ბელფასტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 46:
|კატეგორია ვიკისაწყობში = Belfast
}}
'''ბელფასტი''' ({{lang-en|Belfast}}, {{lang-ga|Béal Feirste}})  — ქალაქი [[გაერთიანებული სამეფო|გაერთიანებულ სამეფოში]], ანტრიმის საგრაფოში, [[ჩრდილოეთი ირლანდია|ჩრდილოეთ ირლანდიის]] დედაქალაქი. 333  900 მცხოვრები (2015), მოსახლეობის მხრივ ჩრდილოეთ ირლანდიის უდიდესი ქალაქია. მრავალრიცხოვანი გარეუბნებით წარმოქმნის დიდი ბელფასტის კონურბაციას, სადაც 580 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ნაწილია „საქალაქო დერეფნისა“ დუბლინი – ბელფასტი 3 მილიონზე მეტი მოსახლით (კუნძულ ირლანდიის მოსახლეობის დაახლ. ნახევარი). ახასიათებს ეთნოკონფესიური სეგრეგაცია: ქალაქის დასავლეთ ნაწილში მკვეთრად ჭარბობენ კათოლიკეები, აღმოსავლეთში  — პროტესტანტები. მდებარეობს კუნძულ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ანტრიმის პლატოზე, ირლანდიის ზღვის ბელფასტ-ლოხის ყურეში მდინარე ლაგანის ჩადინების ადგილზე. საავტომობილო და სარკინიგზო კვანძი. შოტლანდიიდან მომავალი აირსადენით (1996) ბუნებრივ აირს იღებს ჩრდილოეთის ზღვის შელფური საბადოებისგან. საზღვაო პორტი. აეროპორტები: საერთაშორისო (1917; რეგულარული სამოქალაქო მიმოსვლა 1933 წლიდან; ბელფასტის ცენტრიდან 21 კმ ჩრდილო-დასავლეთით; 4 მილიონი მგზავრი და 30 ათასი ტონა ტვირთი 2014 წელს) და შიდა (ჯორჯ ბესტის სახელობისა, ყოფ. დუბლინის საქალაქო აეროპორტი; 1937; ქალაქის ფარგლებში, მდ. ლაგანის შესართავთან ახლოს, 2,6 მილიონი მგზავრი).
 
ბელფასტი წარმოიქმნა კელტების დასახლების ადგილზე, პორველად იხსენიება ახ. წ. VII საუკუნის შუა ხანებში. XII საუკუნის ბოლოს აქ საძირკველი ჩაეყარა ანგლო-ნორმანულ ბურგს, რომლის გარშემოც, ინგლისიდან და შოტლანდიიდან გადმოსახლებულთა მიერ ოლსტერის კოლონიზაციის დროს (XVI საუკუნის ბოლო – XVII საუკუნის დასაწყისი), დაიწყო ქალაქის გაშენება. 1613 წელს მიიღო ქალაქის უფლებები. XVII–XVIII საუკუნეებში გახდა ოლსტერის მთავარი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი. 1791 წელს დაარსდა გაერთიანებულ ირლანდიელთა საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერდა რადიკალურ რეფორმებს და პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის თანასწორუფლებიანობას. XVIII–XIX საუკუნეებში მსხვილი ცენტრი იყო სელის მრეწველობაში (დაიწყო XVII საუკუნეში ადგილობრივ ნედლეულზე, ახლა დაცემის გზაზეა), ვისკისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაში, გემთმშენებლობაში. XIX საუკუნის შუა ხანებში ექსპლუატაციაში შევიდა კომპანია „Harland and Wolff“-ის ვერფები, საიდანაც 1911 წელს წყალში ჩაეშვა ცნობილი ტრანსატლანტიკური ლაინეტი „ტიტანიკი“ (1912 წლის 3 აპრილს ჩავიდა საუთჰემპტონში, საიდანაც პირველ რეისზე გავიდა ნიუ-ორკისკენ, მაგრამ 14–15 აპრილის ღამეს ჩაიძირა). 1921 წლიდან არის ჩრდილოეთ ირლანდიის მთავარი ქალაქი, მისი პარლამენტისა (ასამბლეის) და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ადგილსამყოფელი. მეორე მსოფლიო ომის წლებში იყო სამხედრო გემთ- და ავიამშენებლობის ცენტრი, ინტენსიურად იბომბებოდა გერმანული ავიაციის მიერ. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა რელიგიური და ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი; მაღალია უმუშევრობის დონე, რელიგიათა და ერევნებათ შორის არსებული დაძაბულობა ამცირებს ქალაქის მოსახლეობის რაოდენობას.
 
ბელფასტის ერთ-ერთი უძველესი შენობაა პალადიური ვილის სტილში აგებული კლიფტონ-ჰაუსი (1774, არქ. რ. ჯოი, რ. მილნას პროექტის მიხედვით). დიდი საზოგადოებრივი შენობების უმრავლესობა ვიქტორიულ ეპოქაში აიგო: ორანჟერეა ქალაქის ბოტანიკურ ბაღში (ლითონისა და მინის კონსტრუქციის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუში, 1839–40), ტიუდორული გოტიკის სტილში აგებული დედოფლის უნივერსიტეტი (1845–49), პრესვიტერიანული კოლეჯი (1852–53), საბაჟოს შენობა ნეორენესანსის სტილში (1854–57)  — ყველა არქ. ჩ. ლანიონის მიერ; ნავსადგურის კანტორა (1891–95, არქ. უ. გ. ლინი); ოპერის თეატრი (1894–95, არქ. ფ. მაჩემი), რომელიც ნეობაროკოს თავისებურად უხამებს ინდური ხელოვნების მოტივებს მაყურებელთა დარბაზში; ნეობაროკოს რატუშა (1896–1906, არქ. ა. ბრამუელ-ტომასი) და წმინდა ანას ნეორომანული ტაძარი (დაიწყო 1898 წელს ტ. დრუს პროექტის მიხედვით, დასრულდა 1986 წელს). ვიქტორიანულ სტილში გადაკეთდა (1870) აგრეთვე XII საუკუნის ციხესიმაგრე (ბურგი). 1920-იან წლებში აშენდა ოლსტერის მუზეუმის (1929), პარლამენტისა (1927–32, არქ. ა. ტორნლი; „ნეოპალადიანობის“ გვიანდელი ნიმუში დასავლეთ ევროპულ არქიტექტურაში) და დედოფლის სასამართლოს (1929–33) შენობები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აიგო ჰოსპიტალი (1953-დან, არქ. ფ. გიბერდი), სინაგოგა (1961–64) და სხვ.
 
 
სახელმწიფო უნივერსიტეტებია: დედოფლის [„Queenʼs“; ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი; მისი ისტორია იწყება 1845 წლიდან, როგორც სამეფო კოლეჯისა, რომელიც 1850 წელს გახდა ირლანდიის დედოფლის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფილიალი, ხოლო 1879 წელს გადაკეთდა დედოფლის უნივერსიტეტად; 1908 წელს მისი გაყოფის შემდეგ წარმოიქმნა დედოფლის და ირლანდიის უნივერსიტეტები; ეს უკანასკნელი — დუბლინში], ოლსტერის [დაარსდა 1968 წელს როგორც ოლსტერის ახალი უნივერსიტეტი; ახლანდელი სახელი ეწოდება 2014 წლიდან; სათავეს იღებს კოლეჯ „Magee“-დან ქალაქ ლონდონდერიში (1845) და ხელოვნებისა და დიზაინის სკოლიდან (1849)]. ქალაქშია ასევე დედოფლის აკადემიური ინსტიტუტი (1810); კოლეჯები: ბიბლიის (1943), მეტროპოლიტენის [შეიქმნა 2007 წელს ბელფასტის განგრძობითი და უმაღლესი განათლების ინსტიტუტისა და კოლეჯ „კასლრეის“ გაერთიანების შედეგად (ჩრდილოეთ ირლანდიაში უდიდესების)]; ბიბლიოთეკები: ცენტრალური (1888), „Linen Hall“ (1788) და სხვ.; ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული მუზეუმი და გალერეა [ახლანდელი სახელი და სტატუსი მიიღო 1998 წელს; შეიქმა ოლსტერის მუზეუმის (დაარსდა 1821 წელს, გაიხსნა 1833 წელს, მოიცავდა სამხატვრო გალერეასაც; ახლანდელ შენობაშია 1929 წლიდან, რომლის ფართობი 8 ათასი მ²-ია; ეროვნული მუზეუმის სტატუსი მიიღო 1961 წელს; წარმოდგენილია დასავლეთევროპული და ირლანდიური ხელოვნების, ბოტანიკური, ზოოლოგიური და ეთნოგრაფიული კოლექციები), ოლსტერის სახალხო შემოქმედებისა და ტრანსპორტის მუზეუმისა (1967) და ღია ცის ქვეშ განთავსებული მუზეუმის „ოლსტერ-ამერიკული სახალხო პარკი“ (1976; ქალაქ ომასთან ახლოს) გაერთიანების შედეგად]; თეატრები: ოპერის თეატრი „Grand Opera House“ (1895), დრამატული თეატრი „Lyric Theatre“ (1951); მეტროპოლიტენის ხელოვნების ცენტრი „თეატრი მაკ და გალერეა ბ.“ (2012; მის შემადგენლობაშია 2 თეატრალური დარბაზი, 3 სამხატვრო გალერეა, საცეკვაო სტუდია და სხვ.). ოლსტერის სიმფონიური ორკესტრი (1966). ფილარმონია (1874; გუნდით). საკონცერტო დარბაზი „Ulster Hall“ (1862), კონცერტცენტრი და საკონცერტო დარბაზი „Waterfront Hall“ (1997). მრავალფუნქციური კომლექსები „Kingʼs Hall“ (1934) და „The SSE Arena“ (2000–01; 11 ათასი ადგილი). ყოველწლიურად ტარდება მუსიკალური კონკურს-ფესტივალი (1908 წლიდან) და კინოფესტივალი (1995 წლიდან). ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1828 წელს, ხოლო ზოოპარკი — 1934 წელს.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
{{სქოლიოს სია}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბელფასტი“-დან