წარმართობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
==გაწარმართებული ქრისტიანობა==
[[File:ლაშარი.jpg|thumb|[[ლაშარის ჯვარი]], ფშავი]]
ქრისტიანობა გამუდმებით განიცდიდა პაგანიზაციის, გახალხურების განუწყვეტელ პროცესს. საქართველოს მთის კუთხეებში, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში დაფიქსირებულია გაწარმართებული ქრისტიანობის რელიგიური წარმოდგენები, ტრადიციები და რიტუალები. ასეთი კუთხეებია [[სვანეთი]], [[ფშავი]], [[ხევსურეთი]], [[თუშეთი]], [[მთიულეთი]] და [[გუდამაყარი]]. ამ კუთხეებში არსებულ რელიგიურ სისტემაში გამორიცხულია მღავაღმერთიანობა, არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი ― მორიგე ღმერთი და მისი შვილები. ასევე გამორიცხულია კერპთაყვანისმცემლობა. ამ სისტემების აპოგე ამოდის XVII საუკუნეზე. ამ პერიოდში მთის თავისუფალი საყმოების ბრძოლა [[ზურაბ არაგვის ერისთავი]]ს წინააღმდეგ ხალხურ თქმულებებში გამოიხატა.
 
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობა ტრადიციულად გაერთიანებული იყო საყმოებად წოდებულ [[თემი|თემებში]]. საყმო იყო რელიგიურ-საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც შეკრებილი იყო ერთი ბატონის ირგვლივ და ჰქონდა საერთო ინფრასტრუქტურა. ბატონს ეწოდებოდა [[ღვთისშვილნი|ღვთისშვილი]] ან [[ჯვარი (ღვთაება)|ჯვარი]]. ის საზოგადოების მფარველად მიიჩნეოდა, საზოგადოების თითოეული წევრი კი მის ყმად. ეს წესი ნასესხებია [[ფეოდალიზმი|ფეოდალური]] ურთიერთობებიდან. ამ წესის მიხედვით თითოეული ადამიანი რომელიმე ღვთისშვილის, ან ჯვრის ყმაა, სხვაგვარად ის დაკარგული და ბოგანო გამოდის. საყმოს ბატონის სახელწოდებებიდან (ღვთისშვილი, ჯვარი) ჩანს მისი ქრისტიანული წარმომავლობა. ზოგიერთ მათგანის უკან კონკრეტული ქრისტიანული წმინდანი დგას, მაგალითად წმინდა გიორგი, [[მარიამ ღვთისმშობელი]], [[მიქაელ მთავარანგელოზი]] და სხვა. მათი სახელები, განსაკუთრებით კი წმინდა გიორგისა, [[ტაბუ]]ირებულია, ამიტომ გამოიყენება ფსევდონიმები [[კოპალა]] და [[იახსარი]]. კოპალა [[ქართული ენა|ქართული]] სიტყვაა და კკომბლის მფლობელს ნიშნავს. იასარი კი [[ოსური ენა|ოსური]] სიტყვაა და ნიშნავს ძლიერს. ღვთისშვილები და ჯვრები დედამიწაზე გაგზავნა მორიგე ღმერთმა ადამიანების [[დევი|დევებისა]] და ავსულებისგან დასაცავად.
 
ფშავში არსებობდა თორმეტი ასეთი საყმო. საყმოები ერთად იკრიბებოდნენ [[ლაშარის ჯვარი|ლაშარის ჯვარში]], რომელიც საყმოების გამაერთიანებელია. განსხვავებული სტრუქტურა აქვს ხევსურეთის საყმოებს. ხევსურეთში არ არის ერთი, გამაერთიანებელი ჯვარი. იქ რამდენიმე რელიგიური ცენტრია. მათ შორის ყველაზე ცნობილი [[ვაჟა-ფშაველა]]ს პოემების წყალობით არის [[გუდანის ჯვარი]]. ის აერთიანებდა სამ გვარს: [[არაბულები]], [[ჭინჭარაულები]] და [[გოგოჭურები]]. მიუხედავად საყმოების ორგანიზებაში განსხვავებისა, საკულტო რიტუალური სისტემა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთნაირია. კულტმსახურების სათავეში დგას პირი, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ეწოდება ხუცესი, [[დეკანოზი]] ან [[ხევისბერი]]. მისი ფუნქციების თვითნებურად მითვისება დაუშვებელია. მას ჯვარი ითხოვს ჭაბუკობის ასაკიდან. წელიწადში ცხრაჯერ უნდა მოხდეს მხარის განათვლა, რაც მისი ლეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანია. ხუცესის დამხმარეა [[დასტური]], რომელსაც თემი ირჩევს. ხუცესზე მაღალი სტატუსის მქონეა [[ქადაგი]]. ქადაგის პირით მეტყველებს ჯვარი, ხოლო ხუცესს პირიქით, ხალხის სიტყვა მიაქვს ჯვართან.
 
მსახურების დაწყებამდე ხუცესი წმინდად ინახავს თავს, ერიდება ხალხს, იცავს აკრძალვებს, დადის გაუთელავი ბილიკებით, განმარტოვდება სოფლიდან მოშორებით. ჯვარში მისი ფუნქციაა საკლავის დაკვლა, რასაც წინ უძღვის სახუცო ტექსტების წარმოთქმა, პირუტყვის დამწყალობება. შესაწირავი პირუტყვი არის [[ხარი]] ან [[ცხვარი]], არავითარ შემთხვევაში ― [[თხა]]. ჯვარში მიაქვთ საგანგებოდ გამომცხვარი ქადები, რომლებსაც ხუცესი გასერავს. ეს არის უსისხლო მსხვერპლი, რომელიც ახლავს სისხლიანს. ხუცესის წასაკითხი ტექსტი სამი ნაწილისგან შედგება და ის ქრისტიანული [[ლიტურგია|ლიტურგიის]] ფოლკლორიზების ნიმუშია. დღესასწაულის განუყრელი ატრიბუტია [[ლუდი]], რომელიც წმინდა გარემოში მზადდება. ლუდის ხარშვაში ჩართულნი არიან შულტა და დასტური. ლუდი მზადდება ჯვრის სახელზე. ის დგას დახურულ კოდში, რომელსაც ხსნის ხუცესი. თითოეული ყმა საგანგებო თასებით ეზიარება ლუდს. ლუდიც და ჭურჭელიც ჯვრის საკუთრებაა. მთაში არსებული დღესასწაულები, როგორც წესი, იმეორებენ ქრისტიანულ დღესასწაულებს. ყველაზე პოპულარული და ხალხმრავალი დღესასწაულია [[ათენგენობა]], რომელიც ხევსურეთში იმართება [[აღდგონა|აღდგომიდან]] რამდენიმე ხნის შემდეგ. დღესასწაულის პოპულარობას განაპირობებს ის, რომ ამ დროს მთაში გზები იხსნება და მიმოსვლა გაიოლებულია. ფშავში დღესასწაულები მიბმულია პეტრე-პავლობის დღეზე.
 
[[ქსნის ხეობა]]ში დადასტურებულია სხვადასხვა სოფელში მამრი და მდედრი [[წმინდა გიორგი]]ს არსებობა. დღეობაზე მათი დროშები სქესის მიხედვით ეწყობა. გაწარმართებულია [[ალმატის წმინდა ბარბარეს ეკლესია|ალმატის წმინდა ბარბარეს]] და [[ნეკრესის მონასტერი#წმინდა გიორგის ეკლესია|ნეკრესის წმინდა გიორგის]] სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წარმოდგენა. ამ წარმოდგენას [[კახეთი|კახეთში]] რიტუალური სახეც ჰქონდა. საქართველოს ბევრ კუთხეში იყო გავრცელებული [[საღვთო]]ს რიტუალი, როცა ცალკეული ოჯახი, საგვარეულო ან სოფელი ამა თუ იმ წმინდანს საკლავს დაუკლავდა და მისგან სამაგიეროდ კონკრეტულ სარგებელს ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობამ გააუქმა სისხლიანი მსხვერპლშეწირვის რიტუალი, ის მაინც ეკლესიის გალავანში ტარდებოდა.
 
თანამედროვე პირობებში ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად დაცემულია. ადამიანთა მცირე რაოდენობა არ იძლევა კულტმსახურების სრულყოფილად ჩატარების საშუალებას, თუმცა ჯვარ-ხატთა სისტემა აგრძელებს სოციალური როლის შესრულებას ამ რეგიონების და საქართველოს სხვა კუთხეებში მიგრირებული მოსახლეობისთვის.
 
==იხილეთ აგრეთვე==