ბელფასტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 52:
 
== არქიტექტურა ==
[[ფაილი:Cathedral St. Anne Belfast.jpg|250პქ|მინი|მარცხნივ|წმინდა ანას საკათედრო ტაძარი]]
ბელფასტის ერთ-ერთი უძველესი შენობაა [[პალადიანიზმი|პალადიანისტური]] ვილის სტილში აგებული კლიფტონ-ჰაუსი (1774, არქ. რ. ჯოი, რ. მილნას პროექტის მიხედვით). დიდი საზოგადოებრივი შენობების უმრავლესობა [[ვიქტორიანული ეპოქა|ვიქტორიანულ ეპოქაში]] აიგო: ორანჟერეა ქალაქის ბოტანიკურ ბაღში (ლითონისა და მინის კონსტრუქციის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუში, 1839–40), ტიუდორული [[გოტიკური არქიტექტურა|გოტიკის]] სტილში აგებული დედოფლის უნივერსიტეტი (1845–49), პრესვიტერიანული კოლეჯი (1852–53), საბაჟოს შენობა ნეორენესანსის სტილში (1854–57) — ყველა არქ. ჩ. ლანიონის მიერ; ნავსადგურის კანტორა (1891–95, არქ. უ. გ. ლინი); ოპერის თეატრი (1894–95, არქ. ფ. მაჩემი), რომელიც ნეობაროკოს თავისებურად უხამებს ინდური ხელოვნების მოტივებს მაყურებელთა დარბაზში; ნეობაროკოს რატუშა (1896–1906, არქ. ა. ბრამუელ-ტომასი) და წმინდა ანას ნეორომანული ტაძარი (დაიწყო 1898 წელს ტ. დრუს პროექტის მიხედვით, დასრულდა 1986 წელს). ვიქტორიანულ სტილში გადაკეთდა (1870) აგრეთვე XII საუკუნის ციხესიმაგრე (ბურგი). 1920-იან წლებში აშენდა ოლსტერის მუზეუმის (1929), პარლამენტისა (1927–32, არქ. ა. ტორნლი; „ნეოპალადიანიზმის“ გვიანდელი ნიმუში დასავლეთ ევროპულ არქიტექტურაში) და დედოფლის სასამართლოს (1929–33) შენობები. [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] შემდეგ აიგო ჰოსპიტალი (1953-დან, არქ. ფ. გიბერდი), სინაგოგა (1961–64) და სხვ.<ref name="დრე" />
 
== განათლება და კულტურა ==
[[ფაილი:Belfast-University-of-Ulster.jpg|250პქ|მინი|მარჯვნივ|ოლსტერის უნივერსიტეტის შენობა]]
სახელმწიფო უნივერსიტეტებია: დედოფლის [„Queenʼs“; ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი; მისი ისტორია იწყება 1845 წლიდან, როგორც სამეფო კოლეჯისა, რომელიც 1850 წელს გახდა ირლანდიის დედოფლის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფილიალი, ხოლო 1879 წელს გადაკეთდა დედოფლის უნივერსიტეტად; 1908 წელს მისი გაყოფის შემდეგ წარმოიქმნა დედოფლის და ირლანდიის უნივერსიტეტები; ეს უკანასკნელი — დუბლინში], ოლსტერის [დაარსდა 1968 წელს როგორც ოლსტერის ახალი უნივერსიტეტი; ახლანდელი სახელი ეწოდება 2014 წლიდან; სათავეს იღებს კოლეჯ „Magee“-დან ქალაქ [[ლონდონდერი|ლონდონდერიში]] (1845) და ხელოვნებისა და დიზაინის სკოლიდან (1849)]. ქალაქშია ასევე დედოფლის აკადემიური ინსტიტუტი (1810); კოლეჯები: ბიბლიის (1943), მეტროპოლიტენის [შეიქმნა 2007 წელს ბელფასტის განგრძობითი და უმაღლესი განათლების ინსტიტუტისა და კოლეჯ „კასლრეის“ გაერთიანების შედეგად (ჩრდილოეთ ირლანდიაში უდიდესების)]; ბიბლიოთეკები: ცენტრალური (1888), „Linen Hall“ (1788) და სხვ.; ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული მუზეუმი და გალერეა [ახლანდელი სახელი და სტატუსი მიიღო 1998 წელს; შეიქმა ოლსტერის მუზეუმის (დაარსდა 1821 წელს, გაიხსნა 1833 წელს, მოიცავდა სამხატვრო გალერეასაც; ახლანდელ შენობაშია 1929 წლიდან, რომლის ფართობი 8 ათასი მ²-ია; ეროვნული მუზეუმის სტატუსი მიიღო 1961 წელს; წარმოდგენილია დასავლეთევროპული და ირლანდიური ხელოვნების, [[ბოტანიკა|ბოტანიკური]], [[ზოოლოგია|ზოოლოგიური]] და [[ეთნოგრაფია|ეთნოგრაფიული]] კოლექციები), ოლსტერის სახალხო შემოქმედებისა და ტრანსპორტის მუზეუმისა (1967) და ღია ცის ქვეშ განთავსებული მუზეუმის „ოლსტერ-ამერიკული სახალხო პარკი“ (1976; ქალაქ ომასთან ახლოს) გაერთიანების შედეგად]; თეატრები: ოპერის თეატრი „Grand Opera House“ (1895), დრამატული თეატრი „Lyric Theatre“ (1951); მეტროპოლიტენის ხელოვნების ცენტრი „თეატრი მაკ და გალერეა ბ.“ (2012; მის შემადგენლობაშია 2 თეატრალური დარბაზი, 3 სამხატვრო გალერეა, საცეკვაო სტუდია და სხვ.). ოლსტერის სიმფონიური ორკესტრი (1966). ფილარმონია (1874; გუნდით). საკონცერტო დარბაზი „Ulster Hall“ (1862), კონცერტცენტრი და საკონცერტო დარბაზი „Waterfront Hall“ (1997). მრავალფუნქციური კომლექსები „Kingʼs Hall“ (1934) და „The SSE Arena“ (2000–01; 11 ათასი ადგილი). ყოველწლიურად ტარდება მუსიკალური კონკურს-ფესტივალი (1908 წლიდან) და კინოფესტივალი (1995 წლიდან). ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1828 წელს, ხოლო ზოოპარკი — 1934 წელს.<ref name="დრე" />
[[ფაილი:Flower bed, Botanic Gardens, Belfast - geograph.org.uk - 1454550.jpg|250პქ|მინი|მარჯვნივ|ორანჟერეა ბოტანიკურ ბაღში]]
სახელმწიფო უნივერსიტეტებია: დედოფლის [„Queenʼs“; ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი; მისი ისტორია იწყება 1845 წლიდან, როგორც სამეფო კოლეჯისა, რომელიც 1850 წელს გახდა ირლანდიის დედოფლის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფილიალი, ხოლო 1879 წელს გადაკეთდა დედოფლის უნივერსიტეტად; 1908 წელს მისი გაყოფის შემდეგ წარმოიქმნა დედოფლის და ირლანდიის უნივერსიტეტები; ეს უკანასკნელი — დუბლინში], ოლსტერის [დაარსდა 1968 წელს როგორც ოლსტერის ახალი უნივერსიტეტი; ახლანდელი სახელი ეწოდება 2014 წლიდან; სათავეს იღებს კოლეჯ „Magee“-დან ქალაქ [[ლონდონდერი|ლონდონდერიში]] (1845) და ხელოვნებისა და დიზაინის სკოლიდან (1849)]. ქალაქშია ასევე დედოფლის აკადემიური ინსტიტუტი (1810); კოლეჯები: ბიბლიის (1943), მეტროპოლიტენის [შეიქმნა 2007 წელს ბელფასტის განგრძობითი და უმაღლესი განათლების ინსტიტუტისა და კოლეჯ „კასლრეის“ გაერთიანების შედეგად (ჩრდილოეთ ირლანდიაში უდიდესების)]; ბიბლიოთეკები: ცენტრალური (1888), „Linen Hall“ (1788) და სხვ.; [[ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული მუზეუმი]] და გალერეა [ახლანდელი სახელი და სტატუსი მიიღო 1998 წელს; შეიქმაშეიქმნა [[ოლსტერის მუზეუმისმუზეუმი]]ს (დაარსდა 1821 წელს, გაიხსნა 1833 წელს, მოიცავდა სამხატვრო გალერეასაც; ახლანდელ შენობაშია 1929 წლიდან, რომლის ფართობი 8 ათასი მ²-ია; ეროვნული მუზეუმის სტატუსი მიიღო 1961 წელს; წარმოდგენილია დასავლეთევროპული და ირლანდიური ხელოვნების, [[ბოტანიკა|ბოტანიკური]], [[ზოოლოგია|ზოოლოგიური]] და [[ეთნოგრაფია|ეთნოგრაფიული]] კოლექციები), ოლსტერის სახალხო შემოქმედებისა და ტრანსპორტის მუზეუმისა (1967) და ღია ცის ქვეშ განთავსებული მუზეუმის „ოლსტერ-ამერიკული სახალხო პარკი“ (1976; ქალაქ ომასთან ახლოს) გაერთიანების შედეგად]; თეატრები: ოპერის თეატრი „Grand Opera House“ (1895), დრამატული თეატრი „Lyric Theatre“ (1951); მეტროპოლიტენის ხელოვნების ცენტრი „თეატრი მაკ და გალერეა ბ.“ (2012; მის შემადგენლობაშია 2 თეატრალური დარბაზი, 3 სამხატვრო გალერეა, საცეკვაო სტუდია და სხვ.). ოლსტერის სიმფონიური ორკესტრი (1966). ფილარმონია (1874; გუნდით). საკონცერტო დარბაზი „Ulster Hall“ (1862), კონცერტცენტრი და საკონცერტო დარბაზი „Waterfront Hall“ (1997). მრავალფუნქციური კომლექსები „Kingʼs Hall“ (1934) და „The SSE Arena“ (2000–01; 11 ათასი ადგილი). ყოველწლიურად ტარდება მუსიკალური კონკურს-ფესტივალი (1908 წლიდან) და კინოფესტივალი (1995 წლიდან). ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1828 წელს, ხოლო ზოოპარკი — 1934 წელს.<ref name="დრე" />
 
== სპორტი ==
Line 65 ⟶ 68:
 
=== მომსახურების სფერო ===
[[ფაილი:Titanic Belfast side view.jpg|250პქ|მინი|მარჯვნივ|ტიტანიკის მუზეუმი]]
ქალაქის ეკონომიკის საფუძველია [[მომსახურების სფერო]]; მისი წამყვანი სექტორებია: ადმინისტრაციული, ფინანსური, სატრანსპორტო-ლოგისტიკური და საქმიანი მომსახურებები, ვაჭრობა, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, განათლება, ჯანდაცვა და ტურისტული ბიზნესი. ბელფასტის საზღვაო პორტის ტვირთბრუნვა 23 მილიონი ტონაა (2014), მგზავრთბრუნვა — 1,5 მილიონი მგზავრი [მათგან დაახლ. 1,4 მილიონი ბორნებით გადაიყვანეს ქალაქებამდე [[კერნრაიანი]] და [[ლივერპული]] ([[დიდი ბრიტანეთი (კუნძული)|დიდი ბრიტანეთის კულძული]]) და კულძულ [[მენი|მენამდე]], 112 ათასი — საკრუიზო ხომალდებით]. ბელფასტში გამოიცემა დღეისათვის არსებული მსოფლიოში ყველაზე ძველი ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „[[The News Letter|''The News Letter'']]“ (1737 წლიდან). ქალაქის უმთავრეს სამუშაოს მიმცემ ორგანიზაციებს შორისაა საავადმყოფოები: დედოფალ ვიქტორიას (1779; [[ტრავმატოლოგია|ტრავმატოლოგიის]], [[ნეიროქირურგია|ნეიროქირურგიისა]] და [[ოფთალმოლოგია|ოფთალმოლოგიის]] მსოფლიოში ცნობილი ცენტრი), საქალაქო საავადმყოფო (1841; სისხლისა და ონკოლოგიური დაავადებების, აგრეთვე თირკმლის ტრანსპლანტაციის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში), „Musgrave Park“ (1920; [[ორთოპედია]], [[რევმატოლოგია]] და [[სპორტული მედიცინა]]; ამავე სახელის პარკის რაიონში, გაიხსნა 1924 წელს). ბელფასტს წელიწადში სტუმრობს 9 მილიონზე მეტი ტურისტი; ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 700 მილიონ [[ამერიკული დოლარი|დოლარამდეა]].<ref name="დრე" />
 
=== მრეწველობა ===
[[ფაილი:Belfast's Harland and Wolff Shipyard (RMS Adriatic), 1907.jpg|250პქ|მინი|მარჯვნივ|ხომალდ „[[ადრიატიკი]]ს“ მშენებლობა „[[Harland and Wolff|''Harland and Wolff'']]“-ის გემთსაშენში]]
1970-იანი წლებიდან მრეწველობაში 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი გაუქმდა. უპირატესი განვითარება ჰპოვა მრეწველობის მაღალტექნოლოგიურმა დარგებმა: ავიასარაკეტო-კოსმოსური [საწარმოები: კანადური კომპანია „''[[Bombardier]]''“ — ავიაძრავებისა და საავიაციო ტექნიკის სხვა კომპონენტების წარმოება (დაახ. 5 ათასი დასაქმებული) და ფრანგული „''[[Thales Group]]''“ — საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და რაკეტები (600 დასაქმებული)], ელექტრული (კომპანიები: „''Schrader Electronics''“, „''Andor Technology''“, „''Kainos Group''“ და იაპონური „''Fujitsu''“; სულ 5 ათასამდე დასაქმებული; პირველის შტაბ-ბიტა განთავსებულია ქალაქ ანტრიმში, დანარჩენისა — ბელფასტში), ფარმაცევტული (ბრიტანულ-შვედური კომპანია „''[[AstraZeneca]]''“, ჰონგ-კონგური „''Europharm Laboratories Co.''“, „''Ivex Pharmaceuticals''“, „''Kiel Pharma''“; ამ უკანასკნელის შტაბ-ბინა მდებარეობს ბელფასტის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბან კარიკფერგუსში), კოსმეტიკური (კომპანია „''Caraderm''“ — პროდუქცია ხავსებისა და ზღვის წყალმცენარეებისაგან) და ენერგეტიკული მანქანათმშენებლობა (კომპანია „''FG Wilson''“ — დიზელისა და აირის გენერატორები). განვითარებულია პლასტმასის ნაკეთობების წარმოება (კომპანია „''Brett Martin''“). ტრადიციული დარგებიდან თავისი მნიშვნელობა შეინარჩუნა გემთმშენებლობამ [ვერფები: „[[Harland and Wolff|''Harland and Wolff'']]“ (1861), მისი [[სტაპელი|სტაპელებიდან]] „[[ტიტანიკი|ტიტანიკის]]“ გარდა ჩაეშვნენ ოკეანური ლაინერები „[[ოლიმპიკი]]“ (1911), „[[ბრიტანიკი]]“ (1915) და სხვ.; ფუნქციონირებს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მშრალი დოკი საზღვაო გემების რემონტისათვის] და კვების პროდუქტების მრეწველობამ ([[ხორცი|ხორცის]] გადამუშავება კომპანიების „''Hilton Food Group''“-ისა და „''Moy Park''“-ის ქარხნებში; ეს უკანასკნელი შედის ბრაზილიური „''[[Marfrig]]''“-ის სტრუქტურაში). აღსანიშნავია ასევე [[კომბინირებული საკვები|კომბინირებული საკვებისა]] და [[სასუქი|სასუქების]] (კომპანია „''W & R Barnett''“; შტაბ-ბინა — ბელფასტში) და საჯიშე თესლების მრეწველობა (კომპანია „''Germinal''“). საფეიქრო, სამკერვალო და თამბაქოს მრეწველობა დაცემას განიცდის. ბელფასტისა და მისი შემოგარენის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს თბოელექტროსადგური „''Kilroot''“ (სიმძლავრე 660 მეგავატი; იყენებს [[ქვანახშირი|ქვანახშირს]], [[მაზუთი|მაზუთსა]] და [[ბიომასა|ბიომასას]]).<ref name="დრე" />
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბელფასტი“-დან