საცხოვრებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
31.192.59.242-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყები: სწრაფი გაუქმება მრავალმნიშვნელოვანი ბმულები
 
ხაზი 1:
'''საცხოვრებელი''' ''საცხოვრებელი სახლი'' — ადამიანის ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ოჯახთან ერთად ცხოვრების ადგილი. საცხოვრებლის ტიპს განსაზღვრავს ეკონომიკის განვითარების დონე, სოციალურ ურთიერთობათა ხასიათი, საოჯახო ცხოვრების ფორმები, კულტურა და ტრადიციები, გარემო და ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები.
 
==ისტორია==
=
პრეისტორიულ ხანაში გამოიყენებოდა საცხოვრებლის უმარტივესი ტიპები: გამოქვაბულები, მიწურები, კარვები. მომთაბარეობიდან ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლის ხანაში დედამიწის ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყელებში [[ნეოლითი]]ს ეპოქიდან გავრცელდა ხის ან ბამბუკის კარკასებიანი და ხიმინჯებიანი [[სახლი|სახლები]]. მშრალ, უტყეო, მთის და მთისწინეთის ადგილებში აშენებდნენ ქვის, თიხატკეპნილის, ალიზის სახლებს. ევროპასა და აზიაში, პირენეიდან ჰიმალაიმდე, წიწვოვანი ტყით მდიდარ ტერიტორიებზე გავრცელდა [[ჯარგვალი]]ს ტიპის სახლი. ჩრდილოეთის ხახლები, რომლებსაც არ ჰქონდათ ხე-ტყე აგებდნენ [[ვეშაპი]]ს ნეკნების და ყბების ძვლებისგან კარკასიან ქოხებს, [[ესკიმოსები]] აშენებდნენ [[თოვლი]]ს ქოხებს — [[იგლუ]]ს. საცხოვრებლის გასათბობად გამოიყენებოდა შუაცეცხლი, [[კერა]], რომელიც შემდგომ შეცვალა კედელზე მიდგმულმა კერამ, საიდანაც წარმოიშვა [[ბუხარი]].
 
[[ძველი ახლო აღმოსავლეთი]]ს საზოგადოებაში წარმოიშვა [[ქალაქი|ქალაქები]], რამაც ხელი შეუწყო ქალაქური საცხოვრებლის წარმოქმნას. [[ეგეოსის კულტურა]]მ შემოინახა საცხოვრებლის ტიპი [[მეგარონი]]. ძველი რომაული საცხოვრებელი აშენებული იყო [[ატრიუმი]]ს ირგვლივ. [[ფეოდალიზმი]]ს პერიოდში ფეოდალის საცხოვრებელს წარმოადგენდა ციხე-დარბაზი. გვიანდელი ფეოდალიზმის და [[კაპიტალიზმი]]ს ჩასახვის პერიოდში სწრაფად იზრდებოდა ქალაქები. ქალაქებში და ქალაქგარეთ დიდებულთათვის შენდებოდა [[სასახლე]]ები, რომელთაგან ბევრი არქიტექტურული ძეგლია, მაგალითად XVII-XVIII საუკუნეების იტალიური პალაცოები და ფრანგ დიდებულთა სასახლეები.
 
[[ბალტიისპირეთი|ბალტიისპირეთში]] კლიმატური პირობებიდან გამომდინარე განვითარდა [[ჯარგვალი]]ს ტიპის საცხოვრებელი. ჯარგვალის სხვადასხვა ტიპები გავრცელებული იყო ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში. დანიის სამხრეთით და ლოთარიგნიაში გავრცელდა კარკასული სახლის ტიპი [[ჰალენჰაუზი]], რომელშიც ერთი მაღალი სახურავის ქვეშ მოქცეული იყო საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოები. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელდა ერთ ან ორსართულიანი ქვის ან კარკასული სოფლის სახლი. საშენ მსალად გამოიყენებოდა აგური, ქვა, თიხა. სამხრეთ ევროპაში გავრცელებული იყო შიდაეზოიანი სახლი. [[კავკასია]]ში გარვცელებული იყო ტერასული განაშენიანება [[ბანიანი სახლი|ბანიანი სახლებით]]. შუა საუკუნეებში შეიქმნა და XX საუკუნემდე არსებობდა ინდუსტანის სოფლის სახლი. აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ძველი დროიდანვე გავრცელდა კარკასული სახლი, რომელიც 2 ან 3 სათავოსგან შედგებოდა. მისი დამახასიათებელი თავისებურება იყო დაწოლილი საკვამური, რომელზეც მოწყობილი იყო საწოლი. სამხრეთ ჩინეთში გავრცელებული იყო ბამბუკის კარკასული სახლები, ასევე აგებდნენ სახლებს ნავებსა და ტივებზე. [[იაპონია]]ში მიწისძვრების სიხშირის გამო განვითარდა მსუბუქკარკასიანი და მოძრავტიხრიანი შენობები. სტეპის და ნახევრადუდაბნოს ზონაში მომთავბარე მესაქონლე ხალხების საცხოვრებელი იყო [[კარავი]] და [[იურტა]].
 
კაპიტალიზმის პირობებში სამშენებლო ტექნიკის განვითარებამ, ახალი კონსტრუქციების და მასალების (რკინაბეტონი, ლითონი) გამოყენებან თანდათან განდევნა სხვადასხვა ხალხთა საცხოვრებლის ტრადიციული ტიპები. სანტექნიკური მოწყობილობების, ცენტრალური გათბობის, ლიფტის მასობრივ გამოყენებას მოჰყვა საცხოვრებლის ახალი ტიპების გაჩენა. მზარდმა [[ურბანიზაცია]]მ გამოიწვია ქალაქში საცხოვრებელზე მოთხოვნის ზრდა. XIX საუკუნიდან დამკვიდრდა მრავალბინიანი სახლები. 1830-40-იანი წლებიდან თანდათან დამკვიდრდა მრავალსართულიანი სექციური სახლები, ამავე პერიოდში დაიწყო გალერეიანი და კორიდორული სახლების მშენებლობა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო სოციალური საცხოვრისების მშენებლობა. იგი გავრცელდა 1920-იანი წლების ევროპაში მწვავე საბინაო კრიზისის პირობებში. ამ პერიოდის საცხოვრისზე გავლენა მოახდინა [[ფუნქციონალიზმი (არქიტექტურა)|ფუნქციონალიზმის]] იდეებმა. 1930-იან წლებში იყო მცდელობები, შეექმნათ საცხოვრებელი სახლები სრულყოფილი საზოგადოებრივი მომსახურებით. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ სოციალური საცხოვრისების მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალური ხარჯებით მიმდინარეობდა.
 
==საცხოვრებლის ისტორია საქართველოში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საცხოვრებელი“-დან