მამის მკვლელი (რომანი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
ხაზი 43:
მოქმედება ვითარდება XIX საუკუნის საქართველოში, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის მიერ იყო ოკუპირებული. ნოველაში აღწერილია იაგოსა და ნუნუს სიყვარულის ისტორია. ნუნუს დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვლბა და რადგან მამამისს (რომელიც [[შამილი]]ს აჯანყებული ჯარის წევრია) არ აქვს მისი შენახვის საშუალლება ის ცხოვრობს ბიძამისთან. ბიძამისი მათ სიყვარულის წინააღმდეგი იყო, რადგან იაგოს მდაბიოდ მიიჩნევდნენ და სურდათ ნუნუ გრიგოლაზე მიეთხოვებინათ, რომელიც სოფელში რუსეთის იმპერიის მიერ დანიშნული მმართველი იყო. გრიგოლა დაქორწინებულია, თუმცა მას მშვენიერი ნუნუ უყვარს. ის არწმუნებს ოჯახს, რომ მისი ძმა მოიყანს ნუნუს ცოლად და ამით ნუნუ მისი მფარველობის ქვეშ იქნება.
 
გრიგოლამ გადაწყვიტა, რომ ნუნუს ხელში ჩსაგდებადჩასაგდებად ჯერ იაგო უნდა მოეცილებინა. გრიგოლამ დააბრალა მას სახელმწიფო ქონების მოპარვა და გამოამწყვდია [[ანანურის ციხე]]ში. ამის შემდეგ მან ნუნუ მოიტაცა და გააუპაიურაგააუპატიურა. ნუნუს გატაცების მომსწრე ხდება იაგოს მეგობარი, კობა. ის იბრძვის ნუნუს გადასარჩენად მაგრამ ვერ ახერხებს. კობა ფიცს დებს, რომ გრიგოლას მისი სამარცხვინო საქციელს აზღვევინებს.
 
კობამ და სხვა მეგობრებმა იაგო გამოიხსნეს ციხიდან, რის შემდეგაც ისინი [[ჩეჩნეთი|ჩეჩნეთში]] გაქცევას და იქ დამალვას გადაწყვიტენგადაწყვეტენ. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ქართველი იბრძოდა რუსების მხარეს, შამილმა მაინც მისცა მათ თავშესაფარი. ავტორი [[ჩეჩნები|ჩეჩნებს]] ქართველებისგან განსხვავებით თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხად აღწერს.
 
[[ფაილი:ნატო ვაჩნაძე და ვანო სარაჯიშვილი- კინო-ფილმი მამის მკვლელი.JPG|მინი|კადრი ფილმიდან "მამის მკვლელი". 1923 წელი; რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი; მთავარ როლებში [[ნატო ვაჩნაძე]], [[ვანო სარაჯიშვილი]]]]
 
ამასობაში ნუნუ მოახერხებს გრიგოლასგან გაქცევას. კობა მოახერხებს მასთან დაკავშირებას და დაუთქვამს შეხვედრას მამისთანმამამისთან ერთად, [[ვლადიკავკაზი|ვლადიკავკაზში]]. ერთი დღით ადრე, როდესაც იაგო და ნუნუ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, იაგოს მასპინძელი გადაწყვეტს გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ შეატყობინოს გრიგოლას ეს ამბავი. ღამით გრიგოლა კლავს როგორც იაგოს ასევე ნუნუს მამას. კობა მოახერხებს დაუსხლტეს გრიგოლას, თუმცა როდესაც ნუნუ აღმოაჩენს მამამისის და იაგოს გარდაცვალებას, ისიც დარდისგან იღუპება.
 
ისტორიის ბოლოს კობა ნუნუს და იაგოს გამო შურისძიებისთვის ტყეში კლავს გრიგოლას.