კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
კათოლიციზმის მთავარი რელიგიური იდეოლოგია გამომდინარეობს [[ნიკეის პირველი საეკლესიო კრება|ნიკეის საეკლესიო კრების]] მრსწამსიდან. ამ მოძღვრების მიხედვით, არსებობს ერთადერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელიც თავად [[იესო ქრისტე|იესო ქრისტემ]] დააარსა. ამავე მოძღვრებით, კათოლიკე ეპისკოპოსები არიან ქრისტეს მოციქულთა მემკვიდრეები, ხოლო [[რომის პაპი]] თავად [[წმინდა პეტრე|წმინდა პეტრეს]] მემკვიდრე და, მაშასადამე, მთელი ეკლესიის მეთაურია, რამეთუ მას მიანიჭა ქრისტემ პირველობა. კათოლიკეთა მტკიცებით, სწორედ ისინი იყენებენ თავდაპირველ ქრისტიანულ სარწმუნოებას, რომელსაც ქადაგებდნენ მოციქულები. კათოლიკე ეკლესია უშეცდომოდ ინარჩუნებს სწავლებას წმინდა წერილებისა და წმინდა ტრადიციების მეშვეობით, როგორც ავთენტურადაა განმარტებული ეკლესიის მაგისტერიუმში. ლათინური ეკლესია, ოცდასამი აღმოსავლური ეკლესია და ინსტიტუტები, როგორებიცაა: მენდიკანტური ორდენები, დახურული სამონასტრო ორდენები და სხვა წმინდა ორდენები, ასახავენ ეკლესიაში არსებულ მრავალფეროვან თეოლოგიურ და სულიერ აქცენტებს.
 
შვიდი საიდუმლოდან კათოლიციზმში მთავარ ადგილს [[ზიარება|ევქარისტია]] იკავებს, რომელიც ლიტურგიულად აღევლინება მესისასწირვისას. ამ დროს შეწირული პური და ღვინო წარმოადგენს ქრისტეს ხორცისა და სისხლის განსახიერებას. კათოლიციზმში ასევე დიდი ადგილი უკავია [[მარიამ ღვთისმშობელი|წმინდა მარიამს]], რომელიც აღიქმება მარადიულ ქალწულად, ღვთისმშობლად, ზეცის დედოფლად და ეკლესიის დედად. კათოლიკური სოციალური სწავლება ასევე ხაზს უსვამს ავადმყოფთა, ღარიბთა და ტანჯულთა მხარდაჭერას მოწყალების ფიზიკური და სულიერი საშუალებების მეშვეობით. კათოლიკური ეკლესია ათასობით სკოლასა და საავადმყოფოს ფლობს მთელი მსოფლიოს გარშემო, რის გამოც იგი არის განათლებისა და ჯანდაცვის უმსხვილესი არასამთავრობო მიმწოდებელი მსოფლიოში. მის დაქვემდებარებაშია ასევე არაერთი საქველმოქმედო და ჰუმანიტარული ორგანიზაცია.
 
კათოლიციზმმა უდიდესი გავლენა იქონია დასავლურ ფილოსოფიაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, მუსიკასა და მეცნიერებაზე. კათოლიკე მისიონერები დღემდე მთელ მსოფლიოში მოღვაწეობენ ადამიანთა მოქცევისა და დიასპორის გაზრდის მიზნით. XX საუკუნეში ევროპაში განხორციელებული [[სეკულარიზმი|სეკულარიზმის]] პოლიტიკისა და [[კომუნიზმი|კომუნისტური]] რეჟიმის მიერ ქრისტიანობის დევნის გამო, დღეისათვის კათოლიკეთა უმეტესობა დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ცხოვრობს. კათოლიკური ეკლესია თანაზიარებაში იყო აღმოსავლეთის ბერძნული წესის [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლურ ეკლესიასთან]] 1054 წლის [[დიდი სქიზმა|დიდ სქიზმამდე]], რომელიც უმეტესად პაპის ავტორიტეტისა და [[სულიწმინდა|სულიწმინდის]] გამომავლობის საკითხში ორი კონფესიის უთანხმოებამ გამოიწვია. 431 წლის [[ეფესოს საეკლესიო კრება|ეფესოს საეკლესიო კრებამდე]] დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები ფაქტობრივად იდენტური იყო, 451 წლის [[ქალკედონის საეკლესიო კრება|ქალკედონის კრების]] შემდეგ კი ქრისტოლოგიაში არსებული განსხვავებების გამო მოხდა მათი თავდაპირველი გახლეჩა. XVI საუკუნის ევროპაში განხორციელებულმა [[რეფორმაცია|რეფორმაციამ]] გამოიწვია კათოლიკე ეკლესიისაგან მისი დიდი ნაწილის გამოყოფა და ცალკე, [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტულ]] კონფესიად გადაქცევა. XX საუკუნიდან კათოლიკური ეკლესია ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი სექსუალობის შესახებ დოგმატური სწავლებების, ქალების მღვდლებად ხელდასმის წინააღმდეგ არსებული დოქტრინისა და სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო.
ხაზი 46:
 
=== ზოგადი მიმოხილვა ===
[[ფაილი:Perugino - Entrega de las llaves a San Pedro (Capilla Sixtina, 1481-82).jpg|მარცხნივ|მინი|290x290პქ|[[პიეტრო პერუჯინო|პიეტრო პერუჯინოს]] მიერ შესრულებული ფრესკა [[სიქსტეს კაპელა|სიქსტეს კაპელაზე]], რომელზეც ნაჩვენებია, თუ როგორ გადასცემს [[იესო ქრისტე|ქრისტე]] სამოთხის გასაღებს [[პეტრე მოციქული|წმინდა პეტრეს]].]]
ქრისტიანული რელიგია ეფუძნება [[იესო ქრისტე|იესო ქრისტეს]] სწავლებებს, რომელიც ცხოვრობდა და ქადაგებდა ჩვ. წ. I საუკუნეში, [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] [[იუდეველთა სამეფო|იუდეის პროვინციაში]]. კათოლიკური მოძღვრებით, თანამედროვე რომის კათოლიკე ეკლესია არის თავად ქრისტეს მიერ დაარსებული ადრეული ქრისტიანული საზოგადოების მემკვიდრე. მიუხედავად რელიგიური კონფლიქტებისა და სასტიკი დევნისა, ქრისტიანობამ გავრცელება რომის იმპერიაში მალევე დაიწყო. იმპერატორმა [[კონსტანტინე I დიდი|კონსტანტინემ]] 313 წელს ქრისტიანობის დევნა შეწყვიტა, 380 წელს კი იმპერიის სახელმწიფო რელიგიაც ხდება. V-VI საუკუნეებში დასავლეთ რომის იმპერია მთლიანად გერმანულმა ტომებმა დაიპყრეს, რომლებმაც თავიდან არიული ქრისტიანობა მიიღეს, თუმცა საბოლოოდ კათოლიკეები გახდნენ და მოექცნენ [[რომის პაპი|რომის პაპის]] პრიმატში.
 
VII-VIII საუკუნეებში დაწყებულმა [[არაბთა დაპყრობითი ომები|ისლამურმა დაპყრობებმა]] და [[ისლამი|ისლამის]] გაფართოვებამ გამოიწვია საქრისტიანოს საგრძნობლად შევიწროვება. მუსლიმთა ხმელთაშუა ზღვაზე გაბატონებას მოჰყვა ნელ-ნელა დასავლელი და აღმოსავლელი ქრისტიანების ჩამოშორება და რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ბზარების გაჩენა. საეკლესიო ხელისუფლებასთან დაკავშირებული კონფლიქტები, განსაკუთრებით რომის პაპის ავტორიტეტთან დაკავშირებული, ნელ-ნელა გამწვავდა და კულმინაციას XI საუკუნეში მიაღწია, როდესაც 1054 წელს მოხდა [[დიდი სქიზმა]] და ერთიანი საქრისტიანო გაიყო კათოლიკეებად და [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლებად]]. კათოლიკეებმა რომის პაპი მსოფლიო ეკლესიის მეთაურად სცნეს, მართლმადიდებლებმა კი — არა. ეკლესიის შიდა განხეთქილება ჯერ კიდევ 431 წლის [[ეფესოს საეკლესიო კრება|ეფესოს კრებასა]] და 451 წლის [[ქალკედონის საეკლესიო კრება|ქალკედონის კრებიდან]] დაიწყო. მიუხედავად სქიზმისა, არაერთი აღმოსავლური ეკლესია რომთან თანაზიარებაში დარჩა, რასაც XV საუკუნეში მოჰყვა [[აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიები|აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიების]] გაჩენა.
[[ფაილი:The Last Supper - Leonardo Da Vinci - High Resolution 32x16.jpg|მინი|381x381პქ|[[საიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)|საიდუმლო სერობა]], შესრულებულია [[ლეონარდო და ვინჩი|ლეონარდო და ვინჩის]] მიერ. გამოსახულია იესო ქრისტე და მისი თორმეტივე მოციქული.]]
ადრეული ეკლესიები ევროპაში ბერძნული და რომაული ცივილიზაციების შემნარჩუნებლები გახდნენ. მალევე რომის კათოლიკე ეკლესია დომინანტი ძალა გახდა მთელ დასავლურ ევროპაში, რომელსაც თავად მონარქებიც ექვემდებარებოდნენ. რენესანსის დროსაც კი, მრავალი პოლიტიკური მოღვაწე განაგრძობდა ეკლესიის დაფინანსებას. უკვე XVI საუკუნიდან კი დაიწყო ეკლესიის, განსაკუთრებით კი რელიგიური ავტორიტეტის სერიოზული რყევა, რაც [[მარტინ ლუთერი|ლუთერის]] ქადაგებებისა და ევროპაში [[პროტესტანტული რეფორმაცია|პროტესტანტული რეფორმაციის]] შედეგი იყო, რომლის დროსაც თითქმის მთელი ჩრდილოეთი ევროპა მოსწყდა კათოლიკე ეკლესიას. ამას მოჰყვა XVII საუკუნეში დაწყებული [[განმანათლებლობა]] და ინტელექტუალურ-სამეცნიერო მიღწევები, რომლებიც თანდათან ამცირებდა ეკლესიის გავლენებს. თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად, ესპანელი, პორტუგალიელი და ფრანგი მოგზაურები, მკვლევრები და მისიონერები კათოლიციზმს მთელს ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში ავრცელებდნენ.
 
1870 წელს მოწვეულმა ვატიკანის მეორე კრებამ მიიღო [[პაპის უცდომელობა|პაპის უცდომელობის]] დოგმატი, რასაც [[იტალიის სამეფო (1861-1946)|იტალიის სამეფოს]] მიერ ქალაქ რომის ანექსია და [[პაპის ოლქი|პაპის სამფლობელოების]] დაპყრობა მოჰყვა. XX საუკუნის ანტი-კლერიკული მთავრობები მთელ მსოფლიოში, მათ შორის ესპანეთში, პორტუგალიასა და მექსიკაში, სასტიკად დევნიდნენ კათოლიციზმს და სიკვდილით სჯიდნენ როგორც კათოლიკე სასულიერო, ისე საერო პირებს. [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომისას]] რომის კათოლიკე ეკლესიამ დაგმო [[ნაციონალ-სოციალიზმი|ნაცისტური]] იდეოლოგია და ასობით ათასი ებრაელი გადაარჩინა [[ჰოლოკოსტი|ჰოლოკოსტს]]. თუმცა, პრესის მხრიდან მისი ეს ძალისხმევა კრიტიკულად შეფასდა, როგორც არაადეკვატური. ომის შემდეგ რელიგიის თავისუფლება სასტიკად შეიზღუდა [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირის]] მიერ გაკომუნისტებულ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომელთაგან რამდენიმეც უმეტესად კათოლიკური აღმსარებლობისა იყო.
 
1960-იან წლებში მოიწვიეს ვატიკანის მეორე კრება, ლიტურგიული და რელგიური პრაქტიკების რეფორმებისათვის, რომელსაც მომხრეები „ფანჯრის გაღებას“ უწოდებდნენ, თუმცა ტრადიციული კათოლიკეების მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია. როგორც შინაგანი, ისე გარეგანი კრიტიკის ფონზე, ეკლესიამ მხარი დაუჭირა, ან კიდევ ერთხელ ღიად მხარი დაუჭირა საკამათო დოქტრინალურ პოზიციებს სექსუალობასა და გენდერთან დაკავშირებით, მათ შორის სასულიერო პირად ხელდასმის შეზღუდვას ქალებისათვის და აბორტის აკრძალვა, ასევე კონტრაცეფციის, ქორწინების გარეშე სექსუალური აქტივობისა და განქორწინების შესახებ. კათოლიკური ეკლესია ასევე ეწინააღმდეგება ანულაციის გარეშე ხელმეორე ქორწინებას, ისევე, როგორც ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინებას.
 
=== მოციქულთა ეპოქა და პაპობა ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიციზმი“-დან