კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 278:
== ორგანიზაცია ==
 
=== კათოლიკური ეკლესიის იერარქია ===
[[ფაილი:Emblem of the Papacy SE.svg|მინი|340x340პქ|პაპის ემბლემა, რომელზეც გამოსახულია სამოთხის გასაღებები პაპის გვირგვინქვეშ, რაც პაპის, როგორც პეტრეს მემკვიდრეობას გამოხატავს, რადგანაც მათეს სახარების მიხედვით ქრისტემ სწორედ პეტრე მოციქულს გადასცა ისინი და უთხრა: „ მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.“ (მათე, 16:19).]]
კათოლიკე ეკლესია მიჰყვება საეპისკოპოსო პოლიტიკას, რომელსაც უძღვებიან წმინდა ორდენთა საიდუმლომიღბული ეპისკოპოსები და აქვთ ეკლესიის მართვის ოფიციალური იურისდიქცია. იერარქიულად არსებობს სასულიერო პირთა სამი დონე: 1. ეპისკოპატი, შედგება ეპისკოპოსებისაგან, რომელთა იურისდიქცია ვრცელდება კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალზე და მას ეწოდება ეპარქია, 2. პრესბიტარიატი, რომელიც შედგება ეპისკოპოსთაგან ხელდასმული მღვდლებისაგან, რომლებიც მუშაობენ ადგილობრივ ეპარქიებსა და წმინდა ორდენებში და 3. დიაკონატი, რომელიც შედგება მღვდლებისა და ეპისკოპოსთა დამხმარე დიაკვნებისაგან. საბოლოოდ ყველა ამ იერარქიული დონის სასულიერო პირს ხელმძღვანელობს რომის ეპისკოპოსი, ანუ პაპი, რომლის იურისდიქციულ ერთეულსაც ეწოდება წმინდა საყდარი. ეპარქიული სტრუქტურის გარდა, ასევე არსებობს სხვა რელიგიური ინსტიტუტებიც, რომლებიც მათ პარალელურად ფუნქციონირებენ ავტონომიურად, მაგრამ მაინც ექვემდებარებიან პაპის პრიმატს. გარდა ამისა, საკუთრივ ღვთისმსახურებისას საერო პირები მღვდელთან ერთად ასრულებენ არაერთ ლიტურგიულ რიტუალს.
 
=== წმინდა საყდარი, პაპობა, რომის კურია და კარდინალთა კოლეგია ===
სრულიად კათოლიკე ეკლესიას ხელმძღვანელობს რომის ეპისკოპოსი, რომელიც სახელია [[რომის პაპი|პაპის]] სახელით ({{Lang-lat|Papa}}, ნიშნავს „მამა“-ს). ამჟამინდელი რომის პაპი [[ფრანცისკე]] 2013 წლის 13 მარტს აირჩია პაპის კონკლავმა.
 
კათოლიკეთა რწმენითა და [[მათეს სახარება|მათეს სახარების]] მიხედვით, პაპობა [[იესო ქრისტე|ქრისტემ]] დააარსა, როდესაც რომის პირველ ეპისკოპოსს, ანუ [[პეტრე მოციქული|პეტრე მოციქულს]] გადასცა სასუფევლის გასაღებები და უთხრა:
{{ციტატა|და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. (მათე, 16:18)<br/><br/>მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც. (მათე, 16:19)}}
იმ ეპარქიას, რომელზეც ვრცელდება რომის პაპის იურისდიქცია, ეწოდება „<nowiki/>[[წმინდა საყდარი]]<nowiki/>“ ({{Lang-lat|Sancta Sedes}}), ან „სამოციქულო საყდარი“ (რადგანაც იგი პეტრე მოციქულის საყდრად მიიჩნევა). პაპს უშუალოდ ემსახურება [[რომის კურია]], ცენტრალური სამმართველო ორგანო, რომელიც განაგებს კათოლიკე ეკლესიის ყოველდღიურ საქმიანობას.
 
რომის პაპი ასევე არის [[ვატიკანი|ვატიკანის]] სუვერენული მმართველი, რომელიც მდებარეობს ქალაქ [[რომი|რომში]]. ამის გამო პაპი იღებს სახელმწიფოთა ელჩებსა და მეთაურებს და თავადაც გზავნის მათთან დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ოღონდ როგორც წმინდა საყდრის მეთაური და არა როგორც სახელმწიფოს მმართველი. წმინდა საყდარი ასევე ანიჭებს და აარსებს ორდენებსა და მედლებს, რომელთა დიდი ნაწილიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში შეიქმნა.
 
მიუხედავად იმისა, რომ წმინდა პეტრეს ბაზილიკა ვატიკანში მდებარეობს, წმინდა პეტრეს საფლავთან ერთად, თავად რომის ეპარქიის პაპის ტაძარი არის წმინდა იოანე ნათლისმცემლის არქიბაზილიკა, რომელიც ქალაქ რომში მდებარეობს, თუმცა, როგორც წმინდა საყდრის ნაწილი, სარგებლობს ექსტრატერიტორიული პრივილეგიებით.
 
კათოლიკე ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და საპატიო წოდებაა [[კარდინალი (რელიგია)|კარდინალობა]], რომელსაც თავად პაპი ანიჭებს გარკვეულ სასულიერო პირებს, როგორიცაა მაგალითად რომის კურიის ხელმძღვანელი, გამორჩეული ღვთისმეტყველი და მთავარ ქალაქებში მომსახურე ეპისკოპოსები. მმართველობასთან და ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებული რჩევებისათვის რომის პაპი სწორედ კარდინალთა კოლეგიას მიმართავს ხოლმე.
 
პაპის გარდაცვალების ან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, კარდინალთა კოლეგიის 80 წლამდე წევრები იკრიბებიან და თითოეული ხმის მეშვეობით კოლეგიის ერთ წევრს ახალ პაპად ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ კონკლავს პაპად ნებისმიერი კათოლიკე მამაკაცის არჩევა შეეძლო პაპად, 1389 წლიდან მოყოლებული მხოლოდ კარდინალებს ირჩევენ.
 
=== კანონიკური სამართალი ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიციზმი“-დან