დგუში: განსხვავება გადახედვებს შორის

2 361 ბაიტი დაემატა ,  13 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
== '''ძრავი''' ==
ძრავი შესდგება მრუდხარა ბარბაცა მექნიზმისგან, რომლის შემადგენლობაში შედის შემდეგი დეტალები:
დგუში, დგუშის თითი, ბარბაცა, მუხლა ლილვი და მქნევარა
თუჯისგან დამზადებულ დგუშებს აქვთ უფრო მაღალი სისალე, ცვეთადემედეგობა და მხურვალმტკიცობა და ამავ დროულად ხახოვანი გაფართოების თანაბარი კოეფიცენტი მასრებთან. აღნიშნული ფაქტორი იძლევა ღრიჩოს შემცირების საშუალებას. თუჯის ძირითადი უარყოფითი მხარეებია:
შედარებით მაღალი კუთრი წონა, რაც ზრდის ინერციის ძალებს. ამიტომ შეუძლებელი ხდება მათი გამოყენება სწრაფსვლიან ძრავებში.
დგუშს აქვს შემამჭიდროებელი ნაწილი (თავი) ძრო და მიმმართველი ნაწილი (კალთა)
შემამჭიდროებელ ნაწილს აქვს არხები საკომპრესიო და ზეთჩამომწმენდი რგოლებისათვის. თითის დასამაგრებლად დგუშს აქვს კორძი.
დგუში მუშაობისას ცხელდება არათანაბრად. იმ მიზნით, რათა მოხდეს სხვადასხვა ხარისხით გაფართოების კომპენსირება, დგუშს აკეთებენ კონუსურს და ოვალურს. კორძების ღერძზე დიამეტრი ნაკლებია, ვიდრე მის პერპენდიკულარულად. ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ დიდი მეტალის მასა უფრო ინტენსიურად ფართოვდება, რადგან დგუშის ზედა ნაწილი უფრო მეტად ცხელდება. ამიტომ თავის დიამეტრი უფრო ნაკლებია ვიდრე კალთისა. სიმტკიცის გაზრდის მიზნით შიდა ნაწილში აკეთებენ სიხისტის წიბოებს, რომელნიც გარკვეულ წილად ხელს უწყობენ დგუშის თავიდან კალთაზე ტემპერატურის გადაცემას. იმისათვის, რომ სწორად მოხდეს დგუშის ცილინდრში ჩასმა მას უკეთებენ მისანიშნ ჭდეს. ასეთი ჭდე კეთდება დგუშის და ბარბაცას სწორად შეერთებისათვის.
{{ტექნიკა}}
159

რედაქტირება