კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 140:
==== ადრეული პროტესტანტები და ჰუსიტური ომები ====
{{მთავარი|ჰუსიტური ომები}}
პირველი, პრე-რეფორმაციული პროტესტანტული დაჯგუფებები კათოლიკურ სამყაროში ჯერ კიდევ 1170-იან წლებში გაჩნდა. იგი საფრანგეთის ქალაქ ლიონში წარმოიშვა გაღატაკებულ გლეხთა შორის და მალევე გავრცელდა სხვა რეგიონებშიც. მათ თავს [[ვალდენსები]] უწოდეს და ძლიერად გამოხატული ანტიკათოლიკური განწყობით გამოირჩეოდნენ, უმეტესად მტრულად უყურებდნენ მდიდარ ფეოდალებსა და კიდევ უფრო გამდიდრებულ კათოლიკე სასულიერო პირებს. შესაბამისად, მათი მოძღვრება ქონებრივ უთანასწორობასა და ოქროსმოყვარეობას უპირისპირდებოდა. 1215 წელს რომის კათოლიკე ეკლესიამ ეს მიმდინარეობა ერესად გამოაცხადა და დაიწყო მათი სასტიკი დევნა, თუმცა პატარა სექტებად გადარჩენა მაინც მოახერხეს, პროტესტანტული რეფორმაციის დროს კი [[კალვინიზმი|კალვინისტებთან]] გაერთიანდნენ და ასიმილირდნენ. ასეთივე ხასიათს ატარებდა XIV საუკუნის ჰოლანდიელ გლეხებში გაჩენილი რეფორმაციული მიმდინარეობა, რომელსაც [[ლოლარდები]] ეწოდებოდათ. იგი მალევე ინგლისში გავრცელდა და მსგავსად ვალდენსებისა, რეფორმაციისას [[ანგლიკანიზმი|ანგლიკანებთან]] და კალვინისტებთან გაერთიანდნენ.
[[ფაილი:Jan Hus at the Stake.jpg|მარცხნივ|მინი|იან ჰუსის კოცონზე დაწვა]]
შემდეგში უკვე XV საუკუნის ინგლისელი და ჩეხი რეფორმატორების იდეებისაგან შთაგონებულმა ჩეხმა მქადაგებელმა [[იან ჰუსი|იან ჰუსმა]], თავი მოუყარა მათ თეორიებს და ისტორიაში პირველად შექმნა მწყობრი რეფორმატორული მოძღვრება, რომლის მიმდევრებსაც შემდეგში მისსავე პატივსაცემად [[ჰუსიტები]] ეწოდათ. იგი ღიად დაუპირისპირდა კათოლიკურ იდეოლოგიასა და მის მომხრე გაბატონებულ არისტოკრატიას. მისი მოწოდებით ეკლესია უნდა დაბრუნებოდა პირველად სახეს, ხოლო საზოგადოებრივი ცხოვრება უნდა შეცვლილიყო წმინდა წერილის მიხედვით, ფეოდალებს კი სტატუსი მხოლოდ მაშინ უნდა შენარჩუნებოდნენ, თუკი ისინი სრულად დაიცავდნენ ქრისტიანულ მოღძვრებას. ვინაიდან მას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა მთელ ჩეხეთში, ამან პაპის ყურადღებაც მიიპყრო და 1410 წელს მან შეაჩვენა იან ჰუსი. 1412 წელს ჰუსი ღიად დაუპირისპირდა ინდულგენციებით ვაჭრობას, რის გამოც პრაღიდან გააძევეს. სწორედ გადასახლებისას დაასრულა მან თავისი ტრაქტატი და ჩეხურ ენაზე თარგმნა ბიბლია, რაც აკრძალული იყო, რამეთუ მაშინდელი დოგმატით ღვთის სიტყვა მხოლოდ ლათინურად, ბერძნულად, ან ებრაულად უნდა წაკითხულიყო. 1414 წელს ამის გამო იგი [[კონსტანცის საეკლესიო კრება|კონსტანცის საეკლესიო კრებაზე]] გამოიძახეს, სადაც დააპატიმრეს და 1415 წელს ინკვიზიციამ იგი კოცონზე დაწვა, როგორც ერეტიკოსი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიციზმი“-დან