სამხრეთი კავკასია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 38:
ამ პერიოდში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ყველაზე დიდხანს დამოუკიდებლობა საქართველომ შეინარჩუნა და დასავლეთის ქვეყნებისაგან იურიდიულ აღიარებასაც მიაღწია. საქართველომ თავისი კონსტიტუციის შემუშავება და მიღებაც მოასწრო. [[1921]] წლის თებერვალ-მარტის ომის შედეგად კი საქართველოს ოკუპაცია და გასაბჭოებაც მოხდა. ეს იყო უმძიმესი დრო საქართველოსთვის. მისი სახელმწიფოებრივი ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოს ხელში გადავიდა.
 
[[მიხეილ გორბაჩოვი|გორბაჩოვი]]ს „გარდაქმნის“ პერიოდს და საბჭოთა რეჟიმის ლიბერალიზაციას მოჰყვა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა. [[1991]] წლის 17 მარტს გორბაჩოვის მიერ ჩატარებულ [[რეფერენდუმი|რეფერენდუმს]] საბჭოთა კავშირის შესანარჩუნებლად, საქართველომ იმავე წლის 31 მარტს დამოუკიდებლობის რეფერენდუმით უპასუხა და [[1991]] წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. სომხეთმა საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესახებ 1991 წლის 23 სექტემბერს განაცხადა, აზერბაიჯანმა კი დამოუკიდებლობის აღდგენა [[1991]] წლის 18 ოქტომბერს გამოაცხადა.
 
[[2008]] წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ომი გაიმართა, რომელმაც რეგიონში არასტაბილურობას დაუდო საფუძველი.