ტუმენი (მდინარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 55:
მდინარის სათავე მდებარეობს [[ჩანბაიშანი]]ს ქედზე, [[პექტუსანი]]ს ვულკანთან<ref>{{cite web|author = |url = http://tumangan.ru/ecology.html |title = Река Туманган |subtitle = Экология |lang = ru |publisher = Международный проект «Туманган» |website = tumangan.ru |date = |accessdate = 2019-03-15 |deadlink = no}}</ref>. მნიშვნელოვან მანძილზე მდინარე მიედინება ვიწრო და ღრმა ხეობაში ჩრდილოეთ კორეისა და აღმოსავლეთ [[მანჯურია-კორეის მთები|მანჯურიის მთებს]] შორის. შუა წელზე ის იერთებს უდიდეს მარცხენა შენაკადს - მდინარე გაიაჰე ბუერჰატონის შენაკადით, ჰაილანჰე და ვანცინჰე თავისი შენაკადებით, ასევე მდინარე ჰუნჩუნჰე. ქვედა წელზე ის მიედინება მთიან დაბლობზე, იყოფა „მკლავებად“. ქვემო წელზე მარჯვენა სანაპირო მაღალია და შენაკადები არ აქვს. შესაბამისად, [[ჩინეთი|ჩინეთის რესპუბლიკის]] ტერიტორიაზე ბოლო მარცხენა შენაკადი არის მდინარე უციაცზიჩუანი, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე მდინარე ''ლებედინაია'' ბოლო მარცხენა შენაკადია.
 
ის ჩაედინება [[იაპონიის ზღვა]]ში კონცხ სესურასთან და მიმდებარედ ქმნის ძალიან ცვალებად დელტას. ადრე, ასევე, ჰქონდა დელტა კუნძულ ნოქტუნდოსთან. ამჟამად მის ადგილზე ჭაობებია შემორჩენილი, სანაპირო ნაწილში კი არხები და ტბები მარილიანი გახდა. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] დასაწყისისთვის ჩრდილოეთ დელტის უძველესი ტოტები, ალუვიური აქტივობის გამო, გამხმარი, ნაწილობრივ დამარილებული და იაპონიის ზღვიდან გამოყოფილია; ისევე როგორც [[ყუბანი (მდინარე)|ყუბანის]] დელტას შემთხვევაში.<ref name="autogenerated1">{{cite web|author = |url = http://izent.ru/i/ps/2016/03/1457068092.jpg |title = Карта |lang = ru |website = izent.ru |date = |accessdate = 2019-03-15 |deadlink = no}}</ref> ყოფილი განშტოებების არხებისკალაპოტების უმეტესობა გადაქცეულია დაკლაკნილ ზღვის ყურეებად და გამარილიანებულია. ამჟამად დელტა გადადის ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე. იქვე მდებარეობს კჰინსომის დელტის კუნძულები: სინჯონდე, თორი, ზემო ფუნიონი, ქვემო ფუნიონი, პატარა ფუნიონი, კჰინი, კანგუ და სხვა. მდინარის დელტაში გვხვდება ბევრი ტბაც, მათ შორისაა: ჩიტის, გედის, ლოტოსის (დორიცენი); [[ჩრდილოეთი კორეა|ჩრდილოეთ კორეაში]] - სობონპჰო, ტონბონპჰო და ჰიონდამჯი.
 
მდინარე საკმაოდ წყალუხვია: ზემო წელზე მისი აუზი წელიწადში 1200 მმ-მდე ნალექს იღებს, ქვედაზე - მინიმუმ 500 მმ-მდე. დელტას აქვს ზომიერი [[მუსონები|მუსონური]] კლიმატი, საშუალო წლიური ტემპერატურით +7°C (ტუმენის დელტა ყველაზე თბილი ადგილია რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში). საშუალო დღიური ტემპერატურა +8°C-ზე დაბლა ეცემა მხოლოდ [[1 ნოემბერი|1 ნოემბრის]] შემდეგ.