ჰუმაიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 39:
[[1530]] წელს ჰუმაიონმა მემკვიდრეობით მიიღო მამის სამფლობელოები. მისი მფლობელობა ავღანელებსა და რაჯპუტანებზე ეფემერული იყო, ხოლო გუჯარათის რაჯა, სახელად ბაჰადური ღიად აუჯანყდა ახალგაზრდა ფადიშაჰს. [[1535]] წელს ჰუმაიონის ჯარებმა აიღეს [[გუჯარათი]], მაგრამ აჯანყება ორი წლის შემდეგაც გრძელდებოდა ბაჰადურის გარდაცვალებამდე.
 
ამასობაში, ჰუმაიონს აუჯანყდა ბიჰარის რაჯა [[შერ-შაჰი]]. [[1539]] წელს ჩაუსის და [[1540]] წელს კანაუჯის წარუმატებელი ბრძოლების შემდეგ ჰუმაიონი იძულებული გახდა [[ინდოეთი]]ს სამფლობელოები დაეთმო შერ-შაჰისთვის, თვითონ კი თავშესაფარი ეძებნა ჯერ [[სინდი|სინდში]], სადაც დაიბადა მისი მემკვიდრე ვაჟი [[აქბარი]], ხოლო შემდეგ მარვარში. [[1544]] წელს მან მიიღო [[ირანი]]ს შაჰ [[თამაზ I]]ის მხარდაჭერა და უკვე მომავალ წელს გაილაშქრა საკუთარი ძმის ულისწულ ქამრანის წინააღმდეგ, რომელსაც წაართვა [[ქაბული]] და [[ყანდაარი]]. [[1545]] წელს ჩამოგდებული ქამრანის შთამომავლები დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში - [[ფერგანის ხეობა]]ში, სადაც ისინი მიიღეს [[თემურ ლენგი|თემური]]ს სახლში, თუმცა, ამის შემდეგაც ითვლებოდა, რომ [[ავღანეთი]] კანონიერად ეკუთვნოდათ დიდი მოგოლთა დინასტიიდან უფლისწულ ქამრანის შთამომავლებს. პუშტუნური გადმოცემის თანახმად, როდესაც ქამრანის ერთ-ერთი შთამომავალი მაინც ავღანეთის ტახტზე ავა, ავღანეთში "ოქროს საუკუნე" დაიწყება. [[1545]]-[[1550]] წლებში ჰუმაიონი ჩაება ქამრანთან ძმათამკვლელ სისხლისმღვრელ ბრძოლებში, რომლის დროსაც მას ორჯერ მოუწია [[ქაბული]]ს დატოვება.
 
ამასობაში, შერ-შაჰი გარდაიცვალა. მის მემკვიდრეებს შორის პირველობისათვის ატეხილი ბრძოლით ისარგებლა ჰუმაიონმა და [[1555]] წლის თებერვალში [[პენჯაბი]]ს მმართველ სიქანდარ-შაჰის განადგურებით დაეუფლა [[ლაჰორი|ლაჰორს]] და იმავე წლის ივლისში დაიბრუნა [[აგრა]] და [[დელი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰუმაიონი“-დან