ერევნის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყი: გაუქმებულია
ხაზი 1:
[[ფაილი:Aram Khchaturyan Monument in Yerevan.jpg|მინი|300პქ|ერევნის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი]]
'''ა. სპენდიარიანის სახელობის ერევნის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი''' — [[სომხეთი]]ს მთავარი მუსიკალური თეატრი. გაიხსნა [[1933]] წელს სპენდიარიანის ოპერით „ალმასტი“. შენობა აგებულია 1926-1953 წლებში (არქიტექტორი ა. თამანიანი). სხვადასხვა დროს თეატრში მუშაობდნენ: დირიჟორები გ. ბუდაგიანი, კ. სარაჯევი, რ. სტეფანიანი, მ. თავრიზიანი, ს. ჩარექიანი; რეჟისორები — ა. ბურჯალიანი, ა. გულაკიანი, ლ. ქალანთარი; ბალეტმაისტერი — ი. არბატოვი; ქორმაისტერი — ვ. ნიკოლსკი; მხატვრები — მ. სირიანი, ს. ალაჯალოვი, მ. არითჩიანი; ოპერის მსახიობები — ა. დანიელიანი, შ. ტალიანი, [[ისეცკი|ლ. ისეცკი (იოანისიანი)]], ა. კარატოვი, პ. ლისიციანი; ბალეტის მსახიობები — ლ. ვოინოვა-შიკანიანი, რ. თავრიზიანი, ს. სარქისიანი, გ. გეორგიანი, ზ. მურადიანი და სხვები.
 
თეატრის საუკეთესო დადგმებია: ოპერები - ტიგრანიანის „ანუში“ (1935) და „დავით-ბეგი“ (1950), სტეფანიანის „მამაცი ნაზარი“ (1935), „ლუსაბაცინი“ (1938), „გმირი ქალი“ (1950, [[სსრკ სახელმწიფო პრემია]], 1951), აივაზიანის „თაფარნიკოსი“ (1938), ჩიხაჯიანის „არშაკ II“ (1945, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946), ბაბაევის „არცვაბერდი“ (1957), ტერტერიანის „ცეცხლის რკალი“ (1967) და სხვა. ბალეტები — ხაჩატურიანის „ბედნიერება“ (1939), „გაიანე“ (1947), „სპარტაკი“ (1961), ტერ-ღევონდიანის „ანაიტი“ (1940), „ხანდუტი“ (1945), „სამი პალმა“ (1964, ორივე სპენდიარიანის მუსიკაზე), ეღიაზარიანის „სევანი“ (1956), ოჰანესიანის „მარმარი“ (1957), „მარადი კერპი“ (1966), არისტაკესიანის „პრომეთე“ (1967). თეატრში აგრეთვეა საზღვარგარეთელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.