ლუარსაბ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ლუარსაბ I''' ( † [[1556]]), ქართლის მეფე [[1527]]-56[[1556]], [[დავით X | დავით X-ის]] ძე (წყაროებში გვხვდება მისი მეფობის სხვა თარიღებიც: [[1530]]-56[[1556]], [[1534]]-58[[1558]] და სხვ.), [[1522]] თავი ისახელა [[თელეთის ბრძოლა 1522| ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში]]. [[1526]] პოლიტიკური კავშირი შეკრა იმერეთის მეფე [[ბაგრატ III, ალექსანდრე II-ის ძე|ბაგრატ III-სთან]]. [[1535]], როცა ბაგრატ III-მ სამცხე-საათაბაგო [[მურჯახეთის ბრძოლა 1535 | შეიერთა]], ლუარსაბ I-მა ჯავახეთი დაიმორჩილა. ლუარსაბ I ცდილობდა სპასეთისა და ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართულ სამეფო-სამთავროთა ძალების გაერთიანებას. 30-იან წლებში ქართლ-იმერეთის კავშირი გაფართოვდა ლუარსაბ I-ისა და კახეთის მეფის [[ლევანი | ლევანის]] შეკავშირებით. ამას წინ აღუდგა ირანის [[შაჰი]] თამაზ I, რომელმაც პირადად [[თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში XVI საუკუნეში | 4 დიდი ლაშქრობა]] ([[1541]], [[1547]], [[1551]], [[1554]]) მოაწყო საქართველოში. [[1541]] შაჰის პირველი ლაშქრობის შედეგად ლუარსაბ I-მა [[თბილისი]] დაკარგა, [[კახეთი]] მტერს დამორჩილდა და ქართული სამეფოთა კავშირს გამოეთიშა. [[1545]] ლუარსაბ I თავისი ლაშქრით დაეხმარა ბაგრატ III-ს შემოსეულ ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ქართლ-იმერეთის შეერთებული ლაშქარი [[სოხოისტის ბრძოლა 1545| სოხოისტას ბრძოლაში]] დამარცხდა და სამცხე-საათაბაგოში ოსმალებმა თავიანთი მომხრე ათაბაგის ხელისუფლება აღადგინეს. პაპი [[პავლე III]] 1545 წლის 17 ივნისს უგზავნის ლუარსაბს წერილს, გამოხატავს რა მზადყოფნას, რომ ელჩები გამოგზავნოს, ულოცავს ლუარსაბს ლევანთან ერთად მიღწეულ კავშირს და იმასაც, რომ რომ ლუარსაბმა სცნო და აღიარა პაპი, გზავნის რა მოგვიანებით ([[1546]]) საქართველოში ელჩებს ერთიანობის ნიშნად. მანამდე კი ლუარსაბ I უგზავნის პავლე III-ს ელჩებს, უცხადებს რა მას მორჩილებას და მზადყოფნას, კათოლიკე მისიონარებთან ერთად ეკლესიათა ერთიანობის მისაღწევად.
ირან-ოსმალეთის ომის ([[1514]]-55[[1555]]) უკანასკნელ ეტაპზე, როცა ორივე აგრესორი განსაკუთრებული ენერგიით ცდილობდა საქართველოს დამორჩილებას, ლუარსაბ I მტკიცედ ადგა თავიდანვე აღებულ პოლიტიკურ კურსს და დაიმორჩილა სამცხე-ჯაცახეთი, კოლა-არტაანი. [[1551]] [[თამაზ I|თამაზ I-ის]] მე-3 შემოსევის შედეგად ლუარსაბ I იძულებული გახდა დაეტოვებინა სამცხე-საათაბაგოს შემოერთებული ტერიტორიები. [[1554]], თამაზ I-ის მე-4 შემოსევის დროს ლუარსაბ I იმერეთში გადავიდა. შაჰის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ბაგრატ III-მ არ გასცა ქართლის მეფე. [[1554]]-55[[1555]], ირან-ოსმალეთის საზავო მოლაპარაკების დროს, ლუარსაბ I ბაგრატ III-თან ერთად ცდილობდა ხელი შეეშალა ზავის დადებისათვის, რადგან ორ აგრესორს შორის ომი უადვილებდა ქართველებს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. [[1555]] ირან-ოსმალეთის [[საზავო ხელშეკრულებები | ამასიის ზავის]] შემდეგაც ლუარსაბ I განაგრძობდა ბრძოლას: დაიბრუნა ქართლის მრავალი ციხესიმაგრე და შეავიწროვა თბილისის ყიზილბაშური გარნიზონი. [[1556]] ყიზილბაშთა წინააღმდეგ გმირულ [[გარისის ბრძოლა 1556 | ბრძოლაში]] ლუარსაბ I სასიკვდილოდ დაიჭრა. ლუარსაბ I მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას იყენებდა - მცირე რაზმებს პირდაპირ ესხმოდა თავს და ანადგურებდა, დიდ ლაშქართან ბრძოლას თავს არიდებდა, მოხერხებულად იყენებდა ადგილობრივ ბუნებრივ პირობებს, უსაფრდებოდა მტერს, ღამით აწყობდა თავდასხმებს. ამით აიძულებდა მტერს საომარი ოპერაციები შეეწყვიტა და ციხესიმაგრეებში ჩაკეტილიყო. ლუარსაბ I-ის თანამედროვე და შემდგომი დროის ქართველი და უცხოელი ავტორები, მათ შორის თვით მოწინააღმდეგენიც, მას ახასიათებდნენ როგორც კარგ სარდალს, მამაც და გულად მებრძოლს; უწოდებდნენ დიდს, თავდადებულ გმირს, რომელმაც ათეული წლების თავგანწირული ბრძოლით დაიცვა "ქართველობა" - ქართული სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური წყობილება, ქართული კულტურა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუარსაბ_I“-დან