კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 197:
 
==== საფრანგეთის რელიგიური ომები ====
{{მთავარი|საფრანგეთის რელიგიური ომები}}
[[ფაილი:Massacre of the Vaudois of Merindol.jpg|მარცხნივ|მინი|291x291პქ|კალვინისტთა სოფელ მერინდოლის ხოცვა-ჟლეტა, 1545 წელი.]]
საფრანგეთში პროტესტანტობამ 1530-იანი წლებიდან შეაღწია, როდესაც ლუთერის ქადაგებებით შთაგონებელ მქადაგებელ [[ჟან კალვინი|ჟან კალვინს]] მიმდევრები გამოუჩნდნენ. კალვინისტებს ფრანგებმა [[ჰუგენოტები]] უწოდეს და მეფე [[ფრანსუა I (საფრანგეთი)|ფრანსუა I]]-ის ბრძანებით თავიდანვე დაიწყო მათი უსასტიკესი დევნა. იმის გამო, რომ ჰუგენოტები აქტიურად ცდილობდნენ კათოლიკეთა მოქცევას, 1540 წელს მეფემ ინკვიზიცია შემოიღო და გააძლიერა კალვინისტთა დევნა. 1545 წელს მეფის ბრძანებით მიწასთან გაასწორეს ჰუგენოტთა სოფელი მერინდოლი, რასაც მერინდოლის ხოცვა-ჟლეტა ეწოდა. იგივე პოლიტიკას ატარებდა მისი ძე, მეფე [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II]], რის გამოც კალვინიზმი საფრანგეთში ფეხს დიდად ვერ იკიდებდა და თავად კალვინიც იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა.
 
სიტუაცია 1559 წლიდან შეიცვალა, როდესაც ტახტს სუსტი მეფე [[ფრანსუა II (საფრანგეთი)|ფრანსუა II]] იკავებს. მისი ცოლის, დედოფალ [[მარიამ სტიუარტი|მერი სტიუარტის]] ბიძებმა, ჰერცოგმა დე გიზმა და მისმა ძმებმა ხელში აიღეს მთელი ძალაუფლება და კიდევ უფრო გაამკაცრეს პოლიტიკა ჰუგენოტების მიმართ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა დაიღუპა და მის მცირეწლოვან ძმას, [[შარლ IX (საფრანგეთი)|შარლ IX]]-ს რეგენტად დედა-დედოფალი [[ეკატერინე მედიჩი]] დაენიშნა, მდგომარეობამ უფრო დაიწყო დამძიმება. ეკატერინეს რელიგიური შემწყნარებლობის გამოცხადება სურდა, რაც ასეც ქნა, თუმცა 1562 წელს გიზებმა თვითნებურად ამოხოცეს ვასში მყოფი მლოცველი კალვინისტები, რასაც საპასუხო რეაქცია და საფრანგეთის რელიგიური ომები მოჰყვა შედეგად. კალვინისტებს ლიდერად მალევე ნავარის მეფე [[ანტუან დე ბურბონი]] მოევლინა, თუმცა 1562 წელს გამართულ ბრძოლაში გარდაიცვალა [[ფრანსუა დე გიზი|ფრანსუა დე გიზიცა]] და ანტუან დე ბურბონიც, ამიტომ ისინი მათმა ძეებმა, [[ანრი I დე გიზი|ანრი დე გიზმა]] და [[ანრი ნავარელი|ანრი ნავარელმა]] ჩაანაცვლეს.
[[ფაილი:Debat-Ponsan-matin-Louvre.jpg|მინი|248x248პქ|კათოლიკეები ათვალიერებენ ბართლომეს ღამეს დახოცილ ჰუგენოტთა გვამებს]]
1565 წელს ეკატერინესთან მისი ასული, ესპანეთის დედოფალი [[ელიზაბეტ დე ვალუა|ელიზაბეტი]] ჩავიდა და გადასცა მეფე [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]]-ის დანაბარები, გაემკაცრებინა ჰუგენოტებთან პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკავშირეს დაკარგავდა. 1572 წლის აგვისტოში ომის დასასრულებლად ეკატერინემ ანრი ნავარელს თავისი ასული [[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტა ვალუა]] მიათხოვა, ისარგებლა მათ ქორწილში შეკრებილი ჰუგენოტების სიმრავლით და 24 აგვისტოს ღამით მუსრი გაავლო მათ. ამ ღამეს კათოლიკეებმა ათობით ათასი ჰუგენოტი ამოხოცეს და შემდეგ დღეებშიც აგრძელებდნენ, ეს მოვლენა [[ბართლომეს ღამე|წმინდა ბართლომეს ღამის]] სახელითაა ცნობილი. კათოლიკეთა მოქმედებებმა აიძულა ანრი ნავარელი დროებით კათოლიკე გამხდარიყო, თუმცა ნავარაში დაბრუნების შემდეგ ისევ ჰუგენოტი გახდა.
 
1580-იან წლებში კრიზისი გამწვავდა. ანრი დე გიზმა ტახტზე განაცხადა პრეტენზია, რის გამოც მეფე [[ანრი III ვალუა|ანრი III]] იძულებული გახდა მოეკლა იგი, რამაც კათოლიკეთა განრისხება გამოიწვია. ამის გამო მათ შური იძიეს და 1589 წელს მოკლეს მეფე ანრი III, მისი ანდერძით კი ტახტი ანრი ნავარელს დარჩა, რამაც ვითარება უარესად დაძაბა, რამეთუ პარიზელები ჰუგენოტ მეფეს არ უშვებდნენ დედაქალაქში, რითაც ისარგებლა ესპანეთის მეფემ და პარიზის დაკავებას ცდილობდა. 1598 წელს, ტახტის დასაკავებლად ანრი IV ნავარელმა მიიღო კათოლიკობა, რა დროსაც განაცხადა „პარიზი ღირს მესად!“ და გააძევა ფილიპე. იმავე წელს მან [[ნანტის ედიქტი]] გამოსცა, რითაც საფრანგეთში რელიგიური თავისუფლება გამოცხადდა და დასრულდა ომი, თუმცა შემდეგში ანრის შთამომავლებმა მთლიანად ამოხოცეს და გადაასახლეს ჰუგენოტები. ამრიგად, საფრანგეთში რეფორმაცია კათოლიკეთა გამარჯვებით დასრულდა.
 
==== ოცდაათწლიანი ომი და რეფორმაციის დასასრული ====
{{მთავარი|ოცდაათწლიანი ომი}}
მთელ ევროპაში რეფორმაციის კულმინაციად [[ოცდაათწლიანი ომი]] იქცა. მიუხედავად დროებითი ზავებისა, ევროპულ სახელმწიფოებში გრძელდებოდა ლოკალური კონფლიქტები კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის, რამაც ერთიანად იფეთქა 1618 წელს ოცდაათწლიანი ომის დაწყებით, როდესაც ჩეხმა პროტესტანტებმა სასახლის ფანჯრიდან გადაყარეს იმპერატორის კათოლიკე ელჩები. ომი მხოლოდ 1648 წელს დასრულდა და გაანადგურა უამრავი გერმანული ქალაქი თუ სოფელი, რამეთუ საბრძოლო პოლიგონს საღვთო რომის იმპერია წარმოადგენდა. 1648 წელს გაფორმებული [[ვესტფალიის ზავი|ვესტფალიის ზავით]] საბოლოოდ გადაწყდა მანამდე არსებული რელიგიური კონფლიქტები და გამოცხადდა რელიგიური თავისუფლება, ასევე გაივლო ახალი სახელმწიფო საზღვრები, რამაც ბოლო მოუღო რეფორმაციასა და რელიგიურ ომებს.
 
=== განმანათლებლობა და თანამედროვე პერიოდი ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიციზმი“-დან