კავიტე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
კავიტეს აღმოსავლეთიდან [[ლაგუნის პროვინცია]] ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ― [[ეროვნული დედაქალაქის რეგიონი]], სამხრეთიდან ― [[ბატანგასი (პროვინცია)|ბატანგასის პროვინცია]]. პროვინციის დასავლეთით [[სამხრეთ ჩინეთის ზღვა]]ა გადაჭიმული.<ref>{{cite web |url=http://www.cavite.gov.ph/home/multimedia%20files/LGR/2015/LGR2015-brief-ecological-profile.pdf |archive-url=https://web.archive.org/web/20161003121624/http://www.cavite.gov.ph/home/multimedia%20files/LGR/2015/LGR2015-brief-ecological-profile.pdf |url-status=dead |archive-date=October 3, 2016 |title=Local Government Report 2015: Province of Cavite |website=The Official Website of the Provincial Government of Cavite |access-date=September 29, 2016}}</ref>
 
[[კალაბარსონი]]ს [[ფილიპინების რეგიონები|რეგიონის]] მასშტაბით, კავიტე მეორე ყველაზე პატარა პროვინციაა ([[რისალი]]ს პროვინციის შემდეგ). კავიტეს ფართობი 1 427.06 კმ²-ია, რაც კალაბარსონის რეგიონის 8.72%-ს და [[ფილიპინები]]ს საერთო ფართობის 0.48%-ს შეადგენს. ფართობის მიხედვით უდიდესი მუნიციპალიტეტებია [[მარაგონდონი]] (165.49 კმ²) და [[სილანგი (კავიტე)|სილანგი]] (156.41 კმ²). ფართობის მიხედვით უმცირესი მუნიციპალიტეტია [[ნოველეტა]], (5.41 კმ²), რაც პროვინციის საერთო ფართობის 0.38%-ს შეადგენს.<ref name="PNR">[http://www.cavite.gov.ph/Socio-Economic_Profile/2009/Physical%20and%20Natural%20Resources.pdf "Physical and Natural Resources"] {{webarchive |url=https://web.archive.org/web/20110911231234/http://www.cavite.gov.ph/Socio-Economic_Profile/2009/Physical%20and%20Natural%20Resources.pdf |date=September 11, 2011 }}. Province of Cavite Official Website.</ref>
 
===ტოპოგრაფია===
კავიტე ოთხ ფიზიოგრაფიულ ტერიტორიად იყოფა: უდაბლეს დაბლობ, დაბლობ, ცენტრალურ მთიან და მაღალმთიან ტერიტორიად.<ref>{{Cite web|url=https://wvphilippineshea.files.wordpress.com/2015/06/cavite-pdrrm-plan.pdf|title=Provincial Disaster Risk Reduction and Management Plan 2011–2016|website=Humanitarian and Emergency Affairs|access-date=September 29, 2016}}</ref>
 
უდაბლესი დაბლობი ტერიტორია სანაპირო დაბლობებს მოიცავს. ამ ტერიტორიის სიმაღლე [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 0-დან 2 მეტრამდეა. ტალღების სიმაღლე დაახლოებით 0.8 მეტრია. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქები: კავიტე, [[ბაკოორი]] და მუნციიპალიტეტები: კავიტი, ნოველეტა, როსარიო, კარმონას ჩრდილოეთი ნაწილი და ტენატეს აღმოსავლეთი ნაწილი.
 
 
კავიტე ადმინისტრაციულად 16 [[ფილიპინების მუნიციპალიტეტები|მუნიციპალიტეტისა]] და 7 [[ფილიპინების ქალაქები|ქალაქისგან]] შედგება.
 
 
==დემოგრაფია==