კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 220:
რომის კათოლიკე ეკლესია ასევე აშკარად ემხრობოდა ევროპული იმპერიების მიერ მთელი აფრიკის კოლონიზაციას და იქ თავიანთ მისიონერებს აქტიურად აგზავნიდნენ. მართალია, მეტ-ნაკლებად აფრიკაში კათოლიციზმი გავრცელდა და დღესაც კი არაერთ აფრიკულ სახელმწიფოში იგი დომინანტური კონფესიაა, თუმცა ისტორიკოსთა ცნობით, კათოლიკე მისიონერები არ ცდილობდნენ ადრილობრივი აფრიკელების დაცვას და მათ ევროპელთა თანასწორებად არასოდეს მიიჩნევდნენ, განსხვავებით პროტესტანტი მქადაგებლებისაგან, რომლებიც ებრძოდნენ კოლონიურ უსამართლობას. სწორედ ამიტომ, აფრიკაში პროტესტანტობა კათოლიციზმის მსგავსად ასევე ფართოდ გავრცელდა.
 
=== XX საუკუნე და კათოლიკეთა დევნა კომუნისტურ რეჟიმში ===
 
==== ბრძოლა ნაცისტებისა და კომუნისტების წინააღმდეგ ====
[[ფაილი:Miguel Pro's execution (1927).jpg|მარცხნივ|მინი|216x216პქ|მექსიკელი იეზუიტის, მიგელ აგუსტინ პროს სიკვდილით დასჯა, 1927 წელი]]
[[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომის]] დაწყებისას რომის პაპმა ევროპელ ლიდერებს მშვიდობისაკენ მოუწოდა, თუმცა ამაოდ. 1917 წლის 1 აგვისტოს ასევე წარუმატებლად დასრულდა პაპ [[ბენედიქტე XV]]-ის ინიციატივა სახელად „Dès le début“.
 
XX საუკუნეში არაერთი ანტიკლერიკული მთავრობა გამოჩნდა. 1926 წელს შემოღებულმა კალიეს სამართალმა, რომელიც ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად, მექსიკაში კრისტეროს ომი გამოიწვია, რომლის დროსაც 3,000-ზე მეტი მღვდელი გადაასახლეს ან მოკლეს, შეურაცხყვეს ეკლესიები, დასცინოდნენ მორწმუნეებს, აუპატიურებდნენ მონაზვნებს და ხვრეტდნენ ბერებს. ასეთივე რთული სიტუაცია იყო აღმოსავლეთ ევროპაშიც. 1917 წლის [[ოქტომბრის რევოლუცია|ოქტომბრის რევოლუციის]] შემდეგ რუსეთში სათავეში [[კომუნიზმი|კომუნისტები]] მოვიდნენ, რომელთაც ბრძოლა გამოუცხადეს ყველა რელიგიურ ინსიტუტს, მათ შორის რომის კათოლიკე ეკლესიასაც. 1922 წელს რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირში]] დაიწყო კათოლიკეების სასტიკი დევნა, რომელიც 1930-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. კომუნისტები სიკვდილით სჯიდნენ და ასახლებდნენ სასულიერო პირებს, საერო პირებს კი ეკლესიებში მისვლას უკრძალავდნენ. კომუნისტურმა ხელისუფლებამ მოახდინა ძვირფასი ეკლესიური ნივთების კონფისკაცია, რის შემდეგაც ეკლესიები დახურეს. კათოლიკე ეკლესიას დიდი ზიანი მიადგა 1936-1939 წლების ესპანეთშიც, იქ მიმდინარე [[ესპანეთის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომის]] გამო, სადაც [[ფრანსისკო ფრანკო]] ეკლესიაზე განხორციელებულ ძალადობას რესპუბლიკური იდეებით ამართლებდა. XX საუკუნის პირველ ნახევარში ამ სამ სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებს პაპმა [[პიუს XI]]-მ „საშინელი სამკუთხედი“ უწოდა.
[[ფაილი:Pius XII with tabard, by Michael Pitcairn, 1951.png|მინი|პაპი პიუს XII, რომელიც მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მოღვაწეობდა]]
1933 წლიდან კათოლიკეთა დევნა იწყება [[მესამე რაიხი|ნაცისტურ გერმანიაშიც]]. მას შემდეგ, რაც [[ადოლფ ჰიტლერი|ჰიტლერმა]] აშკარად დაარღვია რაიხსკონკორდატი და ხელი მიჰყო კათოლიკეთა დევნას, 1937 წელს პაპმა პიუს XI-მ საჯაროდ დაგმო [[ნაციონალ-სოციალიზმი|ნაცისტების]] მიერ ეკლესიის შევიწროვება და ასევე მათი იდეოლოგიაც ნეოპაგანიზმისა და რასობრივი უპირატესობის შესახებ. რომის კათოლიკე ეკლსიამ ასევე დაგმო 1939 წელს ჰიტლერის თავდასხმა პოლონეთზე, რომელმაც [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] დაწყება გამოიწვია. ნაცისტებმა თავიანთ ოკუპირებულ ქვეყნებში ათასობით კათოლიკე მღვდელი, ბერ-მონაზონი და მორწმუნე დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც ისინი აწამეს და მოკლეს, მათ შორის იყვნენ კათოლიკე ეკლესიის წმინდანები: [[მაქსიმილიან კოლბე]] და [[ედით შტაინი]]. ამის საპირისპიროდ, კათოლიკე სასულიერო პირები წამყვან როლს ასრულებდნენ ფაშისტური სლოვაკეთის სახელმწიფოს მართვაში, რომელიც, ამის მიუხედავად ემხრობოდა ნაცისტებსა და მათ ანტისემიტურ იდეოლოგიას, მეტიც ისინი სლოვაკეთში [[ჰოლოკოსტი|ჰოლოკოსტის]] განხორციელებას უწყობდნენ ხელს. სლოვაკეთის პრეზიდენტი [[იოზეფ ტისო]], რომელიც ასევე კათოლიკე მღვდელი იყო, ღიად უჭერდა მხარს მის სახელმწიფოში მცხოვრები ებრაელების სრულ განადგურებას.
 
კათოლიკეები პასიურად, მაგრამ მაინც მონაწილეობდნენ ნაციზმის დასამარცხებლად ბრძოლაში. განსაკუთრებით ცნობილია კათოლიკეთა წინააღმდეგობის ჯგუფის მეთაური ჰაინრიხ მაიერი, რომელიც აქტიურად იბრძოდა და ანადგურებდა ნაცისტების იარაღების საწარმოებს. მან ადრევე აცნობა აშშ-ს მთავრობას ევროპაში მიმდინარე ებრაელთა შევიწროვების შესახებ და ახორციელებდა სტრატეგიას „ყოველი ბომბი, რომელიც ეცემა შეიარაღების ქახნებს, ამცირებს ომს და ზოგავს მშვიდობიან მოსახლეობას“.
 
დაახლოებით 1943 წელს, ადოლფ ჰიტლერმა შეიმუშავა რომის პაპის გატაცებისა და გერმანიაში დატყვევების გეგმა. მან გენერალ ვოლფს გადასცა კიდეც ბრძანება შესაბამისი მოქმედებებისათვის, თუმცა გეგმა ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ პაპი [[პიუს XII]] აქტიურად ებრძოდა ნაციზმს და ჰოლოკოსტს ათასობით ებრაელი გადაარჩინა, კათოლიკე ეკლესიას მაინც დიდად აკრიტიკებდნენ საუკუნეების განმავლობაში ჩანერგილი ანტი-სემიტური სწავლებებისათვის. ბევრი პირდაპირ პაპსაც ადანაშაულებდა, რომ საკმარისი არ გააკეთა.
[[ფაილი:Toasting Polish Dachau.jpg|მარცხნივ|მინი|251x251პქ|საკონცენტრაციო ბანაკში დატყვევებული კათოლიკე პოლონელები აღნიშნავენ ნაციზმის დამარცხებას]]
ნაცისტების მიერ ოკუპირებულ [[იუგოსლავია|იუგოსლავიაში]], რომლის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი კათოლიციზმის მიმდევარი იყო, ხალხი მხარს უჭერდა ჰიტლერის მიერ დაყენებულ კათოლიკე ფაშისტი ხორვატების, [[უსტაშები|უსტაშების]] რეჟიმს, რომელიც [[ავსტრია-უნგრეთის იმპერია|ავსტრია-უნგრეთის იმპერიის]] დაშლის შემდეგ წარმოიშვა და ძლიერად ანტი-კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი იყო. მათმა მმართველობამ იუგოსლავიელი კათოლიკეები შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენა და მათი დევნა არ დაწყებულა, თუმცა იუგოსლავიაში მართლმადიდებელი სერბების, მუსლიმების, ებრაელებისა და სხვა არახორვატი მოსახლეობის დევნა. იმის გამო, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით რომის ეკლესია არაფერს აკეთებდა, ისტორიკოსი იოზო ტომასევიჩი წერდა: „როგორც ჩანს, კათოლიკე ეკლესია სრულად უჭერდა მხარს (უსტაშების) რეჟიმს და მათ პოლიტიკას“.
 
ომის დასრულების შემდეგ დაემხო ფაშიზმი და ნაციზმი, თუმცა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში დამყარდა კომუნისტური მმართველობა, რასაც იქ კათოლიკეთა დევნის დაწყება მოჰყვა, მსგავსად საბჭოთა კავშირისა. ამ ფაქტმა პაპის შეშფოთებაც გამოიწვია, რამეთუ კომუნისტურ მხარეს აღმოჩნდა არაერთი სრულად კათოლიკური ქვეყანა, მათ შორის: პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია და ხორვატია. კომუნისტები მკაცრად ზღუდავდნენ რელიგიურ თავისუფლებას, მაგრამ ეს დიდად არაფერს ცვლიდა. ამან გამოიწვია ის, რომ რომის კათოლიკე ეკლესია დაუპირისპირდა კომუნიზმს, რაც შემდეგში დიდ ძალად იქცა 90-იან წლებში მისი დამხობისას, განსაკუთრებით პოლონეთში.
 
1949 წელს [[ჩინეთის სამოქალაქო ომი|ჩინეთის სამოქალაქო ომში]] კომუნისტების გამარჯვებას შედეგად ქვეყნიდან კათოლიკე მისიონერთა გაძევება მოჰყვა. მის ნაცვლად მთავრობამ პატრიოტული ეკლესია ჩამოაყალიბა და მისი ეპისკოპოსები დანიშნა. უკვე 1960-იანი წლების კულტურული რევოლუციისას, ჩინელმა კომუნისტებმა ყველა რელიგიური დაწესებულება დახურეს. როდესაც ჩინეთში ეკლესიები კვლავ გაიხსნა, ისინი ისევ პატრიოტული ეკლესიის გავლენის ქვეშ მოექცნენ. ამ პირობებში არაერთი კათოლიკე მღვდელი დააპატიმრეს, რომისადმი ერთგულების გამო.
 
==== ვატიკანის მეორე კრება ====
[[ფაილი:Second Vatican Council by Lothar Wolleh 005.jpg|მინი|259x259პქ|ვატიკანის მეორე კრება]]
1962-1965 წლებში მოიწვიეს ვატიკანის მეორე კრება, რომელმაც ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა კათოლიკურ პრაქტიკაში [[ტრიენტის საეკლესიო კრება|ტრიენტის საეკლესიო კრების]] შემდეგ, რომელიც მანამდე ოთხი საუკუნით ადრე ჩატარდა. რომის პაპ [[იოანე XXIII]]-ის ინიციატივით, ამ კრებამ კათოლიკური პრაქტიკების მოდერნიზება მოახდინა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ნება დართოთ წირვა ადგილობრივ ენებზე აღევლინათ და წაახალისა მრევლის „სრულიად შეგნებული და აქტიური მონაწილეობა ლიტურგიულ მსვლელობებში“. რეფორმათა დამცველმა კათოლიკეებმა ამ მოვლენას „ფანჯრის გახსნა“ უწოდეს. პაპმა ასევე მოწოდება გააკეთა, რომ ურთიერთობა გაუმჯობესებულიყო არაქრისტიანულ რელიგიებთან, განსაკუთრებით კი იუდაიზმთან.
 
მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს ხალხი დადებითად შეხვდა, ტრადიციონალისტ კათოლიკეთა მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. არქიეპისკოპოსმა მარსელ ლეფებვრმა მკაცრად გააკრიტიკა კრება და განაცხადა, რომ პაპის ლიტურგიულმა რეფორმებმა „გაანადგურა წმინდა წირვისა და საიდუმლოებები“.
 
ამ კრებაზე ასევე განხილულ იქნა კათოლიკური სწავლების რამდენიმე მიმართულება, რომელიც იმხანად ერთობ დიდი განხილვის ობიექტად იყო ქცეული. ერთ-ერთი ასეთი იყო ჰორმონალური კონტრაცეფციის (რომელიც აბებით ხდება) აკრძალვა. კათოლიკე ეკლესია გმობდა ყველა კონტრაცეფციულ საშუალებას, რაც მათი ამორალური სახითაც აიხსნებოდა, თუმცა ახალი გზის შემოღებამ პაპი იოანე აიძულა შეექმნა კომიტეტი, რომელიც ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მისაღებად მორალურ-თეოლოგიურ რჩევებს მისცემდა. პაპმა [[პავლე VI|პავლე VI-]]<nowiki/>მ მოგვიანებით გააფართოვა კომიტეტის მოქმედების სფერო. კომიტეტმა მას შესთავაზა, რომ დაშვებულად გამოეცხადებინა კონტრაცეფციის რამდენიმე საშუალება, თუმცა მან უარყო მათი არგუმენტები და გამოაცხადა, რომ მხარს უჭერდა ეკლესიის მუდმივ სწავლებას კონტრაცეფციის წინააღმდეგ. ამრიგად, მან დაგმო ჰორმონალური მეთოდიც. პაპის ამ პოზიციამ მრავალი კათოლიკეს მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია.
 
==== იოანე პავლე II ====
{{მთავარი|იოანე პავლე II}}
[[ფაილი:President Ronald Reagan and Nancy Reagan meet with Pope John Paul II at the Vatican Library.jpg|მარცხნივ|მინი|299x299პქ|პაპი [[იოანე პავლე II]] ხვდება აშშ-ს პრეზიდენტ [[რონალდ რეიგანი|რონალდ რეიგანსა]] და მის მეუღლეს, [[ნენსი რეიგანი|ნენსის]], 1982 წელი. რომის პაპი კომუნიზმის დაცემასა და ცივი ომის დასრულებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა.]]
1978 წელს [[იოანე პავლე II]], წარმოშობით პოლონელი [[კრაკოვი|კრაკოვის]] ყოფილი მთავარეპისკოპოსი, გახდა პირველი არაიტალიელი რომის პაპი ბოლო 455 წლის განმავლობაში. მისი 26-წლიანი [[პონტიფიკატი|პონთიფიკატი]] კათოლიკე ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო. საბჭოთა კავშირის მეთაური მიხეილ გორბაჩოვი ევროპაში კომუნიზმის დამხობის დაჩქარებას სწორედ პაპ იოანე პავლე II-ის სახელს მიაწერდა.
 
იოანე პავლე II ცდილობდა და დიდი წვლილიც მიუძღვის კომუნისტურ სახელმწიფოებში კათოლიციზმის რესტავრაციაში. მისი ეს მცდელობა ყველაზე კარგად მისსავე მშობლიურ პოლონეთზე აისახა ყველაზე უკეთ. მანვე დააწესა მსოფლიო ახალგაზრდობის დღე, როდესაც მთელ მსოფლიოში მცხოვრებ კათოლიკე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ რომის პაპს შეხვდნენ. როგორც წესი, შეხვედრა 2-3 წელში ერთხელ იმართება ხოლმე. ამასთან, მან ყველა პაპზე მეტ ― 129 ქვეყანაში იმოგზაურა. აღსანიშნავია, რომ 1999 წლის ნოემბერში იგი საქართველოსაც ეწვია. პაპი იოანე პავლე ასევე ხაზს უსვამდა შრომის ღირსებას და იცავდა მშრომელთა უფლებებს, ჰქონოდათ სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო სამუშაო გარემო. იგი ასევე აქტიურად გამოდიოდა რამდენიმე საეკლესიო სწავლების, მათ შორის აბორტის ამორალურობის, ევთანაზიისა და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ.
 
XX საუკუნის დამლევიდან კათოლიკე ეკლესია კვლავ გახდა კრიტიკის ობიექტი სექსუალობის შესახებ არსებული დოქტრინების, ქალების მღვდლად დასმის წინააღმდეგობისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო.
 
=== XXI საუკუნე ===
[[ფაილი:Pope Benedict XVI Blessing.jpg|მინი|243x243პქ|პაპი ბენედიქტე XVI]]
2005 წელს იოანე პავლე II გარდაიცვალა და კარდინალებმა ახალ პაპად გერმანელი [[ბენედიქტე XVI]] აირჩიეს. იგი ცნობილი გახდა თავისი კონსერვატორული მიდგომებით. პაპი ბენედიქტე სეკულარიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა და ცდილობდა ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვას. ასევე აქტიურად ატარებდა ტრიდენტინულ წირვას, რომელსაც მან „განსაკუთრებული ფორმა“ უწოდა. 2012 წელს, ვატიკანის მეორე კრების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეპისკოპოსთა ასამბლეამ განიხილა განვითარებულ სამყაროში განმდგარ კათოლიკეთა ხელახალი ევანგელიზაცია.
 
უკვე 2013 წელს ბენედიქტე XVI მოწინავე ასაკთან დაკავშირებული სისუსტისა და სირთულეების მიზეზით პაპის ტახტიდან გადადგა, რისი პრეცედენტიც ბოლო 600 წლის განმავლობაში არ ყოფილა. მისმა გადადგომამ კათოლიკეებში გარკვეული უთანხმოება გამოიწვია, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ღვთის წინაშე პაპი კვლავ ის იყო და რომ ბოლომდე არ გადამდგარა.
[[ფაილი:Pope Francis South Korea 2014.png|მარცხნივ|მინი|268x268პქ|პაპი ფრანცისკე]]
 
==== პაპი ფრანცისკე ====
{{მთავარი|ფრანცისკე}}
2013 წელს, ბენედიქტეს გადადგომის შემდეგ, კარდინალებმა პაპი [[ფრანცისკე]] აირჩიეს, რომლის პონთიფიკატიც დღემდე გრძელდება. იგი გახდა პირველი ლათინოამერიკელი რომის პაპი და აგრეთვე არის პირველი არაევროპელი პაპი სირიელი [[გრიგოლ III (პაპი)|გრიგოლ III]]-ის შემდეგ, რომელიც მერვე საუკუნეში მოღვაწეობდა. პაპი ფრანცისკე გამოირჩევა ღარიბებსა და გარემოზე ზრუნვით, თავმდაბლობაზე ხაზგასმითა და სხვა რელიგიათა პატივისცემით.
 
ასევე აღსანიშნავია მისი ძალისხმევა, რომელსაც იგი ეწევა მართლმადიდებლურ ეკლესიებთან ბოლო საუკუნეების განმავლობაში წარმოშობილი გაცხოების წინააღმდეგ. იგი შეხვდა რამდენიმე პატრიარქს, მათ შორის 2016 წელს იგი შეხვდა საქართველოს პატრიარქ [[ილია II]]-ს. ასევე, პირველად 1054 წლის დიდი სქიზმის შემდეგ, კონსტანტინოპოლის პატრიარქი რომის პაპის კურთხევას. 2016 წელსვე იგი ჰავანაში, კუბაზე შეხვდა რუსეთის პატრიარქ [[კირილე I (მოსკოვის პატრიარქი)|კირილეს]] და ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებდა ორ ქრისტიანულ კონფესიას შორის ერთობის აღდგენას.
 
2014 წელს ეპისკოპოსთა სინოდის მესამე რიგგარეშე გენერალურმა კრებამ მიმართა ეკლესიას ქორწინებებთან და კათოლიკეთა „არარეგალურ“ ურთიერთობებთან ( მაგალითად მათ შესახებ, ვინც ეკლესიურად განქორწინებული არაა, თუმცა იმყოფება მეორე ქორწინებაში მაშინ, როცა ჯერ კიდევ პირველ ქორწინებაშია ღვთის წინაშე) დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ გადაწყვეტილებას ბევრი მიესალმა, დიდწილად მაინც კრიტიკის სამიზნედ იქცა.
 
2017 წელს ეგვიპტეში ვიზიტისას პაპმა ფრანცისკემ აღადგინა ნათლობის ორმხრივი აღიარება კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.
 
2021 წელს პაპმა ფრანცისკემ გამოსცა სამოციქულო წერილი ''Traditionis Custodes'', რომლითაც გააუქმა ზოგიერთი ნებართვა, რომელიც მისმა წინამორბედმა გასცა რომაული წესის საგანგებო ფორმასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა რომის პაპის უპირატესობას, ჩვეულებრივ ფორმას.
 
== ორგანიზაცია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიციზმი“-დან