3 663
რედაქტირება
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
==მდებარეობა ქალაქის რუკაზე==
ჩრდილოეთით გვანაგგუს ესაზღვრება დონჯაკი, [[აღმოსავლეთი]]თ - სოჩჰოგუ, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით - ქალაქ გვაჩჰონის ტერიტორია, ხოლო დასავლეთით - გიმჩჰონგუს რაიონი.
==ისტორია==
თავდაპირველად, დღევანდელი გვანაგის ტერიტორია ანექსირებული იყო პექჩეს სახელმწიფოს მიერ, ვან კინჩჰოგოს ({{lang-ko|근초고왕}}, {{lang-ko|近 肖 古 王}}) მმართველობისას, მაგრამ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ იგი კოგურიოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცა.
[[1960-იანები|1960-იანი]] წლების შუა ხანებში გვანაგის ტერიტორიამ შეიცვალა სტატუსი და კიონგიდოს პროვინციიდან დედაქალაქის შემადგენლობაში, იონდინპჰოგუს რაიონის შემადგენლობაში შევიდა. იმ დროს ამ ტერიტორიაზე არ იყო დიდი საწარმოები, ძვირადღირებული სახლები, არც გამწვანებული პარკები. რაიონი უმეტესად ღაბი მოსახლეობით იყო დაკომპლექტებული. ტერიტორიის მკვეთრ განვითარებაზე იმოქმედა [[1975]] წლის თებერვალში პრეზიდენტ [[პაკ ჩონ ჰი]]ს ბრძანებით სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ჩონოგუდან გვანაგში გადატანამ
[[1973]] წლის 1 ივლისს გვანაგი, რომლის შემადგენლობაშიც იმ დროს იყო სოჩჰოგუსა და დონჯაკის რაიონები, გამოეყო იონდინპჰოგუს და მოიპოვა თვითმმართველობის სტატუსი.
ორ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, [[1975]] წლის [[1 ოქტომბერი|1 ოქტომბერს]], გვანაგგუმ და იონდინპჰოგუმ „გაცვალეს“ რაიონები - ტოქსანდონის ({{lang-ko|독산동}}) ნაწილი გადავიდა გვანაგში და სანაცვლოდ, იონდინპჰოგუმ მიიღო ტებანდონისა ({{lang-ko|대방}}) და სინდებანდონის ({{lang-ko|신대방동}}) ნაწილები.
[[1980]] წლის [[1 აპრილი|1 აპრილს]], პრეზიდენტ [[ჩჰვე გიუ ჰა]]ს ბრძანებულებით, დონჯაკის ტერიტორია გამოეყო გვანაგგუს.
გვანაგის ამჟამინდელი საზღვრები დაწესდა [[1988]] წლის [[1 იანვარი|1 იანვარს]], როდესაც [[გურო]]გუს ტერიტორიის ნაწილი გადაეცა გვანაგის რაიონს.
[[ფაილი:Newgwanaskacomplete.JPG|მინი|მარცხნივ|სეულის ეროვნული უნივერსიტეტი]]
==საერთო მახასიათებლები==
გვანაგსანის ქალაქის ბუნებრივი პარკი ({{lang-ko|관악산 도시 자연 공원}}) პოპულარული დასასვენებელი ადგილია. მის ტერიტორიაზე მდებარეობს ხელოვნური ტბა, შადრევნები, მთებზე ასვლის მსურველთათვის შესაბამისი ბილიკებია მოწყობილი და დასვენების დღეებში მას უამრავი ადამიანი სტუმრობს, ვისაც სურთ გვანაგსანის მთებში (
[[2008]] წელს, მზარდი ფინანსური კრიზისის ფონზე, სეულის მერიამ გადაწყვიტა გამოეყო თანხა ქალაქის პარკების, მათ შორის გვანაგსანის პარკის გასაუმჯობესებლად. მერიის გეგმის მიხედვით, გვანაგსანის პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 2 მილიარდ 800 მილიონი [[სამხრეთ კორეული ვონი |ვონი]], რაც დოლარით 2 230 000 [[ამერიკული დოლარი|აშშ დოლარზე]] მეტია (2009 წლის 31 მაისის მონაცემებით).
რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს [[სეულის ეროვნული უნივერსიტეტი]]<ref>[https://www.mypacer.com/ru/routes/122326/%D0%B3%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%B0%D0%BA%D1%81%D0%B0%D0%BD-%D0%B2%D1%85%D0%BE%D0%B4-%D0%B2-%D1%81%D0%B5%D1%83%D0%BB%D1%8C%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9-%D0%BD%D0%B0%D1%86%D0%B8%D0%BE%D0%BD%D0%B0%D0%BB%D1%8C%D0%BD%D1%8B%D0%B9-%D1%83%D0%BD%D0%B8%D0%B2%D0%B5%D1%80%D1%81%D0%B8%D1%82%D0%B5%D1%82-%D0%BF%D0%BE%D1%85%D0%BE%D0%B4-%D0%BF%D0%B0%D1%80%D0%BA-%D0%BA%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%B0%D0%BA%D0%BA%D1%83-%D1%80%D0%B5%D1%81%D0%BF%D1%83%D0%B1%D0%BB%D0%B8%D0%BA%D0%B0-%D0%BA%D0%BE%D1%80%D0%B5%D1%8F სეულის ეროვნული უნივერსიტეტი]</ref>, ასევე 58 [[სკოლა]] (მათ შორის 2 სპეციალიზებული და 2 პროფესიული) და 38 საბავშვო ბაღი.
==რესურსები ინტერნეტში==
* [https://www.seoul.co.kr/news/newsView.php?id=20080805012023# სახელწოდება]
* [https://web.archive.org/web/20080823091059/http://english.seoul.go.kr/residents/transport/trans_05bus_01.html სეულის მეტროპოლიტენი]
* [https://www.tripadvisor.ru/Neighborhood-g294197-n15565995-Gwanak_gu-Seoul.html კულტურა]
==სქოლიო==
|