განხილვა:კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
:::'''კათოლიკობა:'''1. კათოლიკედ ყოფნა 2. იგივეა, რაც კათოლიციზმი;
:::'''კათოლიციზმი''' ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელსაც მეთაურობს რომის პაპი. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ. 1. გვ. 561, თბ., 1990, იგივე ლექსიკონი გვ. 1022 თბ., 1955. რატომ მივუნიშნე ქართული განმარტებითი ლექსიკონის ორივე თარიღი (თბ., 1955 და თბ., 1990)? ქსე-ეს შექმნის დროს (თბ., 1980) არსებობდა ორივე ტერმინი, მაგრამ ქართველმა მეცნიერებებმა ''' კათოლიკობა''' (ქსე, ტ. 5, გვ. 318, თბ., 1980) - ამ ტერმინით შეიტანეს ქართულ ენციკლოპედიაში. მე მხარს ვუჭერ, რომ გადამისამართება იყოს კათოლიკობაზე.--[[მომხმარებელი:Zangala|ცანგალა]] ([[მომხმარებელი განხილვა:Zangala|გ]]) 15:29, 15 ნოემბერი 2009 (UTC)
 
== გაერთიანება ==
გამარჯობა, გთავაზოთ არსებული სტატია გავაერთიანოთ სტატიასთან „რომის კათოლიკური ეკლესი“ სახელწოდებით „რომის კათოლიკე ეკლესია“ (კათოლიკური ითქმის ეკლესიის ნაგებობაზე, ამ შემთხვევაში კი მართებული კათოლიკე იქნება, ხოლო სათაურში რომი იმიტომაა აუცილებელი, რომ თითქმის ყველა ეკლესია თავს კათოლიკეს უწოდებს, ამიტომაც ასე თავიდან ავიცილებთ მომხმარებლის არევას). ფეისბუქ გვერდზეც დავწერე ამის შესახებ და ნათლადაა იქ განმარტებული გაერთიანების მიზეზები, თუმცა კიდევ განვმარტავ: 1. ასეა არაერთ მსხვილ და ამ საკითხში დომინანტ ენებზე; 2. რეალურად რომის კათოლიკური ეკლესია და კათოლიციზმი ფაქტობრივად ერთი რამაა, ესაა ერთიანი კონფესია სათავეში პაპით და ის კათოლიკური მიმდინარეობებიც კი, რომლებიც განსხვავებულად აღავლენენ წირვას, მაინც პაპისა და რომის პრიმატში შედიან და რომის ეკლესიას ეკუთვნიან; 3. ფაქტი, რომ მართლმადიდებლობისა და პროტესტანტობის შემთხვევაში ცალ-ცალკეა ასეთი სტატიები, არ ნიშნავს, რომ აქაც ასე იყოს მარტივი მიზეზით: მართლმადიდებლობა იყოფა ავტოკეფალიებად, პროტესტანტობა რადიკალურად განსხვავებულ მიმდინარეობებად, ამიტომაც იქ აუცილებელია ყველა მათგანზე იყოს ცალკე სტატია და ასევე მათი შემაჯამებელი კონფესიის სტატია კიდევ ცალკე, მაგრამ კათოლიციზმში ასე არაა, ეს არის ერთი დიდი ეკლესია, სადაც ეკლესიური ორგანიზაცია და კონფესია ფაქტობრივად იგივეა, რამეთუ კონფესიას განსაზღვრავს პაპისა და კარდინალთა კოლეგიის მიერ დადგენილი ნორმები; 4. არსებული მდგომარეობა არ იძლევა და არ მაძლევს საშუალებას ამ თემაზე სრულად და ამომწურავად ვწერო, რამეთუ თითქმის ერთი შინაარსის მქონე სტატიაა ორივე, უაზრობა იქნება ერთის დეტალურად წერა, ხოლო მეორის არა, გაერთიანება კი მოგვცემს საშუალებას იყოს ერთი დიდი და ამომწურავი სტატია ამ თემაზე, რათა მომხმარებლებს არ უწევდეთ ცალ-ცალკე ძებნა; 5. მომხმარებლები რომ არ დაიბნან, გაუკეთდება გადამისამართების გვერდი კათოლიციზმიდან, როგორცაა მაგალითად ინგლისურში; 6. და საბოლოო მიზეზი, ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც, გაცილებით უფრო დამაბნეველია როცა ეძებ ინფორმაციას ამ თემაზე და ორი იდენტური სტატია გხვდება და იძულებული ხარ არკვიო რატომაა გაყოფილი და რომელში რა წერია. P.S. ეს თემა გადავამოწმე ამ საკითხში კომპეტენტურ პირთან, თავად ქართველ კათოლიკე მოძღვართან და მისი მრევლის სხვა წევრთანაც, და მივიღე დასტური, რომ გაერთიანება ნამდვილად საჭიროა. --[[მომხმარებელი:Rezo1515|<font color="#08457E">'''''Valois'''''</font>]] 14:02, 27 ნოემბერი 2021 (UTC)
გვერდ „კათოლიციზმი“-ზე დაბრუნება.