თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

კორექტურა
No edit summary
(კორექტურა)
 
===მეფედ კურთხევა===
[[კახეთის აჯანყება (1605)|1605 წლის კახეთის აჯანყებამ]] აიძულა შაჰი დათმობაზე წასულიყო. მან [[1606]] წელს კახეთის მეფედ 16 წლის ქრისტიანი თეიმურაზი დაამტკიცა, ოღონდ ქართველი მეფის კურთხევის ცერემონიალი ირანში ჩაატარა. ისქანდერ მუნში შაჰ-აბასის მიერ თეიმურაზის მეფედ კურთხევას შემდეგნაირად აღწერს: „ქართველებმა იმ სამეფო გვარის წესისა და კანონის თანახმად გაშალეს მისთვის ხელმწიფობის ხალიჩა და თეიმურაზ-ხანიც ძლევამოსილი და ბედნიერი ხელმწიფის ბრძანებითა და მითითებით შედგა იმ ხალიჩაზე. ქართველებმა ხელში აიღეს თაბახები ფულით და უნდოდათ დაეფრქვიათ მისთვის თავზე. მისმა უდიდებულესობამ როცა გაიცნო ეს მათი ეს წესი და აზრდილობააღზრდილობა, თავისი დიდი მოწყალების გამო ბრძანა, პირველი მე დავაყრიო თავზე ფულს. როცა მისმა უდიდებულესობამ ოქრო და ძვირფასი თვლები დააფრქვია მის თავზე, სახელოვანი ამირები და სამოთხის ბაღის მსგავსი წვეულების დამსწრენი ამის თანახმადმსგავსად მოიქცნენ და თითოეულმა მათგანმა თავისი ხარისხისა და პატივის შესაფერისად თავზე გადაყრის წესი შეასრულა. ქართველთა დიდებულებმაც ოქროსა და ვერცხლის ფული გადააყარეს თავსთავზე და დადგენილი კანონის მიხედვით თასი მისცეს და თასი გამოართვეს (თეიმურაზს). იმ დღეს გონების გასამხირულებლად და აზრისმოსალხენადაზრის მოსალხენად ლხინის საფენები გაშალეს და იმ ხალხთან (ქართველებთან), რომლის სიმღერა და საუბარი უცხო რამ იყო, ილხენდნენ“<ref>ისქანდერ მუნში, გვ. 61</ref>.
 
შაჰ-აბასი თეიმურაზზე დიდ იმედებს ამყარებდა. სპარსულ კულტურაზე აღზრდილი და სპარსული ლიტერატურისა და პოეზიის საუკეთესო მცოდნე თეიმრაზი, შაჰის აზრით, სპარსული ორიენტაციის მომხრე უნდა ყოფილიყო საქართველოში.
 
თეიმურაზი საზეიმოდ მორთული გამოემგზავრა სამშობლოში. ქეთევანი სიხარულით შეეგება შვილს. ახალგაზრდა მეფე ბოდბეს ეკურთხა. სამეფოს, ფაქტობრივად, ქეთევან დედოფალი განაგებდა.
 
ამავე [[1606]] წლის გაზაფხულზე შაჰ-აბასმა ქართლის მეფედ უეცრად გარდაცლილი მეფე გიორგის ძე 14 წლის [[ლუარსაბ II|ლუარსაბი]] დაამტკიცა. მან ქართლის ციხეებიდან (ლორე, აღჯაყალა, დმანისი, თბილისი) ოსმალოები განდევნა და შიგ ყიზილბაში მეციხოვნეები ჩააყენა. ქართლ-კახეთის სამეფოები ირანის ვასალებად ითვლებოდნენ და ვალდებულნი იყვნენ საჭიროების შემთხვევაშიირანისშემთხვევაში ირანის მხარეს ჯარით გამოსულიყვნენ.
 
[[1607]] წელს ისკანდერ მუნშის ცნობით შაჰ-აბასი ქართლიდან წავიდა, შემახას ციხეს შემოადგა და თეიმურაზი იხმო ჯარითურთ. ახალგაზრდა მეფემ თავი აარიდა შაჰთან ხლებას და ბოდიშის მოხდით ლაშქრობისაგან თავი გაინთავისუფლა. როცა შაჰმა განმეორებით იხმო თეიმურაზი, მას ქეთევან დედოფალი ეახლა ათასკაციანი რაზმით. იწყინა შაჰ-აბასმა მაგრამ არ დაიმჩნია. დედოფალი პატივით მიიღო, ხოლო ჯარისთვის საქმე არ მიუცია.
 
===ოჯახი===
[[1607]] წელს ქეთევან დედოფლის ინიციატივითა და დიდებულთა რჩევით თეიმურაზ I დააქორწინეს [[მამია გურიელი]]ს ასულ [[ანა გურიელი|ანაზე]]. თეიმურაზმა დიდებული ქორწილი გადაიხადა თორღას. ორმოც დღემდისდღემდე გრძელდებოდა ლხინი და ზარ-ზეიმი. ჭაბუკი მეფე ბედნიერად ატარებდა დროს, ნადირობდა და ნადიმობდა. ზაფხულს შუამთას, ერწოს, თიანეთს მიეშურებოდა სალხინოდასალხინოდ და საბურთლად, შემოდგომაზე კახეთს ჩავიდოდა, „ღვთისმშობლობას“, „ალავერდობას“, „ჯვართამაღლებას“, „აღდგომას“ ქეიფობდა და ლხინობდა. „შვიდს წელიწადს ასრე ვიყავ, სათქმელი რამ არ მწყენია, უტკივრად და უჭირველად, ცხვირთა სისხლიც არ მდენია“ — ათქმევინებს არჩილი თეიმურაზს. ანასაგან თეიმურაზს ორი შვილი შეძენია. პარიზის ქრონიკის ცნობით, „პირველად ეყოლა ლევან და მერმე ალქესანდრე“. უფლისწულები ერთმანეთის მიყოლებით გაჩენილან. „არჩილიანში“ ნათქვამია: „მომეზარდნეს ორნი შვილნი, ხუთის წლის და მეოთხისა“. ლევანი — უფროსი შვილი დაბადებულია 1609 წელს: „ქკსა სჟზ აქა იშვა ძე მისი ლევან“<ref>ქრონიკები, II, გვ. 437</ref>. ერთი წლის შემდეგ [[1610]] წელს უკვე ალექსანდრეც შესძენიათ. ანა დედოფალი მალევე [[1612]] წელს გარდაიცვალა. ახალგაზრდა მეფედიდადმეფე დიდად დაამწუხრა მეუღლის გარდაცვალებამ. არჩილის თქმით თეიმურაზი ორმოცამდე ბნელში იჯდა და მწარედ მოსთქვამდა:
 
{{ციტირება|ჟამი გადახდა შვებისა, მოვიდა გლოვა-წუხილი,
უარი არ მათქმევინა, არც ხანი დამიდარიჯა (396).}}
 
[[1612]] წელს თეიმურაზი შაჰს შავით შემოსილი სწვევია. „ხოლო დახვდა ყაენი დიდად კარგად და მისცა მრავალი და გამოიყვანა გლოვისაგან“, — გვაუწყებს ბერი ეგნატაშვილი. ამასვე იმეორებს ვახუშტი: „განძარცვა გლოვა, ანადიმებდა და ანადირებდა მარადღე“.
 
ქართული წყაროების მიხედვით, შაჰ-აბასმა თეიმურაზს წინადადება მისცა, ცოლად შეერთო ლუარსაბ მეფის და ხორეშანი. „შეირთევ და ლუარსაბ მეფისა და იქმენ ქვისლ ჩემდა და მოყვარე მისი, რათა არღარა იყოს თქვენ შორის შური“, წერს ვახუშტი. იგივეს იმეორებს ბერი ეგნატაშვილიც და არჩილიც.
 
[[სურათი:Teimuraz I of Kakhetia.jpg|thumb|200px|თეიმურაზ I და მისი ცოლი ხორეშანი. ესკიზი ესპანელი მოგზაურის, [[კრისტოფორო დე კასტელი|დონ კრისტოფორო დე კასტელის]] ჩანახატებიდან.]]
თეიმურაზი ძლიერ შეაწუხა ამ ამბავმა, რადგანაც ხორეშანი მისი ახლო ნათესავი იყო. ხორეშანის ბებია ნესტან-დარეჯანი თეიმურაზის პაპის ალექსანდრეს და იყო. უარი არ გავიდა და თეიმურაზი დათანხმდა. ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტის ცნობით, ყაენმა ლუარსაბს მისწერა, რათა მიეცა და თეიმურაზისათვის, მის სიტყვას ვერც ლუარსაბი გადავიდა და თეიმურაზმა ხორეშანი შეირთო. ოღონდ ეს შეუღლება მოხდა მას შემდეგ, რაც თეიმურაზმა „საკანონო“ გაიღო. „პატრიარქმა და ეპისკოპოსმა კრება და რჩევა ქნეს, საქრისტიანოს გასაძლიერებლად ნება დართეს ბატონს თეიმურაზს და ხორეშან წაიყვანა ბატონმა თეიმურაზ და შეირთო“, — მოგვითხრობს პარიზის ქრონიკა. ამასვე ადასტურებს ფარსადან გორგიჯანიძეც: „ბატონის თეიმურაზის პაპა ბატონი ალექსანდრე და ხორეშან დედოფლის ბებია ნესტან დარეჯან დედოფალი და ძმანი იყვნენ, ბატონის ლევანის შვილები არიან და ქრისტიანობაში უმხდურნი ყოფილან და მერჯულენიც ნებას არ ყოფილან და არაგვის ერისთავის შვილისათვის ნაქადები ყოფილა და კრება უქნიათ ამაზედ, რომ დაძმათ შვილიშვილები ერთმანეთს ვით შერთონ. ასრე არჩივეს და საქრისტიანოს გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის, მერჯულეთ ნება დართვეს“. ამრიგად, თეიმურაზისთვის ხორეშანის მითხოებამითხოვება დარბაზმა გადაწყვიტა. საფუძველი შაჰ-აბასის მოთხოვნის გარდა საქრისტიანოს გაძლიერება ყოფილა. მართლაც, ამ აქტით ორი სამეფოს — ქართლისა და კახეთის ძალები ერთიანდებოდა და ამდენად შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონოდა ქვეყნის თავდაცვისათვის. სხვაგვარად ფიქრობს პლატონ იოსელიანი. მისი აზრით, შაჰი ამ აქტით ქრისტიანული ეკლესიის სიმტკიცის შერყევას სცდილობდა. „ხორეშანი თეიმურაზის ნათესავი იყო და შაჰმა კარგად იცოდა, რომ მათ მართლმადიდებელი ეკლესიის წესით ეკრძალებოდათ შეუღლება. ეკლესიის მოძღვარნი, მეფე და ხალხი წინასწარ ხედავდნენ შაჰის საზარელ განზრახვას, იმას, რომ შაჰს სურდა ეკლესიის წესების დარღვევით თანდათან შეერყია ქრისტიანთა სიმტკიცე, ქართველები მაჰმადიანებთან დაეახლოვებინა“<ref>პლ. იოსელიანი, „დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ცხოვრება“, თბ., 1973, გვ. 24</ref>.
 
[[1612]] წელს თეიმურაზ I-მა [[ხორეშანი]] შეირთო ცოლად. ვახუშტის ცნობით ქორწილი გრემში ყოფილა. „ქ~სა ჩქიბ, ქარ. ტ“. არჩილის მიხედვით, თეიმურაზი ამ ქორწინებით კმაყოფილი ჩანს:
===შაჰ-აბასის შემოსევები===
[[სურათი:თეიმურაზ I (1708 წ. მინიატურა) – Teimuraz I (1606-1648) (1708, Miniature).JPG|thumb|200px|თეიმურაზის მინიატურა 1708 წლის სიგელიდან.]]
[[1612]] წლის ირან-ოსმალეთის ზავის შემდეგ ქართველთა ცხოვრება გაუმჯობესდა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა. შაჰ-აბასი ვერ ეგუებოდა ზავის პირობებს, ამის გარდა, მას არ აკმაყოფილებდა ქართლ-კახეთის სამეფოების ვასალური დამოკიდებულება, აშფოტებდააშფოთებდა ქართველების ერთმორწმუნე რუსეთთან კავშირიც და გადაწყვიტა ქართლ-კახეთის საკიტხისაკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყვიტა ირანის სასარგებლოდ. არაქელ დავრიჟეცის აზრით, შაჰის ძირითადი მიზანი, საქართველოში ქართველ მეფე-მთავართა შორის შუღლის ჩამოგდება, მათი დასუსტება და ქვეყნის საბოლოო დამორჩილება იყო.
 
საქართველოს ისტორიის ნარკვევების მეოთხე ტომში ნათქვამია: „[[1612]] წლის ზაფხულში შაჰმა თეიმურაზი და ლუარსაბი ნადირობის საბაბით მაზანდარანს დაიბარა“<ref>საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, თბ., 1973, გვ. 262</ref>. რეალურად შაჰის მიერ მეფეების დაბარება უნდა მომხდარიყო 1613 წლის ზამთარში. მეფეები შეყოყმანდნენ, არ ენდვნენენდნენ შაჰს და მაზანდარანს არ ჩავიდნენ. ისკანდერ მუნშის ცნობით, „ამირ-ყული ჯილავდარი, რომელმაც მოუტანა მათ ეს სასიხარულო ამბავი, სხვადასხვა მიზეზის მოგონებით გააჩერეგააჩერეს ერთხანს; თითოეული მათგანი თავის წასვლას მეორის გამგზავრებას უკავშირებდა და სდებდა სხვა დროისათვის. იმდენი იძვრინეს თავი, რომ მაზანდარანში უკვე დათბა, გაზაფხული და ნადირობის დრო გავიდა და მისი უდიდებულესობა შაჰიც ამ ველაეთიდან წამოვიდა. ხსენებული ჯილავდარი ხელცარიელი გამოაბრუნეს საქართველოდან და შაჰის კარზე არ მივიდნენ“. ისკანდერ მუნში აგრძელებს და იძახისამბობს, რომ მალე შაჰ აბასმა ამისთვის დასაჯა მეფეები და [[1613]] წლის 16 ოქტომბერს „სამღვთო„საღვთო ომისათვის საქართველოსკენ დაიძრა“. ასევე სხვა წყაროებიც ადასტურებენ, რომ შაჰ აბასის საქართველოში პირველი ლაშქრობა [[1613]] წლის შემოდგომაზე მოხდა.
 
შაჰ-აბასი დიდი ლაშქრით განჯაში მოვიდა და თეიმურაზისაგან ერთგულებისა და მორჩილების ნიშნად მძევლები მოითხოვა, თან ხმას ავრცელებდა, ოსმალეთზე საბრძოლველად მივდივარო. თეიმურაზი შეყოყმანდა. ხედავდა „არა იყო ბრძოლა ოსმალთა“ და იცოდა შაჰ -აბასის სიბოროტე, არ ემეტებოდა მემკვიდრე. კახელებმა დაუჟინეს, რათა გაეგზავნა შვილი. მაშინ გაგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და თან დედა - ქეთევანი გააყოლა „უფრო მეტ პატივს დამდებს და არას აწყენს შვილსა ჩემსაო“. ქეთევანი პატივით მიიღო შაჰმა, მაგრამ გაჯავრდა უმცროსი ვაჟი რად მინდოდა, ძიძა ხომ არა ვარო, თუ ჩემი შერიგება სურს, უფროსი გამომიგზავნოსო. არ უნდოდა თეიმურაზს ლევანის გაგზავნა და ქეთევან დედოფალსაც შემოეთვალა - ნუ გამოგზავნიო, მაგრამ არ დაეთანხმნენ კახელები „ნუ მოსწყვედ კახეთს ერთისა ყმისთვისო“. არჩილის სიტყვით, თეიმურაზი ევედრებოდა კახელებს:
{{ციტირება|...დამეხსენით, თქვენი რჩევა არ ივარგსა,
 
ლევანსა და ალექსანდრეს რად მიკარგავთ ორსავ კარგსა?|||(458)}}
 
არჩილის ცნობით, თეიმურაზი ბოლომდე უარზე იყო ლევანის გაგზავნაზე, მაგრამ კახელებმა გამოართვეს და გაუგზავნეს შაჰს. ცბიერმა შაჰმა თეიმურაზს ერთგულება შეუქო და თვითონაც თავისთან იხმო. აწ უკვე აღარ ენდო მეფე ირანის მბრძანებელს. პარიზის ქრონიკის ცნობით, „გაგზავნა ბატონმა თეიმურაზმა თავისი დედა და ორი შვილი - ლევანი და ალექსანდრე, სხვა მრავალი ფეშქაში გაუგზავნა და სახვეწარი წიგნი კიდევ მისწერა, ყაენს იამა მისვლა და დიდი პატივი და დიდი საქმე მიაპყრა და უბრძანა დედოფალს, თქვენ აქ მოხვედით და მნახეთო და მრავალი წყალობა უქადა და ახლა შენს შვილს ბატონს თეიმურაზს წიგნი, მისწერეო, მოვიდეს, მნახოსო, მრავალ წყალობას უზამო და შენც და იმას თქვენსავე საბატონოში გაგისტუმრებო. და ყაენმა დაბრუნებაც მოინდომა და ყიზილბაშთ უფროს კაცებს ეს ლაშქრობა არ უნდოდა, მაგრამ ქართველნი და კახნი ვინცა ვინ ყაენის კარზე იყვნენ, დაიწყეს ლაპარაკი, ყაენი და ერანის ლაშქარი აქამდისინ გარჯილხართო, სამის დღის სავალი დარჩომილაო, ჩვენ და ჩვენი შვილები აქ მზევალთ შეგვინახეთო, თუ თქვენ ლაშქარს დაუმარცხდეს რამეო, ყველას თავები დაგვაყრევინეთო, რადგან ხელმწიფე აქამდისინაო მობრძანებულაო, საქართველოს მიბრძანდეს და ნახოსო და თავისი ერტგულიერთგული და ორგული იცნოსო“. ფ. გორგიჯანიძეც თითქმის ასევე გადმოგვცემს ამ ამბავს: „დიდის რისხვიანობათა და მრავლის ლაშქრით ყაენი ყარაბაღში მოვიდა. რა ეს ანბავიამბავი ბატონმან თეიმურაზ გაიგონა, თავისი დედა ქეთევან დედოფალი და თავისი და ელენე და თავისი ორი შვილი ლევანი და ალექსანდრე სხვას მრავალს ფეშქაშითა, სახვეწარი წიგნები ყაენს მიაგება. ყაენს იამა და დაბრუნება მოინდომა და არც ყიზილბაშთ უნდოდა ეს ლაშქრობა, მაგრა ვინც ქართველნი და კახნი ახლდნენ, დაუწყეს ყაენს ხვეწნა, რომ ჩვენი შვილნი და თავადები აქ მზევლათ მოგვისხამსო, თუ შენს ლაშქარს დაუმარცხდეს რამეო, ყველას თავები დაგვაყრევინეთო; რადგან აქამდისნი მობრძანებულხარო, საქართველო ინადირეთო და რომელიც გეპრიანების, ისრე გარიგეთო და მასუკან ნადირობითა და შექცევით დაბრუნდითო“.
 
ამ ცნობასთან ახლოსაა „დიდმოურავნიანის“ ხელნაწერებით დაცული სატაურისსათაურის ცნობა: „სხვა მრავალი ფეშქაში და სახვეწარი წიგნი მიაგება. ყაენმა ერთგულებაში ჩამოართო და უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ბევრი მაბეზღარი ჰყავდა ქართლის მეფეს და კახთ ბატონს და არარაღარ დააბრუნეს“. ამ სამი ცნობის მიხედვით ყაენი განჯიდან უკან დაბრუნებას ფიქრობდა, მაგრამ ქართველთა მაბეზღარობამ გამოიწვია მისი გამოლაშქრება.
 
თეიმურაზი არ ეახლა შაჰ-აბასს. განრისხებული შაჰი კახეთისკენ დაიძრა. თეიმურაზი და ლუარსაბი გაერთიანდნენ და სცადეს გამკლავებოდნენ მტერს. კახელებში არეულობა შეიქნა. მტრის აგენტები თეიმურაზს დამორჩილებას ურჩევდნენ. ყიზილბაშები კახეთს შემოვიდნენ, მეფე ქართლისკენ გაემართა, მაგრამ შაჰის მდევარმა რაზმმა გზა გადაუჭრა. ჟალეთს, მდინარე იორზე თეიმურაზი შეება ყიზილბაშთა ჯარს და გაიმარჯვა. აქედან მუხრანს გადავიდა და ლუარსაბს შეხვდა. ლუარსაბი და თეიმურაზი დარწმუნდნენ, რომ წინააღმდეგობას ვერ შეძლებდნენ. ქართველ ფეოდალთა ნაწილი უკვე შაჰს ხლებოდა და მორჩილება გამოეცხადებინა. „განიპარნენ ნუგზარ და იესე ერისთავნი, ამილახორი ანდუყაფარ, ფეშანგი ფალავანდიშვილი, აღთანგი ხერხეულიძე და მოვიდნენ განჯას წინაშე ყეენისა“, წერს ვახუშტი. პარიზის ქრონიკის ცნობით, შაჰი „კახეთს მივიდა თვესა იანვარსა ა“. ე. ი. იანვრის პიირველპირველ რიცხვებში, ხოლო ბერი ეგნატაშვილის მიხედვით 5 იანვარს აიღო თორღას ციხე.
 
შაჰ-აბასის პირველი ლაშქრობა საქართველოში 1613 წლის შემოდგომაზე მოხდა. წლის ბოლოს კი სტამბოლში ჩავიდნენ საქართველოს ელჩები, მათ შორის არქიეპისკოპოსი თეოდოსი და სამეგრელოს წარმომადგენელი. სულთანს სპარსელების შემოსევის ამბავი აცნობეს და დახმარება სთხოვეს. ოსმალეთი დახმარებას ჰპირდებოდა თუ დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები მასთან ზავს დადებდნენ და მათზე დაკისრებულ ხარკს გადაიხდიდნენ. 1614 წელს გურიელსა და 1615 წელს დადიანსა და ოსმალეტსოსმალეთს შორის მოხდა საზავო მოლაპარაკება. დადიანმა და გურიელმა ხარკის გადახდა იკისრეს<ref>მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1971, გვ. 258-261</ref>. საქართველოს მეფე-მთავრები ირანის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, ოსმალეთი მათ დახმარებას დაპირდა. ჩანს, ამ საქმეში თეიმურაზიც იღებდა მონაწილეობას. მაგრამ სანამ ოსმალეთის დახმარების დაპირებას მიიღებდნენ, შაჰ-აბასმა კახეთი დაიკავა. „გამოიღო ყოველივე საგანძური კახეთისა და შემუსრა ხელიტა თვისითა წმინდა გიორგი ალავერდისა და შემუსრნა პატიოსანნი ხატნი და ჯვარნი და შემოსძარცვნა პატიოსანნი თვალნი და მარგალიტი, მისცა მეძავთა, ცოლსა და ხარჭთა მისთა, და ყო სამკაულად მათდა და შეაგინნა წმინდანი ეკლესიანი კახეთისანი და წამოემართა ქართლსა ზედა“<ref>ბერი ეგნატაშვილი, გვ. 393</ref>. კახეთის მოსახლეობის ორი მესამედი გაწყდა. ნანგრევებად იქცა ქალაქები და სოფლები, ქვეყანა გავერანდა. [[1614]] წელს, [[ირანი]]ს [[აბას I|შაჰის აბას I-ის]] ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს თეიმურაზ I იძულებული გახდა ლუარსაბ II-თან ერთად იმერეთში გახიზნულიყო. საწერეთლოში — საჩხერეში შეეგებათ იმერეთის მეფე გიორგი და ქუთაისს მიიპატიჟა. გამძვინვარებული შაჰ-აბასი გორს მოვიდა და იმერეთის მეფისაგან ქართლ-კახეთის მეფეები მოითხოვა. მეფე გიორგიმ სტუმრების გაცემაზე უარი განაცხადა. იმერეთის ელჩები: აფხაზეთის კათალიკოსი და ლევან აბაშიძე ეახლნენ შაჰ-აბასს და სთხოვეს ლუარსაბსა და თეიმურაზს შერიგებოდა. შაჰმა ხელი აიღო თეიმურაზზე, მას არას ვერჩიო, და ლუარსაბის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. მართლაც, ლუარსაბი გამოიტყუა იმერეთიდან, ყარაიაში თითქოს სანადიროდ გაიყოლა, დაატყვევა და შემდეგ მშვილდის საბლით მოაშთობინა. თეიმურაზის დედა ქეთევანი და შვილები შირაზს გაგზავნა. უამრავი ტყვე წაიყვანეს. ქვეყანა დახარკეს, მეფისა და ეკლესიის განძეულობა მოიტაცეს. კახეთში თეიმურაზის გამაჰმადიანებული ბიძაშვილი ისა-ხანი დანიშნა, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ირანში იმყოფებოდა. მოადგილეებად დავით ჯანდიერი (ასლანიშვილი) და ნოდარ ჯორჯაძე დაუნიშნა. კახეთში დღის წესრიგში აჯანყება დადგა. მალე (1615 წლის 22 მაისი) ირან-ოსმალეთის ომი განახლდა, რამაც კახეთის აჯანყება დააჩქარა. ისა-ხანი ირანში გაემგზავრა და კახეთი ჯორჯაძეს და ჯანდიერს დაუტოვა, რომლებიც აჯანყებას სათავეში ჩაუდგნენ და თეიმურაზი იმერეთიდან გადმოიყვანეს. ამ დამსახურებისათვის 1637 წელს მეფე თეიმურაზი დავით ჯანდიერის შვილებიცშვილებს მამულბსმამულებს უბოძებს<ref>საქართველოს სიძველენი, III, გვ. 188-189</ref>. კახეთის შირვანიც აჰყვა და ციხე-ქალაქი შაჰის ჯარებისაგან გაათავისუფლეს. შაჰმა აჯანყებაში აშკარად შეამჩნია ოსმალეთის ხელი და 15 ათასიანი არმიით ალი-ყული-ხანი გამოგზავნა. თეიმურაზმა დაამარცხა და გააქცია ალი-ყული-ხანი. ამ გამარჯვებამ თავისი ძალებისადმი რწმენა შესძინა უცხოური აგრესიის წინააღმდეგ დაუცხრომელ მებრძოლსმებრძოლ თეიმურაზსა და მის თანამებრძოლთ, ხოლო ძალზე შეაშფოთა ირანის ლომი, რომელიც 1616 წლის გაზაფხულზე უზარმაზარი არმიით გამოემართა საქართველოსაკენ. ამ დროისათვის ირან-რუსეთის ურთიერთობა განახლდა. თეიმურაზიც რუსეთიდან ჩანს რომ, რუს ხელმწიფეს სთხოვს შაჰ-აბას არ გაანადგუროს საქართველო, რადგანაც იგი იმთავითვე ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელიაო<ref>Т. Тивадзе, Материалы..., გვ. 136</ref>. [[ისკანდერ მუნში]] თავხედობად უთვლის თეიმურაზს ალი-ყული-ხანზე გამარჯვებას და წერს: „იმას ვერ მიხვდა, რომ რაც უნდა მაღლა აფრინდეს წერო ბასკრნისკარტიანი, ის მაინც ვერ გაჩუმდება ცის უმაღლეს სფეროში მფრინავი შევარდნის კლანჭებს. იმ გაბედულების და თავხედობის გამო, რომელიც მან გამოიჩინა, ბოლოს ის დასჯილ იქნება ძლევამოსილი ხელმწიფისაგან და მისი წინაპრების ამდენი წლის ადგილი და სადგომი გავერანდა და მათი ქვეყანა ქარს მიეცა“.
 
1616 წელს შაჰ-აბასი ჯერ ქართლში შემოვიდა, ქართლის მმართველად ბაგრატ-ხანი (დაუთ-ხანის შვილი) დანიშნა, კახეთში გადავიდა და იქ დაბანაკდა. თეიმურაზი მარტო აღმოჩნდა გამძვინვარებული შაჰის წინაშე, ოსმალეთის ლაშქარი არ მოეშველა. ქვეყანა გაპარტახდა. ფ. გორგიჯანიძე მოგვითხრობს: „მრავალი კარგად ნაშენი სახლები, სასახლენი დაქცეულ -დანგრეული ვნახეთ, უკარო და უჭერო, ნადირთ სადგომ მქნილნი“ქმნილნი“. ქვეყანა გაპარტახდა, 80 000 კაცი სპარსეთის შორეულ პროვინციებში გადაასახლეს. „რაც კაცი აეყარა ზოგი ფერიას გაგზავნეს და ზოგი მაზანდარანს. ზოგი შირაზს დაასახლა, ზოგი სხვაგან დაფანტა“, მოგვითხრობს [[პარიზის ქრონიკა]]. გაპარტახებული ქვეყანა დახვდათ რუსეთის ელჩებსაც. თეიმურაზი ისევ იმერეთში გაიქცა. მართლაც ამ დროიდან თეიმურაზის მიერ გაცემული სიგელები აღარ ჩანს. მხოლოდ 1622 წლის 2 ივლისის სიგელით გაბრიელ ბახუტაშვილს აჯილდოებს ყმა-მამულით. „ეს საბუთი თეიმურაზის კახეთში იმ ხანმოკლე გამეფების დროისაა, რაც მან შესძლო ნოდარ ჯორჯაძის და დავით ასლანიშვილის შემწეობით“<ref>ჯ. ოდიშელი, „აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის“... გვ. 106</ref>. შაჰმა კახეთი ორ ნაწილად გაყო. ერთი — ივრის აღმოსავლეთი მხარე ფეიქარ ხანს ჩააბარა, მეორე — დასავლეთი, ქართლის ხანს ბაგრატს უბოძა. თეიმურაზმა დიპლომატიური მოქმედება გააჩაღა. თვითონ გურიას ჩავიდა, იღუმენი ხარიტონი ორჯერ (1617, 1618) გაგზავნა ოსმალეთში და დახმარება სთხოვა ხონთქარს. ამ ელჩობის შედეგი იყო ხონთქარის მიერ გონიისა და ზოგი სხვა ადგილის ბოძება. „ხონთქარმან სხვა ვერა გაუწყო რა და მისცა გონიასა და ახალციხესა და გარეშემო მისსა მამული სარჩოდ“<ref>ბერი ეგნატაშვილი, გვ. 402</ref>. 1618 წელს თეიმურაზი მონაწილეობდა ოსმალეთის მხარეზე ირანის წინააღმდეგ ომში და მუქარას უთვლიდა სპარსეთის შაჰს, რომ სამაგიეროს მიუზღავდა კახეთის აოხრებისათვის, მაგრამ იმედები არ გაუმართლდა. ირანსა და ოსმელეთს შორის ზავი დაიდო. თეიმურაზი ოლთისში დაბრუნდა, შემდეგ გონიაში გადასახლდა და, არჩილის სიტყვებით, რუსეთისაკენ წასასვლელად გაემზადა.
{{ციტირება|რუსეთისკენ გავემზადე, ეს რა მოსაგონია, სა?
 
 
==შემოქმედება==
სპარსეთის აგრესიის წინააღმდეგ შეუპოვრად მებრძოლი თეიმურაზ I ზედმიწევნით იცნობდა სპარსულ ენასა და მწერლობამწერლობას და მის ძლიერ გავლენასაც განიცდიდა. წერდა კიდეც: "სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი". მან გადმოაქართულა სპარსულენოვან სამყაროში ფართოდ გავრცელებული პოემები: "ვარდბულბულიანი", "შამიფარვანიანი", "ლეილმაჯნუნიანი" და "იოსებზილიხანიანი". თეიმურაზ I ორიგინალურ თხზულებებშიც არ ღალატობდა სპარსულ მწერლობის ტრადიციებს როგორც თემატიკის, ისე ჟანრის სფეროში.
 
თეიმურაზ I პრინციპულად სასულიერო თემატიკას ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა მის პოეზიაში საერო ნაკადი ბატონობდა. თავისი რელიგიური გრძნობები პოეტმა უმთავრესად იმით გაამჟღავნა, რომ სპარსულიდან გადმოღებულ პოემებშიც კი ქრისტიანული აღსარებლობისადმი ერთგულება და მუსლიმანობის სიძულვილი გამოხატა.
221

რედაქტირება