მაიონი (ვულკანი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
მაიონი ფილიპინების ყველაზე აქტიური ვულკანია და მის აქტივობას რეგულარულად აკვირდება [[ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტი]], რომლის პროვინციული შტაბ-ბინა მწვერვალიდან 12 კმ-ის დაშორებით, ლიგნიონ-ჰილში მდებარეობს.
 
==გეოგრაფია==
მაიონი [[ალბაი (ფილიპინები)|ალბაის პროვინციისა]] და [[ბიკოლის რეგიონი]]ს უმაღლესი წერტილი და მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ვულკანის სიმაღლე 2 463 მეტრია და [[ალბაის ყურე]]დან 10 კმ-ითაა დაშორებული.<ref name="Edu">{{cite web|url=http://volcano.und.edu/vwdocs/current_volcs/philippines/mayonvol.html|title=Mayon Volcano, Philippines|work=Philippines Department of Tourism|publisher=Volcano.und.edu|access-date=November 20, 2007|archive-url=https://web.archive.org/web/20071012025231/http://volcano.und.edu/vwdocs/current_volcs/philippines/mayonvol.html|archive-date=October 12, 2007}}</ref><ref name="Davis">David, Lee (2008). [https://books.google.com/books?id=CRzMOYIuLJEC&pg=PA416 "Natural Disasters"], pp. 416–417. Infobase Publishing.</ref> გეოგრაფიულად, ვულკანი რვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოიცავს: [[ლეგასპი (ალბაი)|ლეგასპის]], [[დარაგა (ალბაი)|დარაგის]], [[კამალიგი]]ს, [[გინობატანი]]ს, [[ლიგაო]]ს, [[ტაბაკო (ალბაი)|ტაბაკოს]], [[მალილიპოტი (ალბაი)|მალილიპოტის]] და [[სანტო-დომინგო (ალბაი)|სანტო-დომინგოს]].
 
==გეოლოგია===
მაიონი კლასიკური [[სტრატოვულკანი]]ა პატარა [[ვულკანური კრატერი]]თ. კონუსის სიმეტრიულობის გამო იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ვულკანადაა მიჩნეული.<ref name="Davis"/>
 
[[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] ირგვლივ არსებული სხვა ვულკანების მსგავსად, მაიონიც [[ცეცხლოვანი სარტყელი|ცეცხლოვან სარტყელს]] მიეკუთვნება. ვულკანი [[ლუსონი]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ბიკოლის თაღი ერთ-ერთია [[ღრმა ზღვის ღარი|ღრმა ზღვის 7 ღარს]] შორის. ბიკოლის თაღის ვულკანიზმი ფილიპინების ღრმულის გასწვრივ ფილიპინების ფილის დასავლეთ [[სუბდუქცია]]სთანაა დაკავშირებული. თაღი 12 აქტიურ და მიძინებულ ვულკანს მოიცავს. მაიონთან ერთად თაღის შემადგენლობაშია: ისაროგის, ირიგას, მალინაოსა და მასარაგის მთებიც, რომლებიც ძირითადად [[ბაზალტი]]ს, [[ანდეზიტი]]სა და ბაზალტური ანდეზიტისგანაა აგებული.<ref name="Cees">{{cite journal |last1=Van Westen |first1=Cees |last2=Dayao |first2=Arlene |last3=Voskuil |first3=Robert |title=Geomorphology of the Mayon Volcano and its Relation to Hazards |date=1994 |pages=1–30m |url=https://www.researchgate.net/publications/311594346}}</ref>
 
[[2021]] წლის აგვისტოში მაიონის ნიადაგში ანტიბიოტიკებისა და კიბოს საწინააღმდეგო ბაქტერიების სახეობები აღმოაჩინეს.<ref>{{Cite news |date=August 3, 2021 |title=Potentially antibiotic bacterial species found in Mt. Mayon soils |language=en |work=ABS-CBN News |url=https://news.abs-cbn.com/news/08/04/21/potentially-antibiotic-bacterial-species-found-in-mt-mayon-soils |access-date=August 4, 2021}}</ref>
 
==რესურსები ინტერნეტში==