გიორგი VII (საქართველოს მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:გარდაცვლილი 1407 გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 33:
მამამისის სიცოცხლეშივე განაგებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს და წყაროებშიც ამ დროიდან იხსენიება მეფედ. გიორგი VII-ის მეფობის დროს [[1394]]-[[1403]] წლებში [[თემურლენგი]] მრავალჯერ შემოესია საქართველოს. [[თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში|თემურლენგის საქართველოში ლაშქრობებისას]] მისმა ლაშქარმა სასტიკად ააოხრა ჰერეთ-კახეთი, [[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთი]], ქვემო და [[შიდა ქართლი]], [[იმერეთი]]. თემურლენგის მთავარი მიზანი ქვეყნის დაპყრობა და გამაჰმადიანება იყო. მიუხედავად დიდი სისასტიკისა, მან მაინც ვერ შეძლო ქართველი ხალხის წინააღმდეგობის დაძლევა და გიორგი მეფის ხელში ჩაგდება.
 
გიორგი VII-მ თემურლენგის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანა ამიერკავკასიის ხალხები (ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვ.), იყენებდა ოქროს ურდოსა და თოხთამიშის დაპირისპირებას თემურლენგთან. [[1399]] წელს იგი დაუკავშირდა თემურლენგის წინააღმდეგ მებრძოლ აჰმედ ჯალაირს, რ-ის შვილი, თაჰერი, ქართველებმა იხსნეს თემურლენგის მიერ გარშემორტყმული ალინჯის ციხიდან. [[1400]] წელს გიორგი VII-მ უარით უპასუხა თემურლენგის მოთხოვნას თაჰერის გადაცემის შესახებ. ამას მოჰყვა საქართველოს მორიგი აოხრება. გიორგი VII დას. საქართველოში გადავიდა, ხოლო თაჰერმა ოსმალეთს შეაფარა თავი. თემურლენგსა და გიორგი VII-ს შორის 1400 წელს დროებითი, ე. წ. შამქორის ზავი დაიდო: გიორგი VII-მ მსუბუქი ხარკი იკისრა, მაგრამ პირობა არ შეასრულა. 1401 წელს თემურლენგმა კვლავააოხრა საქართველო. გიორგი VII მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა. თემურლენგთან [[1403]] წელს დადებული ზავი უფრო მძიმე იყო და ხარკთან ერთად სამხ. სამსახურსაც ითვალისწინებდა. თემურლენგის სიკვდილის შემდეგ გიორგი VII აღმ. საქართველოში გადმოვიდა და ციხესიმაგრეებიდან განდევნა თემურლენგის მიერ ჩაყენებული მეციხოვნეები. გიორგი VII-ის მეთაურობით ქართველებმა დაამარცხეს თემურიანთა ლაშქარი, დაარბიეს ნახჭევანი, განჯა და თავრიზსაც მიაღწიეს. შემდეგ ქართველებმა ნახჭევანი და განჯა დატოვეს. ეს ქალაქები დაიკავა გიორგი VII-ის მოკავშირე შირვანშაჰმა.
 
[[თემურლენგი]]ს შემდეგ [[საქართველოს სამეფო]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს [[ყარა-ყოინლუ|შავბატკნიანი თურქმანთა]] ურდოები მოადგნენ. [[1407]] წელს გიორგი VII დანგრეულ და დასუსტებულ ქვეყანაში ახალი მტრის შემოსვლის ასალაგმად [[სომხეთი|სომხეთში]] დაუხვდა თურქმანებს და მათ წინააღმდეგ გამართულ ნახიდურის ბრძოლაში დაიღუპა. ცნობა გიორგი VII-ის ბრძოლაში დაღუპვის შესახებ ეკუთვნის [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილს]]. ეს ცნობა დღეს სადავოდაა მიჩნეული და არსებობს მოსაზრება, რომ გიორგი VII გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.<ref>''თავაძე, ლ.'' „გიორგი VII გარდაცვალების მიზეზის შესახებ“, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები IX ტ. გვ. 41-45 — თბილისი, „უნივერსალი“, 2008.</ref> დაკრძალეს [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველში]].