გეგის ჩანჩქერის მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
| ვიკისაწყობი =
}}
'''გეგის ჩანჩქერის მღვიმე''' — კარსტული მღვიმე [[საქართველო]]ში, [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში]], [[გაგრის მუნიციპალიტეტი|გაგრის მუნიციპალიტეტში]]. მდებარეობს [[არაბიკის მასივი|არაბიკის კირქვულ მასივზე]], [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 650 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაიურულ [[კირქვა|კირქვებში]], ჩრდილო-დასავლეთი მიმართულების [[ტექტონიკური ნაპრალისნაპრალი]]ს გასწვრივ. მღვიმის შესასვლელიდან ეშვება 55 მ სიმაღლის ჩანჩქერი (მდინარე გეგის ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადი). მღვიმეში გაედინება ნაკადი, რომელიც გზადაგზა აჩენს ტბებსა და სიფონებს. მღვიმურ ტალანს მეტწილად ოვალური კვეთი აქვს. მისი საშუალო სიგანე და სიმაღლე 6–7 მ შეადგენს. ფსკერი სიღრმეში თანდათან მაღლდება თითქმის 100 მ-დე. შესასვლელიდან 50 მ დაშორებით პირველი სიფონია, მე-100 მ-ზე – მეორე, რომლის მაქსიმალური სიღრმე 20 მ აღწევს. მღვიმის გამოკვლეული ნაწილის ჯამური სიგრძე 315 მ, საპროექტო სიგრძე 300 მ, ფართობი 2180 მ², მოცულობა 3100 მ³. გეგის ჩანჩქერი და მღიმე მრავალრიცხოვან ტურისტს იზიდავს. გეგის ჩანჩქერის მღვიმე გამოიკვლია ციმბირის სპელეოლოგიურმა ექსპედიციამ ვალერი ბობრინის ხელმძღვანელობით 1984 წელს. შემდგომში სიფონი გაიარეს კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა.
სპორტული კლასიფიკაციით მღვიმე მიეკუთვნება კატეგორიას 3А.