ხრესილის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 40:
სოლომონ I-ის იმერეთის ტახტზე ასვლას წინ უძღოდა თითქმის საუკუნოვანი არეულობა იმერეთის სამეფოში. იმერეთის ციხეებში ჩამდგარი ოსმალური გარნიზონები, ოსმალური ხარკი, მეფისა და მთავრების ურთიერთდაპირისპირება, ტყვეებით ვაჭრობა, ტახტისმაძიებელთა ინტრიგები, დასუსტებული ეკლესია ქვეყანას ანარქიაში ძირავდა. ახალგაზრდა სოლომონმა აქტიური ღონისძიებები გაატარა დასავლეთ საქართველოდან ოსმალების საბოლოო განსადევნად. შემოიკრიბა ერთგული აზნაურები და შეუდგა სამეფოს მის კონტროლ ქვეშ მყოფი სიმაგრეების გამაგრებას. 1754 წელს სოლომონმა კანონით აკრძალა ტყვეთა სყიდვა და დაუპირისპირდა ურჩ თავადებს.
 
ოტომანებმა დიდი ჯარი გამოგზავნეს სოლომონის და მისი მომხრეების წინააღმდეგ. მის მეთაურად დაინიშნა სერასკირი გოლა ფაშა. 1756 წელს ოტომანთა 30 ათასიანი არმია ახალციხეში შევიდა. სოლომონს და მის მომხრეებს ჯარის იმერეთში შემოსვლამდე უნდა მოემზადებინათ ნიადაგი და სწრაფად დაეწყოთ მოქმედება. იმ დროს სოლომონი ვარდციხეში იმყოფებოდა. მისმა მომხრე აზნაურებმა მეფის შედგენილი გეგმით სწრაფად დაიწყეს მოქმედება. გეგმის მიხედვით: ქაიხოსრო აგიაშვილს თავისი ორას კაციანი რაზმით ბაღდადის ციხე უნდა აეღო; გიორგი აბაშიძეს საჩეიძეოსსაჩხეიძეოს და სალომინაოს რაზმებით შორაპნის ციხე უნდა გაეთავისუფლებინა; ბესო ლორთქიფანიძეს ფიცის კაცთა გვარდიით და კაცია კოპალიანს თავისი 150 კაციანი რაზმით ალყა უნდა დაერტყათ ქუთაისის ციხეზე; ზურაბ მიქელაძეს სამიქელაძეოსა და სალიპარიტიანოს ძალებით გზა უნდა გადაეკეტა ეკალმუხურთან რათა შეეჩერებინა ფოთის ფაშის ჯარი. პაპუნა წერეთელი, ბერი წულუკიძე, კაცია დადიანი და ხუტუნია შერვაშიძე საერთო ძალებით მეფეს უნდა ხლებბოდნენ. თუ გეგმა გაამართლებბდა მათ გენერალური ბრძოლისთვის სპეციალურ დავალებებზე წარგზავნილი თავადებიც შეუერთდებოდნენ. მეფემ ბანაკად შეარჩია ხრესილის ველი (დღევანდელ ტყიბულის რაიონშიმუიციპალიტეტში), სადაც გენერალური ბრძოლა უნდა გამართულიყო.
 
1757 წლის დეკემბრის დასაწყისში ოსმალთა არმიის ძირითადი ნაწილი საირმის გზით და შემდეგ ხანისწყლის ხეობით იმერეთში შემოიჭრა. სოლომონის მომხრე თავადებმა ქუთაისიკენ მიმავალ გზაზე ოსმალებს პარტიზანული ბრძოლები გაუმართეს. 12 დეკემბერს გოლა ფაშა ქუთაისში შევიდა.აქ მას შეუერთდნენ ლევან აბაშიძე და როსტომ რაჭის ერისთავი საკუთარი ძალებით. აქ მათ შეიტყვეს მეფის ძირითადი არმიის სამყოფელი და მეორე დღეს ხრესილის ველისაკენ დაიძრნენ. მოკავშირეები ფოთის, შორაპნის და ბაღდადის ციხეებში მდგარი ოსმალური გარნიზონების დახმარებასაც ელოდნენ. 13 დეკემბერს ოსმალთა ჯარმა მთლიანად დატოვა ქუთაისი და ხრესილის ველზე დაბანაკდა.
 
პარალელურად სოლომონის გეგმა სრული წარმატებებით წარიმართა: ზურაბ მიქელაძემ ეკალმუხურთან გაანადგურა ფოთის ფაშის ჯარი, ქაიხოსრო აგიაშვილმა აიღო ბაღდადის ციხე, არჩილ ბატონოშვილი და გიორგი აბაშიძე შორაპანს დაეუფლნენ, ხოლო ბერი წულუკიძემ და კაცია კოპალიანმა ქუთაისი გაათავისუფლეს და ხრესილისკენ აიღეს გეზი.
 
== ბრძოლა ==