დობონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
 
==ისტორია==
===[[კოჩოსონი]]ს პერიოდი===
ვარაუდობენ, რომ პირველად ადამიანებმა დასახლება ახლანდელი დობონგუს ტერიტორიაზე პრეისტორიულ ხანაში დაიწყეს, თუმცა არქეოლოგიური გათხრების პროცესში ჯერ არაფერია ნაპოვნი, რაც ამ თვალსაზრისს დაადასტურებდა.
 
უძველესი დროიდან ეს ტერიტორია ცნობილია თავისი კარგი პირობებით სოფლის მეურნეობისთვის და სტრატეგიული პოზიციით - ტერიტორიაზე შესასვლელი [[ჩრდილოეთი]]დან ორ მთას, ტობონსანსა და სურაქსანს შორის მდებარეობს.
 
მას შემდეგ, რაც [[475]] წელს [[ვანი (სტატუსი)|ვანმა]] ჩანსუმ დაიპყრო კოგურიოში მდებარე პექჩეს დედაქალაქი ჰანსონი (თანამედროვე სეული), ტობონგუს ტერიტორია და იანჯუ გაერთიანდა მესონის ოლქში (კორეის 매 성군), ხოლო სილას დინასტიის დროს [[ვანი (სტატუსი)|ვანმა]] გიონდოკმა იანჯუს ტერიტორიის ნაწილზე შექმნა ახალი ოლქი - ნესო (კორეული 내 소군).
 
===კორიო და ჩოსონი===
კორიოს სამეფოს [[ვანი (სტატუსი)|ვანმა]] ტეჯომ [[X საუკუნე|X საუკუნის]] პირველ ნახევარში ნესოს ოლქს გიონჯუ (კორეული 견주 군) დაარქვა, ხოლო სილას სამეფოს დროს არსებულ ჰანიანს — იანჯუ. იანჯუში დაინიშნა გუბერნატორი, რომლის იურისდიქციაშიც ექცეოდა გიონჯუ. [[1018]] წელს, ვანი ჰიონჯონის მმართველობის დროს, გიონჯუს ოლქი მიერთებულ იქნა იანჯუს ოლქისთვის.
 
[[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] ბოლოს, ვანმა ტეჯომ ჩოსონის სამეფოდან დობონგუს ზოგიერთი ტერიტორია ჰანსონის ციხესიმაგრეს შეუერთა, რომელიც მის შიდა ტერიტორიებს წარმოადგენდა (გარე ტერიტორია ციხესიმაგრის მიღმა მდებარეს ეწოდებოდა). სწორედ მაშინ, [[1394]] წელს დაიწყო გიონბოკუნის სამეფოს სასახლის მშენებლობა ტობონის [[სამხრეთი|სამხრეთ]]-[[დასავლეთი]]თ. იმ პერიოდიდან დღემდე რაიონის გარკვეული ნაწილი ყოველთვის შედიოდა ქალაქის შემადგენლობაში.
 
[[ფაილი:01-10-dobong-en.svg|მინი|დობონის ადმინისტრაციული დაყოფა]]
==ცნობილი ადამიანები დობონიდან==
[[ლი თე მინი]] (დ.[[1993]]) — მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე, მსახიობი, ბოიბენდ [[Shinee (ჯგუფი)|Shinee]]-სა და [[SuperM (ჯგუფი)|SuperM]]-ის წევრი.
 
[[ლი სეუნ გი]] (დ.[[1987]]) — მომღერალი, მსახიობი.
 
[[სონ ჰიუნ ვუ]] (დ.[[1992]] — მომღერალი, ჯგუფ [[Monsta X (ჯგუფი)|Monsta X]]-ის წევრი.
 
[[იუნ სან ჰა]] (დ.[[2000]]) — მომღერალი, ბოიბენდ Astro-ს წევრი.
 
==რესურსები ინტერნეტში==