კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 176:
 
იგი ასევე აქტიურად აფინანსებდა შოტლანდიელ კალვინისტებსა და მათ მეთაურ [[ჯონ ნოქსი|ჯონ ნოქსს]], რომლებმაც ისარგებლეს მეფის ნაადრევი დაღუპვითა და დედოფალ [[მარიამ სტიუარტი|მერი სტიუარტის]] არასრულწლოვანებით და შოტლანდია მთლიანად კალვინიზმზე მოაქციეს. მოგვიანებით, მერი ერთობ არაპოპულარული იყო შოტლანდიაში კათოლიკობისა და პაპის ერთგულების გამო. მერი ცდილობდა ქვეყანაში რელიგიური შემწყნარებლობა შემოეღო, რათა კათოლიკეებსა და კალვინისტებს მშვიდობიანად ეცხოვრათ, ამის გამო შვილი პროტესტანტულ აღმსარებლობაზეც მოაქცია, მაგრამ იგი საბოლოოდ მაინც დაამხეს და გააძევეს, რითაც შოტლანდიაში კათოლიკეთა მმართველობა დასრულდა.
[[ფაილი:James II and Family (Mignard).jpg|მინი|255x255პქ|[[ჯეიმზ II (ინგლისი)|ჯეიმზ II]] და დედოფალი [[მარია მოდენელი]] შვილებთან ერთად, ბრიტანეთის ისტორიაში უკანასკნელი ღიად კათოლიკე მონარქები]]
ჰენრის შემდეგ ტახტი მისმა ძემ, პირველმა ანგლიკანმა მეფემ დაიკავა, რომელიც მალევე უნაყოფოდ დაიღუპა და ტახტი ჰენრისა და კატალინას კათოლიკე ასულმა, [[მერი I (ინგლისი)|მერი I]]-მა დაიკავა. იგი მალევე ესპანეთის მეფეზე დაქორწინდა და დაიწყო ინგლისში კათოლიციზმის კვლავ გავრცელება. იმის გამო, რომ ამ გზაზე იგი ძალადობასაც არ ერიდებოდა, ინგლისელებმა სისხლიანი მერი შეარქვეს. მალევე მერიც დაიღუპა და ტახტი ჰენრის კიდევ ერთმა ანგლიკანმა შვილმა, დედოფალმა [[ელისაბედ I]]-მა დაიკავა. მან მოახერხა რელიგიური შემწყნარებლობის შემოღება, რითაც ინგლისში რეფორმაციის ეპოქა დასრულდა.
 
ხაზი 202:
 
სიტუაცია 1559 წლიდან შეიცვალა, როდესაც ტახტს სუსტი მეფე [[ფრანსუა II (საფრანგეთი)|ფრანსუა II]] იკავებს. მისი ცოლის, დედოფალ [[მარიამ სტიუარტი|მერი სტიუარტის]] ბიძებმა, ჰერცოგმა დე გიზმა და მისმა ძმებმა ხელში აიღეს მთელი ძალაუფლება და კიდევ უფრო გაამკაცრეს პოლიტიკა ჰუგენოტების მიმართ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა დაიღუპა და მის მცირეწლოვან ძმას, [[შარლ IX (საფრანგეთი)|შარლ IX]]-ს რეგენტად დედა-დედოფალი [[ეკატერინე მედიჩი]] დაენიშნა, მდგომარეობამ უფრო დაიწყო დამძიმება. ეკატერინეს რელიგიური შემწყნარებლობის გამოცხადება სურდა, რაც ასეც ქნა, თუმცა 1562 წელს გიზებმა თვითნებურად ამოხოცეს ვასში მყოფი მლოცველი კალვინისტები, რასაც საპასუხო რეაქცია და საფრანგეთის რელიგიური ომები მოჰყვა შედეგად. კალვინისტებს ლიდერად მალევე ნავარის მეფე [[ანტუან დე ბურბონი]] მოევლინა, თუმცა 1562 წელს გამართულ ბრძოლაში გარდაიცვალა [[ფრანსუა დე გიზი|ფრანსუა დე გიზიცა]] და ანტუან დე ბურბონიც, ამიტომ ისინი მათმა ძეებმა, [[ანრი I დე გიზი|ანრი დე გიზმა]] და [[ანრი ნავარელი|ანრი ნავარელმა]] ჩაანაცვლეს.
[[ფაილი:Debat-Ponsan-matin-Louvre.jpg|მინი|248x248პქ288x288px|კათოლიკეები ათვალიერებენ ბართლომეს ღამეს დახოცილ ჰუგენოტთა გვამებს]]
1565 წელს ეკატერინესთან მისი ასული, ესპანეთის დედოფალი [[ელიზაბეტ დე ვალუა|ელიზაბეტი]] ჩავიდა და გადასცა მეფე [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]]-ის დანაბარები, გაემკაცრებინა ჰუგენოტებთან პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკავშირეს დაკარგავდა. 1572 წლის აგვისტოში ომის დასასრულებლად ეკატერინემ ანრი ნავარელს თავისი ასული [[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტა ვალუა]] მიათხოვა, ისარგებლა მათ ქორწილში შეკრებილი ჰუგენოტების სიმრავლით და 24 აგვისტოს ღამით მუსრი გაავლო მათ. ამ ღამეს კათოლიკეებმა ათობით ათასი ჰუგენოტი ამოხოცეს და შემდეგ დღეებშიც აგრძელებდნენ, ეს მოვლენა [[ბართლომეს ღამე|წმინდა ბართლომეს ღამის]] სახელითაა ცნობილი. კათოლიკეთა მოქმედებებმა აიძულა ანრი ნავარელი დროებით კათოლიკე გამხდარიყო, თუმცა ნავარაში დაბრუნების შემდეგ ისევ ჰუგენოტი გახდა.
 
ხაზი 212:
 
=== განმანათლებლობა და თანამედროვე პერიოდი ===
რელიგიური კონფლიქტებისა და ომების დასრულებას XVII საუკუნის ევროპაში განმანათლებლობის ეპოქის დადგომა მოჰყვა, რამაც, ხალხის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ძლიერად შეარყია ეკლესიის გავლენები. XVIII საუკუნის გამოჩენილი მოაზროვნეები და ენციკლოპედისტები, განსაკუთრებით კი [[ვოლტერი]], კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდნენ როგორც ზოგადად რელიგიას, ისე კონკრეტულად რომის კათოლიკე ეკლესიას. კრიტიკა ძირითადად გამოწვეული იყო 1683 წელს [[ლუი XIV]]-ის მიერ ნანტის ედიქტის გაუქმებითა და ფრანგი კალვინისტების იძულებით გაკათოლიკებით. ასევე მწვავე რეაქცია მოჰყვა [[გალილეო გალილეი|გალილეო გალილეის]] ინკვიზიციის მიერ კოცონზე დაწვას, რომელიც ცნობილი მოაზროვნე იყო. კათოლიკე ეკლესიის ძალაუფლება განსაკუთრებულად შეარყია 1789 წელს დაწყებულმა [[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთის რევოლუციამ]]. რევოლუციურმა ძალებმა საფრანგეთში საეკლესიო მიწები სახელწმიფოს გადასცა, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა: ეკლესია-მონასტრების ძარცვა და განადგურება, სამარხებისა და უძველესი რელიკვიური სიწმინდეების ხელყოფა, დიდი ტერორის დროს კი ბერ-მონაზონთა წამებასაც არ ერიდებოდნენ. უკვე 1798 წელს [[ნაპოლეონ ბონაპარტი|ნაპოლეონ ბონაპარტის]] გენერალი, [[ლუი-ალექსანდრ ბერთიე|ლუი ალექსანდრე ბერტიე]] შეიჭრა იტალიაში და დააპატიმრა თავად რომის პაპი [[პიუს VI]], რომელიც ტყვეობაში გარდაიცვალა. 1801 წლის კონკორდატის მეშვეობით ნაპოლეონმა აღადგინა კათოლიკე ეკლესია საფრანგეთში. 1815 წელს ნაპოლეონის საბოლოო დაცემას, კათოლიკე ეკლესიი კვლავ გაძლიერება და აღორძინება მოჰყვა.
[[ფაილი:Vatican-assemblee-1870-119120 2.jpg|მარცხნივ|მინი|304x304პქ|ვატიკანის პირველი კრება]]
1854 წელს რომის პაპმა [[პიუს IX]]-მ, კათოლიკე ეპისკოპოსთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით, შემოიღო [[მარიამ ღვთისმშობელი|ღვთისმშობელ მარიამის]] უბიწოდ ჩასახვის ახალი დოგმატი, რომელზე მსჯელობაც 1851-1853 წლებში მიმდინარეობდა. 1870 წელს ვატიკანის პირველმა კრებამ დაამტკიცა [[პაპის უცდომელობა|პაპის უცდომელობის]] დოქტრინა, რომელიც შემდეგში ასევე დოგმის სახით დადგინდა. არსებულ ცვლილებებს დიდი უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რამაც გამოიწვია სეპარატისტული მოძრაობის ― ძველი კათოლიკე ეკლესიის შექმნა.
 
1860-იან წლებში მიმდინარე [[რისორჯიმენტო|რისორჯიმენტომ]], ანუ იტალიის გაერთიანებამ, დიდად დააზარალა პაპი. თავდაპირველად იტალიის სამეფომ [[პაპის ოლქი|პაპის ოლქს]] ადრეატიკის ზღვაზე გასასვლელი ჩამოაჭრა, თუმცა რომი და მისი მიდამოები ისევ პაპს დარჩა. უკვე 1870 წელს იტალიის სამეფომ მთელი ოლქი დაიკავა, მათ შორის რომიც. ამის საპასუხოდ პაპმა პიუს IX-მ ეკლესიიდან განკვეთა იტალიის მეფე [[ვიტორიო ემანუელე II]], არ სცნო მისი სამეფოს მიწის გადასახადები და უარყო მის მიერ მიცემული გარანტიები, იტალიასთან შეერთების შემდეგ პრივილეგიების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. იტალიის ხელისუფლების დაქვემდებარებაში შესვლისაგან თავის ასარიდებლად პაპმა თავი „ვატიკანის პატიმრად“ გამოაცხადა. ეს დაპირისპირება საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა და მხოლოდ 1929 წელს დასრულდა [[ლატერანის ხელშეკრულება|ლატერანის ხელშეკრულებით]], როდესაც რომის პაპმა აღიარა იტალიის სამეფოს სუვერენულობა და ასევე სცნო მისი სუვერენიტეტი პაპის ოლქის ყოფილ მიწებზე, რის სანაცვლოდაც იტალიის მთავრობამ აღიარა პაპის სუვერენი ვატიკანზე, რასაც მოჰყვა [[ვატიკანი|ვატიკანის]] დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყნად გადაქცევა.
 
რომის კათოლიკე ეკლესია ასევე აშკარად ემხრობოდა ევროპული იმპერიების მიერ მთელი აფრიკის კოლონიზაციას და იქ თავიანთ მისიონერებს აქტიურად აგზავნიდნენ. მართალია, მეტ-ნაკლებად აფრიკაში კათოლიციზმი გავრცელდა და დღესაც კი არაერთ აფრიკულ სახელმწიფოში იგი დომინანტური კონფესიაა, თუმცა ისტორიკოსთა ცნობით, კათოლიკე მისიონერები არ ცდილობდნენ ადრილობრივი აფრიკელების დაცვას და მათ ევროპელთა თანასწორებად არასოდეს მიიჩნევდნენ, განსხვავებით პროტესტანტი მქადაგებლებისაგან, რომლებიც ებრძოდნენ კოლონიურ უსამართლობას. სწორედ ამიტომ, აფრიკაში პროტესტანტობა კათოლიციზმის მსგავსად ასევე ფართოდ გავრცელდა.
 
=== XX საუკუნე და კათოლიკეთა დევნა კომუნისტურ რეჟიმში ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიციზმი“-დან