არტაქსერქსე III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.1
No edit summary
 
ხაზი 2:
'''არტაქსერქსე III''' ([[ფარსი]] اردشیر یکم ,[[ბერძნ.]] Ἀρταξέρξης "მართალთა სამეფოს მეუფე") ([[ძვ. წ. 425]] - [[ძვ. წ. 338]]) — [[სპარსეთი]]ს მეფე [[აქემენიდების დინასტია|აქემენიდების დინასტიიდან]] [[ძვ. წ. 359]] - ძვ. წ. 338 წლებში. [[ართახშასა II]]-ს ვაჟი.
 
არტაქსერქსე იყო არტაქსერქსე II-ს და სტატირას მესამე ვაჟი და გამეფებამდე ერქვა ვახაუხა. მამას იგი არ უყვარდა და მას მოუწია ძალაუფლების მისაღებად ბევრი ბრძოლა. უფროსი ძმის, დარიახუშის შეთქმულების შემდეგ, რომელიც ამ უკანასკნელიც სიკვდილით დასრულდა, მემკვიდრედ მეორე ძმა - არიასპი ითვლებოდა, მაგრამ ვახაუხამ შანტაჟით მოახერხა მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა. მაშინ მეფემ მემკვიდრედ უკანონო შვილი გამოაცხადა, მაგრამ ისიც მალე ვახაუხამ მოაკვლევინა. ამრიგად მან მოიშორა ყველა მეტოქე და [[ძვ. წ. 359|359]] წელს გამეფდა როგორც არტაქსერქსე III.
 
ახალმა მეფემ, მომავალში შეთქმულებების თავიდან ასაცილებლად ამოწყვიტა თავისი უახლოესი ნათესავები. მხოლოდ ერთ დღეს მოკლულ იქნენ მისი 80 ძმა (არტაქსერქსე II-ს 366 ქალისგან 150 ვაჟი ჰყავდა). მეფობის პირველივე წლებში არტაქსერქსე შეუდგა [[აქემენიდების იმპერია|აქემენიდების იმპერიის]] პირვანდელ საზღვრებში აღდგენას. სპარსეთის მეტოქეები მალე მიხვდნენ რომ პოლიტიკური კურსი შეიცვალა. დაიწყო სატრაპიებში აჯანყებების სასტიკი ჩახშობა. მან დაიმორჩილა კადუსიების ტომები, რომლებიც წინა მეფობისას [[მიდია|მიდიისთვის]] ნამდვილ უბედურებად იქცნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არტაქსერქსე_III“-დან