დურმიშხან ჟურული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''დურმიშხან შალვას ძე ჟურული''' (დ. [[11 ივნისი]], [[1830]], სოფ. [[არბო]], ახლანდ. [[გორის მუნიციპალიტეტი]], — გ. [[1 მარტი]], [[1901]], [[თბილისი]], დაკრძალულია არბოს წმ. გიორგის ეკლესიაში) — [[ქართველი]] საზოგადო მოღვაწე, [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] სახელმწიფო მოხელე.
 
[[გორის მაზრა|გორის მაზრის]] აზნაურთა ოჯახიდან. 1860-იანი წლებიდან დურმიშხან ჟურული იყო ქალაქ [[გორი]]ს პრისტავი, შემდეგ [[მოურავი]]. საქართველოში მოგზაურობისას გორში მასთან სტუმრობდა კავკასიის სიძველეების მკვლევარი გრაფინია [[პრასკოვია უვაროვა]]. [[1878]] წელს ჟურული დაინიშნა ახლადშემოერთებული [[ბათუმი]]ს პოლიცმაისტერად. დურმიშხან ჟურულისა და მისი მეუღლის, ქეთევან ლუარსაბის ას. ნამორაძის (დ. [[30 ნოემბერი]], [[1842]] — გ. [[8 ივლისი]], [[1913]]) ოჯახი ბათუმის ქართული საზოგადოების თავშეყრის ადგილი იყო. ორივე იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] წევრი, დახმარებას უწევდა ბათუმის ქართულ სკოლას და სცენას. ჟურული მფაარველობდა ქართველ მაჰმადიანებს და ცდილობდა ხელიწინ აღდგომოდა [[მუჰაჯირობა|მუჰაჯირობის]] პროცესს. ოჯახის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ მოგონებებში წერდნენ ბათუმის ბინადარი და სტუმარი იმდროინდელი ქართველი მოღვაწეები ([[დავით კლდიაშვილი]], [[აქვსენტი ცაგარელი]]). დურმიშხან ჟურულის დღიურებზე დაყრდნობით მასალები ბათუმის მხარის ისტორიიდან (სახელწოდებით „ფურცლები რვეულიდან“) გაზეთ „დამოუკიდებელ საქართველოში“ გამოაქვეყნა ემიგრაციაში მყოფმა მისმა შვილმა, სახელმწიფო და პოლიტიკურმა მოღვაწე [[გიორგი ჟურული (პოლიტიკური მოღვაწე)|გიორგი ჟურულმა]]. დურმიშხან ჟურულს ჰყავდა ასევე ქალიშვილი ნინო, გენერალ [[ილია მაკარაშვილი]]ს მეუღლე.
== ლიტერატურა ==
* [http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/6425/3/muhajiri-emigracia.pdf ქართველ მაჰმადიანთ გადასახლება ოსმალეთში. მუჰაჯირი-ემიგრაცია] / ზ. ჭიჭინაძისა. - თფ. : ი.ა. მანსვეტაშვილის გამოცემა, 1912 (არ. კერესელიძის სტ.).