სტრუქტურალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორიები და ლინკები
No edit summary
ხაზი 4:
სტრუქტურალიზმისთვის დამახასიათებელია: საკვლევი ობიექტების აქტუალური მდგომარეობისადმი გაღრმავებული ყურადღება, მათთვის შინაგანად დამახასიათებელი დროის გარეშე თვისებების გამორკვევა მისწრაფება მკვეთრად განსხვავებულ იქნეს საკვლევი ობიექტები და კვლევის საშუალებანი და შესაბამისად უარის თქმა იზოლირებული ფაქტებს ან ელემენტებს შორის მიმართებების ფიქსირება. სტრუქტურალიზმი ობიექტის შესწავლისას გულისხმობს საკვლევი ამოცანის ჩარჩოებში მოძრაობას დაკვირვებადი ფაქტების პირველადი ორგანიზაციიდან ობიექტის შინაგანი სტრუქტურის გამოვლენისა და აღწერისაკენ და, შემდგომ, ობიექტის [[თეორიული მოდელი|თეორიული მოდელის]] შექმნისაკენ მისი ინტერპრეტაციებით საკვლევ მასალაში. სტრუქტურალიზმის განვითარებაზე რიგ [[მეცნიერება|მეცნიერებაში]] გავლენა მოადინა [[სემიოტიკა|სემიოტიკის]] წარმოშობამ, ფ. სოსიურის იდეებმა [[ენათმეცნიერება|ლინგვისტიკაში]], კ. ლევისტროსისა- [[ეთნოლოგია|ეთნოლოგიაში]], ვიგოტსკისა და პიაჟეს- [[ფსიქოლოგია|ფსიქოლოგიაში]], აგრეთვე [[მეტალოგიკა|მეტალოგიკისა]] და [[მეტამათემატიკა|მეტამათემატიკის]] დამუშავებამ. სტრუქტურალიზმის კვლევის ზოგად საგნად შეიძლება დასახელდეს მოღვაწეობის პროცესები, რომლებიც გაშუალებულია მათი მონაწილეების ურთიერთობით ნიშნების სისტემის საშუალებით. ასეთ სისტემად სტრუქტურალიზმისთვის გვევლინება: ბუნებრივი ენა, პირველყოფილი სოციალური და კულტურული სტრუქტურები და ა.შ. სტრუქტურული მეთოდების გამოყენებამ [[ენათმეცნიერება|ლინგვისტიკაში]] შესაძლებელი გახადა გადაჭრილიყო ამოცანები, რომლებიც დაკავშირებულია დამწერლობის არმქონე ენების აღწერასთან. სტრაქტურალიზმის იდეები გარკვეულ [[მეთოდოლოგია|მეთოდოლოგიურ]] როლს ასრულებენ კულტურის მოვლენათა სადისციპლინათშორისო კვლევების გაერთიანებაში, [[ჰუმანიტარული მეცნიერებები|ჰუმანიტარული]] და [[საბუნებისმეტყველო მეცნიერებები|საბუნებისმეტყველო მეცნიერებების]] დაახლოებაში მათი სპეციფიკურობის შენარჩუნებით. სტრუქტურალისტები არიან: [[ლევი სტრაუსი|ლევი-შტრაუსი]], ბარტი და [[მიშელ ფუკო|ფუკო]]
 
'''<big>ბიბლიოგრაფია'''</big>
 
ფილოსოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი-1987