კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
 
== სახელი ==
[[ფაილი:Ignatius of Antiochie.jpg|მარცხნივ|მინი|[[ეგნატე ანტიოქიელი|წმინდა ეგნატე ანტიოქიელი]], რომელმაც 110 წელს პირველად გამოიყენა ტერმინი „კათოლიკე ეკლესია“ (საყოველთაო ეკლესიის მნიშვნელობით) თავის „სმირნელთა მიმართ ეპისტოლეში“. იგი სიკვდილით დასაჯეს რომში, მისი წმინდა ნაწილები დაკრძალულია იქვე, ბაზილიკა სან-კლემენტე-ალ-ლატერანოში]]პირველად ტერმინი კათოლიკე ({{Lang-el|καθολικός}}, იგი პირდაპირ ნიშნავს „საყოველთაო“-ს) II საუკუნის დასაწყისში იქნა გამოყენებული. საკუთრივ ტერმინის „კათოლიკე ეკლესია“ ({{Lang-el|καθολικὴ ἐκκλησία}}) პირველი გამოყენება [[ეგნატე ანტიოქიელი|წმინდა ეგნატე ანტიოქიელის]] სახელს მიეწერება, რომელიც ერთიან ქრისტიანულ ეკლესიას ასე უწოდებდა 110 წელს დაწერილ ეპისტოლეში სმირნელთა მიმართ. [[კირილე იერუსალიმელი|წმინდა კირილე იერუსალიმელის]] კატეხეზურ სწავლებაში (დაახლ. 350 წ.) სახელი „კათოლიკე ეკლესია“ გამოიყენებოდა ქრისტიანობის განსხვავებული მიმდევრობებისაგან განსამიჯნად, რომლებიც საკუთარ თავს ასევე „ეკლესიას“ უწოდებდნენ. ცნება „კათოლიკე“ იდევ უფრო ხაზგასმული იყო ერთიანი რომის უკანასკნელი იმპერატორის, [[თეოდოსიუს I]]-ის 380 წელს გამოცემულ ედიქტში, რომელიც აარსებდა რომის იმპერიის სახელმწიფო ეკლესიას.
 
1054 წელს მომხდარი [[დიდი სქიზმა|დიდი საეკლესიო სქიზმისა]] და საქრისტიანოს დასავლურ და აღმოსავლურ ნაწილებად გახლეჩის შემდეგ, აღმოსავლეთის ეკლესიამ დაირქვა [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] (თუმცა სრულ სახელში იგი მაინც იწოდება „მართლმადიდებელ კათოლიკე ეკლესიად“), ხოლო დასავლეთის ეკლესიამ თავს კათოლიკე უწოდა. წმინდა საყდარი თანაზიარებაში იყო დასავლეთის ყველა ეკლესიასთან და მათაც კათოლიკეები ეწოდებოდათ XVI საუკუნის [[პროტესტანტული რეფორმაცია|რეფორმაციამდე]], სანამ მათი ნაწილი გამოეყო რომის ეკლესიას, გაუქმდა მათ შორის არსებული თანაზიარება და ეწოდათ [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტები]].
 
მიუხედავად იმისა, რომ რომის პაპის ეპარქიის აღსაწერად დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ და ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში (VI-X საუკუნეები) გამოიყენებოდა ტერმინი „რომაული ეკლესია“, მთელი დასავლური ეკლესიის აღსანიშნავად მაშინაც გამოიყენებოდა ტერმინი „რომის კათოლიკე ეკლესია“. „რომაული კათოლიკობა“ ასევე იხსენიება ხოლმე წმინდა საყდრის მიერ მომზადებულ დოკუმენტებში.
 
1990 წლიდან სახელი „კათოლიკე ეკლესია“ კათოლიკურ კატეხეზებში გამოიყენება მთელი ეკლესიის აღსანიშნად, ხოლო 1983 წლიდან კანონიკური სამართლის კოდექსშიც დამკვიდრდა. სახელი „კათოლიკე ეკლესია“ ასევე გამოიყენეს [[ვატიკანის პირველი კრება|ვატიკანის პირველი კრების]] (1869-1870), [[ვატიკანის მეორე კრება|ვატიკანის მეორე კრების]] (1962-1965), [[ტრიენტის საეკლესიო კრება|ტრიენტის კრებისა]] (1545-1563) და მრავალ სხვა დოკუმენტში.
 
== ისტორია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიციზმი“-დან