კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 133:
 
=== აღმოჩენების ეპოქა ===
[[ფაილი:Spanish Empire.png|მინი|390x390პქ|ესპანეთის კოლონიური იმპერია და მისი ინტერესის სფეროები თავისი ძლიერების პიკზე]]
ესპანეთის გამაერთიანებელი და რეკონკისტას დამასრულებელი მეფე-დედოფლის, [[ისაბელ I კასტილიელი|ისაბელ კასტილიელისა]] და [[ფერდინანდ II არაგონელი|ფერდინანდ არაგონელის]] სახელს უკავშირდება ასევე [[დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები|აღმოჩენების ეპოქის]] დაწყება. მათ დააფინანსეს [[ქრისტეფორე კოლუმბი|ქრისტეფორე კოლუმბის]] მოგზაურობა, რომელმაც შემთხვევით აღმოაჩინა ამერიკის კონტინენტი და იგი ესპანეთის საკუთრებად გამოაცხადა. ესპანელებმა ახალი სამყაროს დაპყრობასა და კოლონიზაციას მალევე მიჰყვეს ხელი. იქიდან უამრავი სიმდიდრე და ახალი პროდუქტები გამოჰქონდათ. რომის პაპმა [[ალექსანდრე VI (პაპი)|ალექსანდრე VI]]-მ მათ კურთხევაც მისცათ, ახალი სამყაროს ათვისებისა და იქ კათოლიციზმის გავრცელებისათვის. სულ მალე ამერიკის კოლონიზაციაში პორტუგალიაც ჩაება, რამაც ესპანეთი და პორტუგალია მსოფლიოს უდიდეს, უმდიდრეს და ერთობ ძლიერ იმპერიებად აქცია. სულ მალე მათ ხელში აღმოჩნდა თითქმის მთელი ამერიკა და აფრიკის სანაპიროები, სადაც ისინი თავიანთი ენისა და კულტურის გარდა, ავრცელებდნენ კათოლიციზმსაც, რამაც დღეისათვის კათოლიკობის უდიდესი კერები შექმნა, ევროპაზე დიდებიც კი ([[ბრაზილია]], [[არგენტინა]], [[მექსიკა]], [[კოლუმბია]] და სხვა). გარდა ამერიკისა და აფრიკისა, ესპანელები და პორტუგალიელები ეწეოდნენ აზიის კოლონიზაციასაც, რითაც აიხსნება ის, რომ დღეისათვის [[ფილიპინები]] აზიის უდიდესი ქრისტიანული და კათოლიკური ქვეყანაა, ასევე ტიმორი, მათსავე სახელს მიეწერება კათოლიკური კერების გაჩენა ინდოეთში. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი იეზუიტი მისიონერები აქტიურად მოღვაწეობდნენ ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში, რასაც ამ ქვეყნებში კათოლიკური სამრევლოების გაჩენა მოჰყვა. მოგვიანებით კოლონიზაციაში ასევე აქტიურად ჩაება ასევე კათოლიკური აღმსარებლობის მქონე საფრანგეთი, რომელმაც არაკათოლიკეებს აუკრძალა [[კვებეკი|კვებეკსა]] და სხვა ფრანგულ კოლონიებში დასახლება. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამის გავლენით დღემდე [[კანადა|კანადის]] მოსახლეობის უმრავლესობა აღმსარებლობით კათოლიკეა და ასევე კათოლიციზმის ერთგული დარჩა წარსულში ფრანგების კოლონია, თუმცა ამჟამად აშშ-ს შტატი [[ლუიზიანა]]. კათოლიციზმი დღემდე მთავარი რელიგიური კონფესიაა აშშ-ში შემავალ, თუმცა წარსულში ესპანეთის კოლონიად მყოფ შტატებში, როგორებიცაა: [[კალიფორნია]], [[ტეხასი]], [[ნიუ-მექსიკო]], [[არიზონა]] და ა.შ.
 
=== პროტესტანტული რეფორმაცია და კონტრ-რეფორმაცია ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიციზმი“-დან