ჰანზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: გაუქმებულია
იარლიყი: ხელით გაუქმება
ხაზი 4:
 
== ისტორია ==
ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქების სავაჭრო კავშირი XIV-XVII სს-ში, ფორმალურად 1669 წლამდე არსებობდა. იგი მემკვიდრე იყო გერმანელ ვაჭართა საზღვარგარეთული გაერთიანებისა. [[1157]] წელს ლონდონში დაარსდა [[კელნის ვაჭართა ჰანზა]], რომელიც 1281-82 [[ჰამბურგი]]სა და [[ლიუბეკი]]ს ჰანზებს შეუერთდა გერმანიის (ჰანზის) სახელწოდებით. კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა კუნძულ [[გოტლანდი]]ს ამხანაგობას (ცენტრი [[ვისბიუ]]). XIII საუკუნიდან ჰანზის სათავეში მოექცა გერმანული ქალაქები, რომლებიც ემყარებოდა გერმანული კოლონიზაციის წარმატებებს აღმოსავლეთ ევროპის სლავურ ქვეყნებსა და [[ბალტიისპირეთი|ბალტისპირეთშიბალტიისპირეთში]] და გერმანიის რაინდული ორდენების და სამხედრო ძლიერებას, ჰანზის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად იქცა ქალაქი [[ლიუბეკი]]. აქვე იმართებოდა ჰანზის ყრილობები. 1356-58 დასრულდა ჰანზის ჩამოყალიბება, მაგრამ კავშირი საბოლოოდ გაფორმდა 1367-70 წწ [[დანია|დანიის]] წინააღმდეგ ჰანზის ძლევამოსილი ომის შემდეგ. [[შტრალზუნდის ზავი]]თ 1370 ჰანზამ ფართო სავაჭრო პრივილეგიები მოიპოვა. თავისი აყვავების ხანაში (XIV საუკუნის მეორე ნახევარში და XV საუკუნის დამდეგი) ჰანზა აერთიანებდა ჩრდილოგერმანიისა და საზღვარგარეთის ასზე მეტ ქალაქს, მათ შორის [[ბალტიისპირეთი]]ს ქალაქებს: რეველს ([[ტალინი]]), დერპტს ([[ტარტუ]]), [[რიგა]]ს და სხვა. ჰანზა გაბატონებული იყო [[ჩრდილოეთის ზღვა|ჩრდილოეთისა]] და [[ბალტიის ზღვა|ბალტიის ზღვებზე]], იგი მონოპოლიურ საშუამავლო ვაჭრობას აწარმოებდა ჩრდილო, დასავლეთ, აღმოსავლეთ და ნაწილობრივ ცენტრალური ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებთან.
 
სავაჭრო ურთიერთობათა სისტემაში ჰანზის მთავარ საყრდენ პუნქტებს წარმოადგენდა მისი უცხოური კანტორები ევროპის ძირითადად მაწარმოებელ რეგიონებში — [[ბრიუგე]]ში ([[ფლანდრია]]), [[ნოვგოროდი|ნოვგოროდში]], [[ლონდონი|ლონდონში]], [[ბერგენი|ბერგენში]], ([[ნორვეგია]]), [[ვენეცია]]ში და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰანზა“-დან