ბელფასტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 53:
 
სახელმწიფო უნივერსიტეტებია: დედოფლის [„Queenʼs“; ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი; მისი ისტორია იწყება 1845 წლიდან, როგორც სამეფო კოლეჯისა, რომელიც 1850 წელს გახდა ირლანდიის დედოფლის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფილიალი, ხოლო 1879 წელს გადაკეთდა დედოფლის უნივერსიტეტად; 1908 წელს მისი გაყოფის შემდეგ წარმოიქმნა დედოფლის და ირლანდიის უნივერსიტეტები; ეს უკანასკნელი — დუბლინში], ოლსტერის [დაარსდა 1968 წელს როგორც ოლსტერის ახალი უნივერსიტეტი; ახლანდელი სახელი ეწოდება 2014 წლიდან; სათავეს იღებს კოლეჯ „Magee“-დან ქალაქ ლონდონდერიში (1845) და ხელოვნებისა და დიზაინის სკოლიდან (1849)]. ქალაქშია ასევე დედოფლის აკადემიური ინსტიტუტი (1810); კოლეჯები: ბიბლიის (1943), მეტროპოლიტენის [შეიქმნა 2007 წელს ბელფასტის განგრძობითი და უმაღლესი განათლების ინსტიტუტისა და კოლეჯ „კასლრეის“ გაერთიანების შედეგად (ჩრდილოეთ ირლანდიაში უდიდესების)]; ბიბლიოთეკები: ცენტრალური (1888), „Linen Hall“ (1788) და სხვ.; ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული მუზეუმი და გალერეა [ახლანდელი სახელი და სტატუსი მიიღო 1998 წელს; შეიქმა ოლსტერის მუზეუმის (დაარსდა 1821 წელს, გაიხსნა 1833 წელს, მოიცავდა სამხატვრო გალერეასაც; ახლანდელ შენობაშია 1929 წლიდან, რომლის ფართობი 8 ათასი მ²-ია; ეროვნული მუზეუმის სტატუსი მიიღო 1961 წელს; წარმოდგენილია დასავლეთევროპული და ირლანდიური ხელოვნების, ბოტანიკური, ზოოლოგიური და ეთნოგრაფიული კოლექციები), ოლსტერის სახალხო შემოქმედებისა და ტრანსპორტის მუზეუმისა (1967) და ღია ცის ქვეშ განთავსებული მუზეუმის „ოლსტერ-ამერიკული სახალხო პარკი“ (1976; ქალაქ ომასთან ახლოს) გაერთიანების შედეგად]; თეატრები: ოპერის თეატრი „Grand Opera House“ (1895), დრამატული თეატრი „Lyric Theatre“ (1951); მეტროპოლიტენის ხელოვნების ცენტრი „თეატრი მაკ და გალერეა ბ.“ (2012; მის შემადგენლობაშია 2 თეატრალური დარბაზი, 3 სამხატვრო გალერეა, საცეკვაო სტუდია და სხვ.). ოლსტერის სიმფონიური ორკესტრი (1966). ფილარმონია (1874; გუნდით). საკონცერტო დარბაზი „Ulster Hall“ (1862), კონცერტცენტრი და საკონცერტო დარბაზი „Waterfront Hall“ (1997). მრავალფუნქციური კომლექსები „Kingʼs Hall“ (1934) და „The SSE Arena“ (2000–01; 11 ათასი ადგილი). ყოველწლიურად ტარდება მუსიკალური კონკურს-ფესტივალი (1908 წლიდან) და კინოფესტივალი (1995 წლიდან). ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1828 წელს, ხოლო ზოოპარკი — 1934 წელს.
 
სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა ფეხბურთი. ბელფასტში ბაზირებულია 4 პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი: „ლინფილდი“ (1886; ჩრდილოეთ ირლანდიის 51-გზის ჩემპიონი; საშინაო სტადიონი — „უინძორ პარკი“, 1905, რეკონსტრუქცია 1996 და 2015 წლებში; 20 ათ. ადგილი), „გლენტორანი“ (1882; ჩრდილოეთ ირლანდიის 23-გზის ჩემპიონი; სტადიონი — „ოვალი“, 1892, რეკონსტრუქცია 2000 წელს; 26,5 ათ. ადგილზე მეტი), „კლიფტონვილი“ (1879; ჩრდილოეთ ირლანდიის 5-გზის ჩემპიონი; სტადიონი — „სოლიტიუდი“, 1890, რეკონსტრუქცია 2000-იან წლებში; 6,2 ათ. ადგილი), „კრუსადერსი“ (1898; ჩრდილოეთ ირლანდიის 5-გზის ჩემპიონი; სტადიონი „სიივიუ“,
1921, რეკონსტრუქცია 2011 წელს; 3,4 ათ. ადგილი). 1982 წლიდან ყოველწლიურად იმართება ბელფასტის მარათონი.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბელფასტი“-დან