ზაქარია ფალიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
178.134.244.211-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
მე Ჩავამატე 2
იარლიყები: გაუქმებულია ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
ზაქარია ფალიაშვილის მამა კათოლიკური ეკლესიის გუნდის მომღერალი იყო. მუსიკოსები იყვნენ აგრეთვე ფალიაშვილის 4 ძმა და 2


და. თავდაპირველი მუსიკალური განათლება ივანემ (ზაქარიას ძმა) და ზაქარიამ მიიღეს პიანისტ-ორღანისტთან ფელიქს მიზანდართან (ალოიზ მიზანდარის ძმასთან) სწავლობდა ფორტეპიანოსა და [[ორგანი (საკრავი)|ორგანზე]] დაკვრას წმინდა მარიამის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში, მღეროდა იგივე ეკლესიის გუნდში, [[1887]]-იდან კი თბილისში - [[აღნიაშვილი, ვლადიმერ|ლ. აღნიაშვილის]] გუნდში. [[1891]]-დან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას, [[1895]]–[[1899]] - თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა ნ. კლენოვსკის ხელმძღვანელობით. [[1896]]-დან დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება, შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო [[1900]]–[[1903]] წლებში [[მოსკოვი|მოსკოვის]] კონსერვატორიაში [[ტანეევი, სერგეი|ს. ტანეევის]] ხელმძღვანელობით. მოსკოვში ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართულ ხალხური მუსიკის საღამოებს.
 
[[1903]] წელს ფალიაშვილი [[საქართველო|საქართველოში]] დაბრუნდა და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო (ორგანისტი და დირიჟორი) მოღვაწეობა. მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში, აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ფილარმონიული საზოგადოების“ დაფუძნებაში ([[1905]]), დააარსა გუნდი და ორკესტრი, [[1908]]–[[1917]] სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას. იყო აქტიური წევრი „ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოებისა“, დირიჟორობდა სპექტაკლებს. [[1905]] მოსკოვში დაიბეჭდა ფალიაშვილის პირველი რომანსები „ახალ აღნაგო სულო“, „ნანა, შვილო“ (მიეძღვნა [[ჯავახიშვილი, ივანე|ი. ჯავახიშვილს]]). ამ პერიოდს ეკუთვნის აგრეთვე „მრავალჟამიერი“ (სოლისტი, გუნდი და ორკესტრი, 1908), „ქართული ლიტურგია“ ([[1910]]), განაგრძობდა ხალხური სიმღერების შეკრებასა (300-მდე) და დამუშავებას. გამოსცა 2 კრებული - „40 ქართული ხალხური სიმღერა“ ([[1910]]) და „8 ქართული ხალხური სიმღერა“ (დამუშავება; 1910). [[1910]] დაიწყო მუშაობა ოპერა „აბესალომ და ეთერზე“, რომლის ნაწყვეტები [[1913]] წელს შესრულდა. [[1919]] წლის 21 თებერვალს ავტორის დირიჟორობით გაიმართა ამ ოპერის პრემიერა. ფალიაშვილი განაგრძნობდა აქტიურ შემოქმედებით, პედაგიგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო თბილისის კონსერვატორიის [[პროფესორი]] ([[1918]]-დან) და დირექტორი ([[1919]], [[1923]], [[1929]]-[[1932]]) წლებში. შექმნა ოპერები — „[[დაისი (ოპერა)|დაისი]]“ ([[1923]], პრემიერა [[1923]] წლის 19 დეკემბერს) და „ლატავრა“ ([[1927]]; პრემიერა [[1928]] წლის 16 მარტს), „საზეიმო კანტატა“ ([[1927]]) და სხვა.