ზუთხისნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ზუთხისნაირნი''' (Acipenseriformes) — [[თევზები|თევზების]] რიგი [[ხრტილოვანი განოიდები]]ს ქვეკლასისა. ძველი ზუთხისნაირების ნამარხები ცნობილია ქვემო [[იურული პერიოდი]]დან, თანამედროვე სახეობები — ქვემო [[ცარცული პერიოდი]]დან. მათი სხეულის სიგრძეა 27 სმ-დან (მასა დაახლ. 200 გრამი; [[ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა]]) 5 მეტრამდე (მასა 1 ტონა და მეტი; [[სვია (თევზი)|სვია]]). სხეული თითისტარასებურია, ჩვეულებრივ გლუვი ან ფარეკლების (რომბისებრი ძვლოვანი ფირფიტები) ხუთი გრძივი რიგით დაფარული, რაც განოიდური ქერცლის რუდიმენტებად ითვლება. თავი დაფარულია ფარებით — გადაკრული (კანისმიერი) ძვლებით, რომლებიც აგებულებით ფარეკლებს წააგავს. აქვთ [[საშხეფი]] (მდებარეობს სალაყუჩე სარქვლის ზედა მხარესთან). დინგი (თავის ნაწილი თვალების წინ) წინ გამოწეულია; ქვედა ზედაპირზე განლაგებულია ულვაშები. პირიც ქვემოთ მდებარეობს. ზურგისა და ანალური [[ფარფლები]]ს სხივების რაოდენობა აღემატება მათ საყრდენ ჩონჩხოვან ელემენტებს (რადიალებს). მუცლის ფარფლების ძირში მდებარეობს [[ანუსი]]. კუდის ფარფლი ჰეტეროცერკალურია (გამოშვერილი დიდი ზემო ნაწილით, რომლის შემდეგ კიდევ გრძელდება კუდის ღერო). კუდის ზედა ნაწილი დაფარულია რომბისებრი ქერცლით. შიდა ჩონჩხი ხრტილოვანია; ღერძული ჩონჩხის საფუძველს წარმოადგენს დრეკადი [[ქორდა (ბიოლოგია)|ქორდა]]. [[გული|გულში]] აქვთ არტერიული კონუსი, [[ნაწლავები|ნაწლავებში]] — სპირალური სარქველი (ზრდის შემწოვ ზედაპირს). ცნობილია ორი თანამედროვე ოჯახი: [[ზუთხისებრნი]] და [[დინგნიჩაბასებრნი]], 6 გვარი და 28 სახეობა. ბინადრობენ [[ჩრდილოეთ ნახევარსფერო]]ს წყალსატევებში; გამსვლელი და ტბა-მდინარის თევზებია. ზოგიერთი რეწვისა და აკვაკულტურის ობიექტია (მაგ., [[ბესტერი]]).<ref>{{დრე წიგნი |ავტორი=Решетников Ю. С. |სათაური=Осетрообразные |ტომი=24 |გვ=527 |id=2696294}}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზუთხისნაირნი“-დან