ბელფასტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 46:
|კატეგორია ვიკისაწყობში = Belfast
}}
'''ბელფასტი''' ({{lang-en|Belfast}}, {{lang-ga|Béal Feirste}}) — ქალაქი [[გაერთიანებული სამეფო|გაერთიანებულ სამეფოში]], ანტრიმის საგრაფოში, [[ჩრდილოეთი ირლანდია|ჩრდილოეთ ირლანდიის]] დედაქალაქი. 333 900 მცხოვრები (2015), მოსახლეობის მხრივ ჩრდილოეთ ირლანდიის უდიდესი ქალაქია. მრავალრიცხოვანი გარეუბნებით წარმოქმნის დიდი ბელფასტის კონურბაციას, სადაც 580 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ნაწილია „საქალაქო დერეფნისა“ დუბლინი – ბელფასტი 3 მილიონზე მეტი მოსახლით (კუნძულ ირლანდიის მოსახლეობის დაახლ. ნახევარი). ახასიათებს ეთნოკონფესიური სეგრეგაცია: ქალაქის დასავლეთ ნაწილში მკვეთრად ჭარბობენ კათოლიკეები, აღმოსავლეთში — პროტესტანტები. მდებარეობს კუნძულ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ანტრიმის პლატოზე, ირლანდიის ზღვის ბელფასტ-ლოხის ყურეში მდინარე ლაგანის ჩადინების ადგილზე. საავტომობილო და სარკინიგზო კვანძი. შოტლანდიიდან მომავალი აირსადენით (1996) ბუნებრივ აირს იღებს ჩრდილოეთის ზღვის შელფური საბადოებისგან. საზღვაო პორტი. აეროპორტები: საერთაშორისო (1917; რეგულარული სამოქალაქო მიმოსვლა 1933 წლიდან; ბელფასტის ცენტრიდან 21 კმ ჩრდილო-დასავლეთით; 4 მილიონი მგზავრი და 30 ათასი ტონა ტვირთი 2014 წელს) და შიდა (ჯორჯ ბესტის სახელობისა, ყოფ. დუბლინის საქალაქო აეროპორტი; 1937; ქალაქის ფარგლებში, მდ. ლაგანის შესართავთან ახლოს, 2,6 მილიონი მგზავრი).
'''ბელფასტი''' ({{lang-en|Belfast}}, {{lang-ga|Béal Feirste}}) — [[ჩრდილოეთი ირლანდია|ჩრდილოეთ ირლანდიის]] ([[გაერთიანებული სამეფო]]) დედაქალაქი. ეს არის გაერთიანებული სამეფოს რიგით მე-15 ყველაზე დიდი ქალაქი და ირლანდიის კუნძულზე სიდიდით რიგით მეორე ქალაქი. ბელფასტის მოსახლეობა ამჟამად შეადგენს 267 500 ადამიანს.<ref>http://www.nisra.gov.uk/demography/default.asp3.htm</ref>
 
ბელფასტი წარმოიქმნა კელტების დასახლების ადგილზე, პორველად იხსენიება ახ. წ. VII საუკუნის შუა ხანებში. XII საუკუნის ბოლოს აქ საძირკველი ჩაეყარა ანგლო-ნორმანულ ბურგს, რომლის გარშემოც, ინგლისიდან და შოტლანდიიდან გადმოსახლებულთა მიერ ოლსტერის კოლონიზაციის დროს (XVI საუკუნის ბოლო – XVII საუკუნის დასაწყისი), დაიწყო ქალაქის გაშენება. 1613 წელს მიიღო ქალაქის უფლებები. XVII–XVIII საუკუნეებში გახდა ოლსტერის მთავარი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი. 1791 წელს დაარსდა გაერთიანებულ ირლანდიელთა საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერდა რადიკალურ რეფორმებს და პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის თანასწორუფლებიანობას. XVIII–XIX საუკუნეებში მსხვილი ცენტრი იყო სელის მრეწველობაში (დაიწყო XVII საუკუნეში ადგილობრივ ნედლეულზე, ახლა დაცემის გზაზეა), ვისკისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაში, გემთმშენებლობაში. XIX საუკუნის შუა ხანებში ექსპლუატაციაში შევიდა კომპანია „Harland and Wolff“-ის ვერფები, საიდანაც 1911 წელს წყალში ჩაეშვა ცნობილი ტრანსატლანტიკური ლაინეტი „ტიტანიკი“ (1912 წლის 3 აპრილს ჩავიდა საუთჰემპტონში, საიდანაც პირველ რეისზე გავიდა ნიუ-ორკისკენ, მაგრამ 14–15 აპრილის ღამეს ჩაიძირა). 1921 წლიდან არის ჩრდილოეთ ირლანდიის მთავარი ქალაქი, მისი პარლამენტისა (ასამბლეის) და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ადგილსამყოფელი. მეორე მსოფლიო ომის წლებში იყო სამხედრო გემთ- და ავიამშენებლობის ცენტრი, ინტენსიურად იბომბებოდა გერმანული ავიაციის მიერ. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა რელიგიური და ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი; მაღალია უმუშევრობის დონე, რელიგიათა და ერევნებათ შორის არსებული დაძაბულობა ამცირებს ქალაქის მოსახლეობის რაოდენობას.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბელფასტი“-დან