მაპო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 44:
ჩოსონის გვიან პერიოდში ([[1910]] წელს იაპონიის მიერ კორეის ნახევარკუნძულის ოკუპაციამდე) გამოიყენებოდა ძველი ადმინისტრაციული სისტემა, რომელშიც არ არსებობდა რაიონების ტერიტორიული ერთეული „გუ“. რაიონები, რომლებიც ზომით სეულის თანამედროვე უბნებს ჰგავდა, ეწოდებოდა „ბანი“ ({{lang-ko|방}}), რაც ნიშნავს სოფელს. [[1910]] წლამდე დღევანდელი მაპოგუს მთელი ტერიტორია იონსანბანისა ({{lang-ko|용산 방}}) და სოგანბანის ({{lang-ko|서강 방}}) ნაწილი იყო.
 
[[1910]] წლის ოქტომბერში, იაპონიის კოლონიური მმართველობის პერიოდში, ჰანსონს ეწოდა კიონსონი (იაპონური ვერსია - კეიჯო) და გადაეცა [[კიონგიდოს პროვინცია|კიონგიდოს პროვინციის]] მმართველ ადმინისტრაციას. მომდევნო წელს იაპონელებმა შემოიღეს ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც იონსანბანს და სოგანბანს ეწოდა იონსანმიონი ({{lang-ko|용산면}}) და სოგანმიონი ({{lang-ko|서강 면}}). იონსანმიონი შედგებოდა 31 ტონისგან, სოგანმიონი - 10 ტონისგან.
 
[[1913]] წლის დეკემბერში იონსანმიონის ნაწილი გახდა კეიჯოს (სეული) დასავლეთი ტერიტორიების ნაწილი, ხოლო სოგანმიონი მიერთებულ იქნა კოიანისთვის, [[კიონგიდოს პროვინცია]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაპო“-დან