარო, თუ ჩემი შერიგება სურს, უფროსი გამომიგზავნოსო. არ უნდოდა თეიმურაზს ლევანის გაგზავნა და ქეთევან დედოფალსაც შემოეთვალა - ნუ გამოგზავნიო, მაგრამ არ დაეთანხმნენ კახელები „ნუ მოსწყვედ კახეთს ერთისა ყმისთვისო“. არჩილის სიტყვით, თეიმურაზი ევედრებოდა კახელებს:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_I“-დან