სელიმ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 34:
მამის, სულთან [[ბაიაზიდ II]]-ის მმართველობის პერიოდში იყო [[ტრაპიზონი]]ს [[სანჯაყ-ბეი]]. ცოლად ჰყავდა მოყვანილი ყირიმის ხანის, [[მენლი I გირეი|მენლი გირეის]] ქალიშვილი – [[აიშე ჰაფსა სულთანი|აიშე]]. სელიმი არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ, რადგან ჰყავდა უფროსი ძმები. მიუხედავად ამისა, მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სულთან ბაიაზიდის შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო და ამასთან ერთად, იყო გაცილებით ჭკვიანი ვიდრე მისი უფროსი ძმები. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მამა იძულებული გაეხადა ტახტი სწორედ მისთვის დაეთმო და ეს გამოუვიდა კიდეც. [[1512]] წლის 25 აპრილს სულთან ბაიაზიდი გადადგა და ტახტი სელიმს დაუთმო. ერთი თვის შემდეგ ბაიაზიდი გარდაიცვალა და არსებობს ვერსია, რომ მისი მოკვლის ბრძანება სწორედ სელიმმა გასცა. სელიმმა ყველა ტახტისათვის მოცილე ძმა სიკვდილით დასაჯა და [[ოსმანები|ოსმანთა დინასტიის]] ერთპიროვნული წინამძღოლი გახდა.
 
სელიმ I განაგრძობდა თავისი წინაპრების დამპყრობლურ პოლიტიკას. ტახტზე ასვლის შემდეგ, [[შიიზმი|შიიზმთან]] ბრძოლის დევიზით გამოვიდა სეფიანთა [[ირანი]]ს წინააღმდეგ და [[1512]]-[[1514]] წლებში [[ანატოლია]]ში მოაწყო [[შიიტები]]ს ჟლეტა, [[1514]] წელს [[ჩალდირანის ბრძოლა]]ში დაამარცხა [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა ირანის]] შაჰი [[ისმაილ I]] და მიიტაცა [[დასავლეთ სომხეთი]], [[ქურთისტანი]] და ზოგიერთი სხვა ტერიტორია. [[1515]] წელს დაასრულა აღმოსავლეთ [[ანატოლია|ანატოლიისა]] და [[სომხეთი]]ს დაპყრობა, [[1516]] წელს დაიპყრო ჩრდილოეთი [[ერაყი]], [[სირია]], [[პალესტინა]], [[1517]] წელს — [[ეგვიპტე]]. ამის შემდეგ წმინდა მუსულმანურმა [[ქალაქი|ქალაქებმა]] [[მექა]]მ და [[მედინა]]მ აღიარეს [[ოსმალეთი]]ს სულთნების უზენაესობა. სელიმმა მიითვისა [[ხალიფა]]ს წოდება, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა ოსმალეთის სულთნების ავტორიტეტი მუსულმანურ სამყაროში. [[1519]] წელს ჩაახშო [[ჯელალიების აჯანყება]]. გარდაიცვალა [[1520]] წლის [[22 სექტემბერი|22 სექტემბერს]], 5450 წლის ასაკში. მის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ერთადერთი ვაჟი, [[სულეიმან I]], რომლის მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პორტა განვითარების უმაღლეს მწვერვალს აღწევს.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სელიმ_I“-დან