მურთუზა მუხთაროვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
[[1870|1870 წელს]], ურემის გაყიდვის შემდეგ, მუშად მოეწყო ბალახანის დასახლების სიახლოვეს — ზაბრატში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ხელით იღებდა ნავთობს მცირე ჭაბურღილებიდან. იგი ხასიათდებოდა როგორც ძლიერი, გამძლე და მამაცი ადამიანი. ჭაბურღილები უკვე ბურღვის მექანიკურ მეთოდზე იყო გადასული და ის მაინც ზაბრატიდან ამირაჯანში მიმავალ ტალახიან გზას ტკეპნიდა უმცროს ძმასთან, ბალ-აჰმედთან ერთად. ასრულებდა ამ სფეროში ყველაზე რთულ და ბინძურ სამუშაოს. ნიჭიერი, შრომისმოყვარე ახალგაზრდა კაცი შეამჩნია წარმოების მფლობელმა, მარტოვმა. მალე მუხტაროვი ოსტატი გახდა და მის დაქვემდებარებაში შევიდა წარმოების მექანიკური სახელოსნოები. მურთუზმა გააუმჯობესა ნახევრად მექანიზებული ჩაქუჩის ჩარხი, რითაც მანქანა ბევრად უფრო გამძლე გახდა და მალე მუხტაროვს, როგორც ჭაბურღილების შეკეთებისა და პრობლემების აღმოსაფხვრელად შეუცვლელ ოსტატს, გასაქანს აღარ აძლევდნენ საწარმოების მფლობელები.
 
[[1895|1895 წელს]] მან შექმნა მოდერნიზებული საბურღი მანქანა, რისთვისაც მიიღო სახელმწიფო [[პატენტი]]. მან ამ გამოგონებას "ბაქოს„ბაქოს საბურღი სისტემა" უწოდა. მუხტაროვის ჩარხები ბევრად უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე აქამდემანამდე ვინმესთვის ცნობილი. მას ასევე ჰქონდა არაერთი სხვა გამოგონება.
 
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის ბოლოს,]] მუხტაროვმა შეუკვეთა ბურღვის აღჭურვილობის მთელი ქარხანა ბიბი-ჰეიბატში . ეს იყო პირველი [[რუსეთი|სამრეწველო საწარმო რუსეთში]] ნავთობის აღჭურვილობის წარმოებისთვის. ქარხნიდან არც თუ ისე შორს, მან ააგო სამსართულიანი შენობა მუშებისა და თანამშრომლებისთვის. ამით მან მიიზიდა საუკეთესო სამუშაო ძალა და შემოუვიდა დამატებითი მოგება. მუხტაროვის ქარხანაში წარმოებული ჩარხები და აღჭურვილობა იყიდებოდა რუსეთის ბაზარზე და გაჰქონდათ ექსპორტზე საზღვარგარეთ. ის თავადაც ხშირად ყიდულობდა მანქანებს და იარაღებს საზღვარგარეთ, განსაკუთრებით ამერიკაში. რევოლუციის შემდეგაც კი მოდიოდა კონტეინერები აღჭურვილობით მურთუზ მუხტაროვის სახელზე.
 
[[1910|1910 წელს,]] იოსებ პლოშკოს პროექტით, ბაქოში აშენდა მუხტაროვის კუთვნილი სახლი, იტალიური რენესანსის სტილში. შენობის პირველ სართულზე იყო მაღაზიები და ოფისები, ხოლო მეორეზე — საცხოვრებელი ბინები.